საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასობრივი კომუნიკაცია - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი სადოქტორო პროგრამა
მასობრივი კომუნიკაცია - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი სადოქტორო პროგრამა

კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა უკვე გა­მო­ა­ცხა­და მი­ღე­ბა ახალ სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა­ზე - მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია. დღე­ვან­დე­ლი სამ­ყა­რო მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რაც ურ­თუ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვაა სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის, ამ ტენ­დენ­ცი­ებ­ში გარ­კვე­ვა და სიღ­რმი­სე­უ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ანა­ლი­ზი კი კსუ-ს ახა­ლი სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის მი­ზა­ნია.

„მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ინ­ტერ­ნე­ტის გა­ჩე­ნის შემ­დეგ გახ­და ის, რომ დღეს პო­ლი­ტი­კო­სებს, კომ­პა­ნი­ებს, დიდ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ი­ღონ და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი და პირ­და­პი­რი უკუ­კავ­ში­რი მომ­ხმა­რებ­ლის­გან თუ ამომ­რჩევ­ლის­გან, თუმ­ცა ეს ერ­თდრო­უ­ლად არის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რეც. ინ­ტერ­ნე­ტის, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის გა­მო­გო­ნე­ბამ და ვაჭ­რო­ბის იკო­მერს-პლატ­ფორ­მებ­ზე გა­და­ტა­ნამ სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა მომ­ხმა­რე­ბელს სა­კუ­თა­რი აზრი იქვე, მყი­სი­ე­რად და­ა­ფიქ­სი­როს და წლო­ბით ნა­შე­ნე­ბი კო­მუ­ნი­კა­ცია ერთ წამ­ში და­ან­გრი­ოს. მკვლევ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლიც სწო­რედ აქ იკ­ვე­თე­ბა: შე­ის­წავ­ლოს, გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს, გა­ი­აზ­როს და სის­ტე­მა­ტი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნოს იმ ახა­ლი იდე­ე­ბი­სა და ტექ­ნი­კე­ბის, რა­საც თა­ნა­მედ­რო­ვე მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია სფე­რო­ში და­საქ­მე­ბულ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს სთა­ვა­ზობს“, - აღ­ნიშ­ნავს სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ხა­თუ­ნა კა­ჭა­რა­ვა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პროგ­რა­მა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ამ სფე­რო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოღ­ვა­წე მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრაქ­ტი­კო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და არ­სე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა კი სრულ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ქმნის პროგ­რა­მამ მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო რან­გის მკვლევ­რე­ბი მო­ამ­ზა­დოს.

სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მას, რო­მელ­საც დოქ­ტო­რან­ტი 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ე­უფ­ლე­ბა, აქ­ტუ­ა­ლო­ბას სძენს რე­გი­ო­ნუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, სა­დაც მას­კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­დოქ­ტო­რო ხა­რის­ხის მქო­ნე პრო­ფე­სო­რე­ბი­სა და ლექ­ტო­რე­ბის სიმ­ცი­რე აღი­ნიშ­ნე­ბა. კსუ-ს სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა გარ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­მარ­თუ­ლე­ბი­სა, რე­გი­ო­ნულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­სა და მათი სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბი­სა და სწავ­ლე­ბის კონ­ტექ­სტში ჩარ­თვა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

კომ­პლექ­სუ­რი ხა­სი­ა­თი თა­ნა­მედ­რო­ვე მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის კვლე­ვე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ნა­წი­ლია. ამ ას­პექტს პროგ­რა­მა­ში დიდი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა და კვლე­ვე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა მეც­ნი­ერ-მკვლევ­რებს დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნის, ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბის ეფექ­ტუ­რად გავ­რცე­ლე­ბის, პრაქ­ტი­კა­ში და­ნერგვის უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის და სას­წავ­ლო-პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­სას თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს.

პროგ­რა­მას ამ ეტაპ­ზე 4-წლი­ა­ნი აკ­რე­დი­ტა­ცია აქვს და მას­კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მო­მა­ვალ დოქ­ტო­რებს სი­ა­მოვ­ნე­ბით ელო­დე­ბა.

პროგ­რა­მის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად ეწ­ვი­ეთ კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვებ-სა­იტს: https://ciu.edu.ge/news/index/miReba-masobrivi-komunikaciis-sadoqtoro-programaze

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მასობრივი კომუნიკაცია - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი სადოქტორო პროგრამა

მასობრივი კომუნიკაცია - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი სადოქტორო პროგრამა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უკვე გამოაცხადა მიღება ახალ სადოქტორო პროგრამაზე - მასობრივი კომუნიკაცია. დღევანდელი სამყარო მასობრივი კომუნიკაციის თანამედროვე ტენდენციების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ურთულესი გამოწვევაა სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის, ამ ტენდენციებში გარკვევა და სიღრმისეული სამეცნიერო ანალიზი კი კსუ-ს ახალი სადოქტორო პროგრამის მიზანია.

„მასობრივი კომუნიკაციის მთავარი გამოწვევა ინტერნეტის გაჩენის შემდეგ გახდა ის, რომ დღეს პოლიტიკოსებს, კომპანიებს, დიდ ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ დაუყოვნებლივი და პირდაპირი უკუკავშირი მომხმარებლისგან თუ ამომრჩევლისგან, თუმცა ეს ერთდროულად არის თანამედროვეობის დადებითი და უარყოფითი მხარეც. ინტერნეტის, სოციალური ქსელების გამოგონებამ და ვაჭრობის იკომერს-პლატფორმებზე გადატანამ საშუალება მისცა მომხმარებელს საკუთარი აზრი იქვე, მყისიერად დააფიქსიროს და წლობით ნაშენები კომუნიკაცია ერთ წამში დაანგრიოს. მკვლევრის მნიშვნელოვანი როლიც სწორედ აქ იკვეთება: შეისწავლოს, გააანალიზოს, გაიაზროს და სისტემატიზაცია მოახდინოს იმ ახალი იდეებისა და ტექნიკების, რასაც თანამედროვე მასობრივი კომუნიკაცია სფეროში დასაქმებულ პროფესიონალებს სთავაზობს“, - აღნიშნავს სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, ხათუნა კაჭარავა.

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაზე მუშაობისას გათვალისწინებულია ამ სფეროში საერთაშორისო სადოქტორო პროგრამების გამოცდილება, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოღვაწე მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი სპეციალისტები და არსებული თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა კი სრულ შესაძლებლობას ქმნის პროგრამამ მასობრივი კომუნიკაციის საერთაშორისო რანგის მკვლევრები მოამზადოს.

სადოქტორო პროგრამას, რომელსაც დოქტორანტი 3 წლის განმავლობაში დაეუფლება, აქტუალობას სძენს რეგიონული უმაღლესი სასწავლებლების საჭიროების გათვალისწინება, სადაც მასკომუნიკაციის სადოქტორო ხარისხის მქონე პროფესორებისა და ლექტორების სიმცირე აღინიშნება. კსუ-ს სადოქტორო პროგრამა გარდა საერთაშორისო მიმართულებისა, რეგიონულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობასა და მათი საერთაშორისო კვლევებისა და სწავლების კონტექსტში ჩართვაზე იქნება ორიენტირებული.

კომპლექსური ხასიათი თანამედროვე მასობრივი კომუნიკაციის კვლევების პრიორიტეტული ნაწილია. ამ ასპექტს პროგრამაში დიდი ყურადღება ეთმობა და კვლევების თანამედროვე მეთოდების გამოყენების მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა.

მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამა მეცნიერ-მკვლევრებს დაგროვილი ცოდნის, ინოვაციური იდეების ეფექტურად გავრცელების, პრაქტიკაში დანერგვის უნარების გამომუშავების და სასწავლო-პედაგოგიური საქმიანობისას თანამედროვე მეთოდების გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.

პროგრამას ამ ეტაპზე 4-წლიანი აკრედიტაცია აქვს და მასკომუნიკაციის მომავალ დოქტორებს სიამოვნებით ელოდება.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვებ-საიტს: https://ciu.edu.ge/news/index/miReba-masobrivi-komunikaciis-sadoqtoro-programaze

NS

"კლიმენტი კეკუტიას შევარდნაძის ეპოქაში სურდა ამ ეზო-კარის დაპატრონება" - რას ყვება პეტრე ცაავა?

დავით კოდუა კვლავ კოვიდკლინიკაში იმყოფება - როგორია დაკავებული ბიზნესმენის მდგომარეობა?

ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით დაბეჭდილ ბანერებზე მთავრობის ცხელი ხაზის ნომერი შეცდომითაა მითითებული