ავტორი:

"ვერც ერთი პოლიტიკოსი, რომელსაც სავარაუდო მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, სხვა პირთან მიმართებაში პრივილეგირებული ვერ იქნება" - ოხანაშვილი

"ვერც ერთი პოლიტიკოსი, რომელსაც სავარაუდო მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, სხვა პირთან მიმართებაში პრივილეგირებული ვერ იქნება" - ოხანაშვილი

"ვერც ერთი პოლიტიკოსი, რომელსაც სავარაუდო მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, სხვა პირთან, თუნდაც პოლიციელებთან მიმართებაში პრივილეგირებული ვერ იქნება - სტანდარტი ყველასთვის ერთიანი იქნება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეებზე ამნიტიის პროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

ოხანაშვილის ინფორმაციით, ევროკავშირის ოფისში გამართულ შეხვედრაზე მხარეებს შორის გაიცვალა პოზიცია ამნისტიის აქტში დაზარალებულთა თანხმობის ჩადების საკითხზე.

მან აქვე დასძინა, რომ თუკი საუბარია ახალი ფურცლის გადაცლაზე, ეს ყველას ამნისტირებას ნიშნავს. ამასთან, ოხანაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ ამნისტიის აქტის მიღებისას კონვენციური სტანდარტი დაცული იქნება.

“ეს არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, დამამცირებელი მოპყრობა - თუ დადგინდა, რომ ვინმემ ასეთი დანაშაული ჩაიდინა, რა თქმა უნდა, ამნისტია არ შეეხება. კონვენციური სტანდარტი დაცული იქნება, თუმცა გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, როგორც ეს შეთანხების ტექსტში წერია. აქამდე ცდილობდნენ, შეთანხმება არ შემდგარიყო. არავის მივცემთ მიღწეული შეთანხმების ჩაშლის საშუალებას. ამნისტია უნდა გამოიცეს. ამნისტია გამოიცემა და გავრცელდება ყველაზე - ყველა პირზე და ყველა დარღვევაზე თანაბრად, გარდა კონვენციული მიდგომისა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამირან გამყრელიძე განმარტავს, თუ რატომ შეიზღუდა სწრაფი ტესტების გაკეთება - "სწრაფი ტესტი ამ ეტაპზე მხოლოდ სიმპტომების მქონე ადამიანებს უტარდებათ"

არაოფიციალური ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძე მმართველმა პარტიამ შესაძლოა თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინოს

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი