გრძელდება კონსტანტინე გამსახურდიას 7-ტომეულის გამოცემა. უკვე გამოვიდა „მთვარის მოტაცება“ და რომანის „დავით აღმაშენებელი“ პირველი ოთხი წიგნი, დღეიდან, 26 აპრილიდან კი ქართველ მკითხველს 7-ტომეულის მეოთხე ტომის, „დიონისოს ღიმილი” შეძენა შეეძლება სპეციალურ ფასად გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად – 15 ლარი.
შეგახსენებთ, კ. გამსახურდიას 7-ტომეულის გამოცემა 1-ლი თებერვლიდან დაიწყო და 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ყოველი ახალი ტომი თვეში ერთხელ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა. სერიის მეოთხე ტომი „დიონისოს ღიმილი“ 26 აპრილს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვიდა. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 15 ლარი.
იკითხეთ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.