პოლიტიკა
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი ამბავი ატყდა - ბიჭებო, მოდით, ვლადიმერ ულიანოვი დავიჭირეთო..." - რას ყვება მებაღე, რომელსაც სახელისა და გვარის გამო არაერთი კურიოზი შემთხვევია
"ერთი ამბავი ატყდა - ბიჭებო, მოდით, ვლადიმერ ულიანოვი დავიჭირეთო..." - რას ყვება მებაღე, რომელსაც სახელისა და გვარის გამო არაერთი კურიოზი შემთხვევია

მისი წი­ნაპ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით ორი სა­უ­კუ­ნის წინ ჩა­მო­ვიდ­ნენ და მან­გლის­ში და­სახ­ლდნენ. ამ­ბობს, რომ პაპა მან­გლის­შია დაკ­რძა­ლუ­ლი, იქვე იპო­ვეს მა­მის დიდი პა­პის საფ­ლა­ვიც.

"ვფიქ­რობ, ჩემი წი­ნაპ­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სახ­ლე­ბა ორ სა­უ­კუ­ნეს ით­ვლის. მათი ამ ქვე­ყა­ნა­ში გად­მოს­ვლა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტატს უკავ­შირ­დე­ბა. მოკ­ლედ, ისი­ნი მან­გლის­ში და­ფუძნ­დნენ. მა­მა­ჩე­მი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში იბ­რძო­და. ომის შემ­დეგ ჩვე­ნი ოჯა­ხი თბი­ლის­ში, ბახ­ტრი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე გად­მო­ვი­და, სა­დაც ორი სახ­ლი აა­შე­ნეს, მაგ­რამ მერე იმ ად­გი­ლე­ბის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა და­ი­წყო, გა­რან­ტი­ით გავცვა­ლეთ და სა­ცხოვ­რებ­ლად თემ­ქა­ზე, ზღვის უბან­ში გად­მო­ვე­დით. კმა­ყო­ფი­ლი ვართ ამ რა­ი­ო­ნით", - ამ­ბობს ვლა­დი­მერ ული­ა­ნო­ვი.

რო­გორც ამ­ბობს, სა­ხე­ლი­სა და გვა­რის გამო არა­ერ­თი კუ­რი­ო­ზი და უც­ნა­უ­რი შემ­თხვე­ვაც ჰქო­ნია. კლას­ში მეტ­სა­ხე­ლად ამის გამო "ილიჩს" ეძახ­დნენ. "მა­მას ლე­ო­ნი­დი ერ­ქვა, მაგ­რამ შტა­ბის უფ­როსს ჯარ­ში ვლა­დი­მე­რი და­ურ­ქმე­ვია და პას­პორ­ტიც ასე აა­ღე­ბი­ნეს. ული­ა­ნო­ვი ხარ და ბა­რემ ვლა­დი­მე­რი იყა­ვიო".

- ერთხელ ჩემი "მოსკვი­ჩით" გა­უ­ფორ­მე­ბე­ლი მა­სა­ლა გა­დამ­ქონ­და და ინ­სპექ­ცი­ამ გა­მა­ჩე­რა, სა­ხე­ლი და გვა­რი რომ გა­ი­გეს, ერთი ამ­ბა­ვი ატყდა, ბი­ჭე­ბო, ბი­ჭე­ბო, მო­დით, ული­ა­ნო­ვი და­ვი­ჭი­რე­თო... მერე სი­ცილ-სი­ცი­ლით და­მემ­შვი­დობ­ნენ საბ­ჭო­თა მი­ლი­ცი­ო­ნე­რე­ბი. ჩემ­მა გვარ­მა და სა­ხელ­მა მიშ­ვე­ლა.

- სა­ო­ცა­რი მე­ურ­ნე ყო­ფილ­ხართ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შრო­მა არ გაკ­ლი­ათ, დურ­გა­ლი ბრძან­დე­ბით, ავეჯს ამ­ზა­დებთ, რაც ხელს არ გიშ­ლით, იყოთ მოყ­ვა­რუ­ლი მე­ბა­ღე, მე­ვე­ნა­ხე, მე­ბოსტნე, მეფ­რინ­ვე­ლე და ა.შ.

- კი, მიყ­ვარს მე­ურ­ნე­ო­ბა. მთა­ვა­რი ის არის, რომ ბუ­ნე­ბა მიყ­ვარს ძა­ლი­ან. მყავს თუ­თი­ყუ­შე­ბი, თევ­ზე­ბი, მტრე­დე­ბი, ორი ძაღ­ლი, ახლა ქათ­მე­ბი მა­ჩუ­ქეს. უკვე კვერ­ცხებს მი­დე­ბენ. ძაღ­ლე­ბი­ცა და ქათ­მე­ბიც ჩემი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის უკან მყავს შე­მო­ღო­ბილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.თა­ვი­დან ძაღ­ლე­ბი ჩხუ­ბობ­დნენ, ვერ რიგ­დე­ბოდ­ნენ, ახლა შე­უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი. კანე კორ­სო ადრე ბა­თუ­მი­დან ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე, იტა­ლი­უ­რი ჯი­შია, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი შავი გერ­მა­ნუ­ლი ნა­გა­ზიც მო­ვიყ­ვა­ნე.

- მე­ბა­ღე­ო­ბა-მე­ბოსტნე­ო­ბა­ზე რას გვე­ტყვით?

- შარ­შან კო­რო­ნა რომ გაჩ­ნდა და ლოკ­და­უ­ნი გა­მო­ცხად­და, ჩემი კარ­გი მე­ზობ­ლე­ბი მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ბა­ღის მოვ­ლა­ში. პირ­ვე­ლი ტალ­ღა ასე მუ­შა­ო­ბით გა­და­ვი­ტა­ნეთ. ადრე ამ ბაღ­ში მამა მუ­შა­ობ­და, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მერე თით­ქმის არა­ფე­რი გაგ­ვი­კე­თე­ბია, დურ­გა­ლი ვარ და დრო არა მაქვს. "ინ­ტუ­რის­ტში" ვმუ­შა­ობ­დი, თბი­ლის­ში მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის კა­ბი­ნე­ტე­ბის­თვის ავე­ჯი იქ­მნე­ბო­და. მა­ღალ ხა­რისხს ითხოვ­დნენ და სუფ­თა და ხა­რის­ხი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა მას შემ­დეგ მიყ­ვარს. ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდ დროს მო­ი­თხოვს, თუმ­ცა ამ ჩემს უდ­რო­ო­ბა­ში მა­ინც მო­ვა­ხერ­ხე და ბაღ­ში ახა­ლი ხე­ხი­ლი ჩავ­ყა­რე, მაგ­რამ კარ­გი იქ­ნე­ბა იქა­უ­რო­ბა ხე­ხი­ლით მე­ტად თუ გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბა....გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ss
0

მაინც რაღაც ქართული ჩანს მის გამოხედვაში. წარმატებებს და ჯამრტელობას ვუსურვებ.

bibi
0

kai kaci, oqro kaci - gaixaret 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ერთი ამბავი ატყდა - ბიჭებო, მოდით, ვლადიმერ ულიანოვი დავიჭირეთო..." - რას ყვება მებაღე, რომელსაც სახელისა და გვარის გამო არაერთი კურიოზი შემთხვევია

"ერთი ამბავი ატყდა - ბიჭებო, მოდით, ვლადიმერ ულიანოვი დავიჭირეთო..." - რას ყვება მებაღე, რომელსაც სახელისა და გვარის გამო არაერთი კურიოზი შემთხვევია

მისი წინაპრები საქართველოში დაახლოებით ორი საუკუნის წინ ჩამოვიდნენ და მანგლისში დასახლდნენ. ამბობს, რომ პაპა მანგლისშია დაკრძალული, იქვე იპოვეს მამის დიდი პაპის საფლავიც.

"ვფიქრობ, ჩემი წინაპრების საქართველოში დასახლება ორ საუკუნეს ითვლის. მათი ამ ქვეყანაში გადმოსვლა, სავარაუდოდ, გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება. მოკლედ, ისინი მანგლისში დაფუძნდნენ. მამაჩემი მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა. ომის შემდეგ ჩვენი ოჯახი თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე გადმოვიდა, სადაც ორი სახლი ააშენეს, მაგრამ მერე იმ ადგილების განაშენიანება დაიწყო, გარანტიით გავცვალეთ და საცხოვრებლად თემქაზე, ზღვის უბანში გადმოვედით. კმაყოფილი ვართ ამ რაიონით", - ამბობს ვლადიმერ ულიანოვი.

როგორც ამბობს, სახელისა და გვარის გამო არაერთი კურიოზი და უცნაური შემთხვევაც ჰქონია. კლასში მეტსახელად ამის გამო "ილიჩს" ეძახდნენ. "მამას ლეონიდი ერქვა, მაგრამ შტაბის უფროსს ჯარში ვლადიმერი დაურქმევია და პასპორტიც ასე ააღებინეს. ულიანოვი ხარ და ბარემ ვლადიმერი იყავიო".

- ერთხელ ჩემი "მოსკვიჩით" გაუფორმებელი მასალა გადამქონდა და ინსპექციამ გამაჩერა, სახელი და გვარი რომ გაიგეს, ერთი ამბავი ატყდა, ბიჭებო, ბიჭებო, მოდით, ულიანოვი დავიჭირეთო... მერე სიცილ-სიცილით დამემშვიდობნენ საბჭოთა მილიციონერები. ჩემმა გვარმა და სახელმა მიშველა.

- საოცარი მეურნე ყოფილხართ, მიუხედავად იმისა, რომ შრომა არ გაკლიათ, დურგალი ბრძანდებით, ავეჯს ამზადებთ, რაც ხელს არ გიშლით, იყოთ მოყვარული მებაღე, მევენახე, მებოსტნე, მეფრინველე და ა.შ.

- კი, მიყვარს მეურნეობა. მთავარი ის არის, რომ ბუნება მიყვარს ძალიან. მყავს თუთიყუშები, თევზები, მტრედები, ორი ძაღლი, ახლა ქათმები მაჩუქეს. უკვე კვერცხებს მიდებენ. ძაღლებიცა და ქათმებიც ჩემი საცხოვრებელი კორპუსის უკან მყავს შემოღობილ ტერიტორიაზე.თავიდან ძაღლები ჩხუბობდნენ, ვერ რიგდებოდნენ, ახლა შეუყვარდათ ერთმანეთი. კანე კორსო ადრე ბათუმიდან ჩამოვიყვანე, იტალიური ჯიშია, მოგვიანებით კი შავი გერმანული ნაგაზიც მოვიყვანე.

- მებაღეობა-მებოსტნეობაზე რას გვეტყვით?

- შარშან კორონა რომ გაჩნდა და ლოკდაუნი გამოცხადდა, ჩემი კარგი მეზობლები მეხმარებოდნენ ბაღის მოვლაში. პირველი ტალღა ასე მუშაობით გადავიტანეთ. ადრე ამ ბაღში მამა მუშაობდა, მისი გარდაცვალების მერე თითქმის არაფერი გაგვიკეთებია, დურგალი ვარ და დრო არა მაქვს. "ინტურისტში" ვმუშაობდი, თბილისში მაღალჩინოსნების კაბინეტებისთვის ავეჯი იქმნებოდა. მაღალ ხარისხს ითხოვდნენ და სუფთა და ხარისხიანი მუშაობა მას შემდეგ მიყვარს. ეს ყველაფერი დიდ დროს მოითხოვს, თუმცა ამ ჩემს უდროობაში მაინც მოვახერხე და ბაღში ახალი ხეხილი ჩავყარე, მაგრამ კარგი იქნება იქაურობა ხეხილით მეტად თუ გაახალგაზრდავება....განაგრძეთ კითხვა

"ჩვენი სიყვარული ჩანდა, თორემ საქართველო სიძულვილმა კი არ შემოინახა...სიყვარულია ის, რაზეც დგას ქვეყანა" - ინტერვიუ კახი კავსაძესთან არქივიდან

ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდა, კახი კავსაძე გარდაიცვალა

"გიდასტურებთ, ეს ინფორმაცია სიმართლეა... საქმე სერიოზულადაა" - რას ამბობს ხვიჩა კავარცხელიას მამა შვილის "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლაზე