ავტორი:

"ძალიან გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით"- რას ამბობს ამირან გამყრელიძე ინდურ შტამთან დაკავშირებით?

"ძალიან გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით"- რას ამბობს ამირან გამყრელიძე ინდურ შტამთან დაკავშირებით?

ძალიან გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ინდური შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნულის მიუხედავად, მისი თქმით, ინდურ შტამთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ასევე, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საქართველომ ინდოეთიდან მომავალ მგზავრებზე შესაბამისი შემზღუდავი ღონისძიებები დააწესა.

"ინდურ შტამთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამიტომ დააწესა საქართველომ და ასევე სხვა ქვეყნებმაც შესაბამისი შემზღუდავი ღონისძიებები ინდოეთიდან მომავალ მგზავრებზე. ძალიან გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი. ინდოეთში ჯერჯერობით არ იციან ეს შტამი პრევალირებს თუ იგივე ბრიტანული შტამი, რომელიც ყველგან ცირკულირებს, მათ შორის ჩვენთან თითქმის სულ ბრიტანული შტამია როგორც ევროპაში. ყველა ეს შტამი ჯერჯერობით ემორჩილება ყველა იმ ვაქცინას, რომელიც დღეს ადმინისტრირდება, რა თქმა უნდა, მეტნაკლები ეფექტურობით“ , - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დღეს იქნება საბჭოს სხდომა, სადაც ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა.

"ჩემი სიძის რაღაცებს არ ვიზიარებ, მე ხომ არ ვარ "ნაციონალი", მაგრამ..." - გივი სიხარულიძე გიორგი რურუას გათავისუფლებისთვის მადლობას იხდის

საპატრიარქო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს მიმართავს

"გადაღების წინ 40 დღე ჩაიკეტა, გამორთო ტელეფონი და ტექსტს სწავლობდა..." - რას იხსენებენ ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებიდან მისი მეგობრები და კოლეგები?