ავტორი:

"ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას..." - რა ინიციატივა წარადგინა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე?

"ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას..." - რა ინიციატივა წარადგინა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის ფარგლებშიც 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლება და მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია განხორციელდება.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა რეკრეაციული ზონები და რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება.

"მე მინდა წარმოგიდგინოთ ახალი ინიციატივა. ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას, ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციასა და მშენებლობას, ასევე, ყველა ქალაქის, ყველა მუნიციპალიტეტების კურორტებისა და დასახლებების ურბანულ განახლებას.

პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ახალი დასასვენებელი, ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები. საქართველოში რა თქმა უნდა, უამრავი ადგილია, რომელიც უნდა გავხადოთ კიდევ უფრო მიმზიდველი ჩვენი მოქალაქეებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის. ქვეყნის რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი მოქალაქეებისთვის ადგილზე ცხოვრების, შრომისა და განვითარების პირობების გაუმჯობესება სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა გახდეს,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ევროკავშირი არც ნიკა მელიას პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც მის ნელსონ მანდელობას" - ალეკო ელისაშვილი

"ჩაცუცქული ძველი ბიჭები, კოორდინატორები, გახვითქული ქალები - ესენი აღარ იქნება" - ალეკო ელისაშვილი საარჩევნო რეფორმაზე

"კობახიძე კალაძეს ვერ იტანს, იმედი ჰქონდა, რომ მას ღარიბაშვილის ხელით ჩამოიცილებდა, მაგრამ..." - რა ხდება "ქართულ ოცნებაში"?