ავტორი:

ყველაზე ექსტრავაგანტური, პომპეზური, ელეგანტური კაბები და გამარჯვებულები - ფოტოები 2021 წლის ოსკარის ცერემონიიდან

ყველაზე ექსტრავაგანტური, პომპეზური, ელეგანტური კაბები და გამარჯვებულები - ფოტოები 2021 წლის ოსკარის ცერემონიიდან

პანდემიის მიუხედავად, გარკვეული შეზღუდვებით, თუმცა მაინც, 2021 წლის ოსკარით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა და ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავები კვლავ ვიხილეთ წითელ ხალიჩაზე.

საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში ოსკარი ფრენსის მაკდორმანდს ფილმში "მომთაბარეთა მიწა“ მონაწილეობისთვის გადაეცა.

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ჯილდო ენტონი ჰოპკინსმა მოიპოვა ფილმისთვის "მამა“, სადაც ის დემენციით დაავადებული მოხუცის როლს ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ნომინაციაში “ოსკარს“ გარდაცვლილ მსახიობს, ჩედვიკ ბოუზმენს უწინასწარმეტყველებდნენ ფილმისთვის "მა რეინი: ბლუზის დედა“, თუმცა, საბოლოოდ, გამარჯვება ენტონი ჰოპკინსმა მოიპოვა.

    • ცხადია, ამჯერადაც დიდი ყურადღება მიიპყრო იმან, თუ როგორი სამოსი ეცვათ ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზე. ვნახოთ რამდენიმე გამორჩეული კაბა:
    • რეჯინა კინგი Louis Vuitton-ის კაბით

ზენდეია Valentino-ს კაბით

ჰოლი ბერი Dolce & Gabbana-ს კაბით

რიზ უიზერსპუნი Dior-ის კაბით

მარგო რობი Chanel-ის კაბით

ამანდა სეიფრიდს აცვია Giorgio Armani-ს კაბა

ანდრა დეი Vera Wang-ის სამოსით

ქერი მულიგანი Valentino-ს კაბით

ლორა დერნი Oscar de la Renta-ს კაბით

რაც შეეხება გამარჯვებულებს, საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარი გადაეცა კინოსურათს - Nomadland. როგორც აღვნიშნეთ, წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი გახდა ენტონი ჰოპკინსი, ფილმში The Father შესრულებული როლისთვის, საუკეთესო ქალი მსახიობი კი გახდა ფრენსის მაკდორმანდი Nomadland-ში შესრულებული როლისთვის.

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მამაკაცის კატეგორიაში ოსკარი გადაეცა დენიელ კალუიას Judas and the Black Messiah-ში შესრულებული როლისთვის, ხოლო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი გახდა იუნ იუ-ჯუნგი - მას ოსკარი ფილმმა Minari მოუტანა.

წლის საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში ოსკარი Nomadland-ის რეჟისორს, ქლოა შაო-ს გადაეცა.

"ვიკითხე გია ყანჩელის გარდაცვალების დრო და აღმოჩნდა, რომ ეს ზუსტად მაშინ მოხდა, როდესაც..." - რა მისტიკური ამბავი გაიხსენა ნიკოლოზ რაჭველმა

"ველით, როდის დადებთ ფოტოს, სადაც მოდელები საპირფარეშოთი სარგებლობენ" - ფოტო, რომლის გამოც Mercedes-Benz Fashion Week სკანდალში გაეხვა

ქართული ესტრადიდან გაუჩინარებული ია მანიჟაშვილის ამერიკული ცხოვრება - რას საქმიანობს 2000-იანებში ცნობილი ჯგუფის წევრი და და რატომ არის ნაწყენი სამშობლოზე?