ავტორი:

"ამნისტია ჯალათებზე არ გავრცელდება" - გიორგი ვაშაძე

"ამნისტია ჯალათებზე არ გავრცელდება" - გიორგი ვაშაძე

"ე.წ. ამნისტია ჯალათებზე არ გავრცელდება", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პოზიციურ პარტიებსა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, კონვენციურ დანაშაულებებზე ამნისტია არ გავრცელდება და სავარაუდოდ, ეს პირდაპირ ჩაიწერება კანონში.

"ვფიქრობ, ძალიან კარგი და პროდუქტიული შეხვედრა იყო. დღეს, რაც შემიძლია ცალსახად გითხრათ, რასაც ვამბობდი, კონვენციურ დანაშაულებზე ამნისტია არ გავრცელდება, ეს სავარაუდოდ, პირდაპირ ჩაიწერება კანონში. ე.წ. ამნისტია ჯალათებზე არ გავრცელდება და ამაზე სპეკულაცია უნდა დამთავრდეს. ამ კანონში უამრავი დეტალია, ყველა შევეცდებით, რომ სამშაბათამდე აბსოლუტურად ყველა დეტალი დაზუსტდეს და რაც მთავარია, ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს ერთობლივი.

იმედი გვაქვს, კიდევ აზრთა სხვადასხვა არ იქნება. ყველა საკითხი, რაც დოკუმენტშია და რაც ბოლო შეხვედრის შემდეგ მხარეებმა დავაფიქსირეთ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ჩვენი პოზიციაა, რომ სწორედ ამ ჩარჩოში იყოს აბსოლუტურად ყველაფერი. ჯერჯერობით მმართველი გუნდის კანონპროექტი არ გვინახავს. მოისმინეს, ჩვენც მოვისმინეთ მათი პოზიციები და დავშორდით ისე, რომ შევეცდებით ეს პოზიციები მაქსიმალურად დავაახლოვოთ“,- განაცხადა ვაშაძემ.

მან აღნიშნა, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ავტომატურად გავრცელდება "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიაზეც.

"ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს და ვერ გავშორდები იმის გამო, რომ "ნაცმოძრაობა" სულ ჩხარტიშვილს მაძახებს" - გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნების" რეჟიმს მარტო “ნაციონალური მოძრაობა ვერ დაამარცხებს - ეს გამორიცხულია" - სალომე სამადაშვილი

"მისი განცხადება ადასტურებს, რომ ასეთ ცვლილებებს აღარ გაატარებს... "ოცნებას“ ბოლო შანსი მისცა" - როგორ აფასებენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ვეტოს არგამოყენებაზე?