ავტორი:

"რას ჰქვია მეუფე სტეფანეს მომხრეები?! არავინ დამენახოს ჩემი მომხრე... " - მეუფე სტეფანე

"რას ჰქვია მეუფე სტეფანეს მომხრეები?! არავინ დამენახოს ჩემი მომხრე... " - მეუფე სტეფანე

"დღეს რაც ხდება, ეს არის იდეოლოგიური შეტევა მორწმუნე საზოგადოებაზე, რომ რწმენა დაგვაკარგინონ. ნუ გეშინიათ ხალხო, უფალი ჩვენთან არს და ჩვენ არავის არასდროს ძალადობისკენ არ მოვუწოდებთ", - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ქადაგებისას აღნიშნა.

ის სალხინოს ტაძრის ეზოში მომხდარ დაპირისპირებას შეეხო და განაცხადა, რომ არც პოლიტიკურ პარტიას ქმნის და არც არავის მოუწოდებს პოლიტიკური ბრძოლისკენ.

"რა ჰქვია მეუფე სტეფანეს მომხრეები, ვინ ხართ ჩემი მომხრე? ჩემი მომხრეები ხართ? არავინ მინდა, არც ერთი მომხრე არ მჭირდება. არავინ დამენახოს ჩემი მომხრე. აქ მოვიდეს ის, ვისაც უნდა უფლის წინაშე, რომ დაიმკვიდროს სასუფეველი ცათა. ვისაც უნდა აღსარება, ზიარება, ვისაც უნდა უფალთან დამკვიდრება, ის ხალხი მოვიდეს, სულ არ მინდა არც ერთი ადამიანი, ჩემი მომხრე არ მჭირდება.

მე პოლიტიკურ პარტიას არ ვქმნი და არც არავის მოვუწოდებ პოლიტიკური ბრძოლისკენ. დააკვირდით ჩემს ნებისმიერ აქტივობას, რას ვაკეთებდი - ლოცვაზე, წირვაზე მივდივარ და ვიღაცები მეჩხუბებიან. ის "შუშის თვალებიც“ ხომ ხედავენ ამას. სადაც მივედი, მივედი იმისთვის, რომ წირვა-ლოცვა ჩამეტარებინა. შემდეგ "შუშის თვალები“ შუშის ეკრანებზე უჩვენებენ, რომ თითქოს დაპირისპირება მოხდა მღვდლებს შორის და ა.შ. ვერ გავიგე, რატომ არ არის ობიექტური ინფორმაცია. თუ "შუშის თვალები“ ხართ, გასაგებია, მაგრამ თუ ადამიანური ხედვა გაგაჩნიათ, მაშინ მიეცით ხალხს გასაგები ინფორმაცია. არცერთხელ არ მივსულვარ არც საჩხუბრად“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

მისი განმარტებით, ზოგიერთი ადამიანი სიწმინდეებს შეურაცხყოფს და ეკლესიაში შეჭრას ცდილობს.

"როდესაც უფალს, ეკლესიას აგინებენ, როდესაც წირვას ჩაშლიან, როდესაც უპირისპირდებიან სიწმინდეს, როდესაც პატრიარქს გიგინებენ, როდესაც ყველაფერი, რაც ჩვენთვის წმინდაა, აღმოჩნდება, რომ თურმე ვიღაცების ხელში უაზრობაა. რამდენი მაგინებს და არაფერი გამიკეთებია, მაგრამ როდესაც ეკლესიაზე შეტევა, ამბოხი და შეჭრაა, არის პატრიარქის გინება, ამ დროს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამას აკეთებენ, გარკვეული ზომების მიღება გიწევს. რა გავაკეთე? ერთი კაცი განვკვეთე იმიტომ, რომ ზღვარს ძალიან გადავიდა და 3 ადამიანს ვუთხარი, რომ თუ არ გაჩერდებოდნენ, მათაც განვკვეთავ. დანარჩენი 2 დიაკონია კიდევ და ერთი მღვდელი. არიან კიდევ მათი დამქაში, ზოგს "ბერი“ ეწოდება, მაგრამ სინამდვილეში მათ ბერ-მონაზვნობის ვერაფერი დავუნახე“,-აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

მისი თქმით, აგიტაცია-პროპაგანდით საქართველოს ეკლესიას ვერავინ დააჩოქებს.

"ვცდილობ, პიროვნულ შეურაცხყოფას პიროვნული შეურაცხყოფითვე არ ვუპასუხო. ისევ მივმართავ მათ, გაითვალისწინონ სიტყვა, მათთვის უკეთესი იქნება. არავისთან აგრესიულად არ მივსულვარ და არც არასდროს გამიკეთებია ისეთი, რომ სადმე შევიჭერი და ამით ისინი შეურაცხვყავი. რამდენიმე დღის წინ დამიკეტეს კარები და სალოცავად ვერ შევედი ტაძარში, ჩხუბის პროვოცირება მოახდინეს და მერე გადააბრალეს მამაოებს, რომლებიც იქ იყვნენ“,-აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

ცნობისთვის, მარტვილში, ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვის დაწყებამდე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. სასულიერო პირების ნაწილმა, რომელიც ჭყონდიდელ მიტროპოლიტ, მეუფე სტეფანეს არ ემორჩილება, ტაძარში ადგილობრივი ბიზნესმენის კლიმენტი კეკუტიას გამოჩენა გააპროტესტეს, შემდეგ კი მეუფე სტეფანეს ტაძრის შესასვლელთან დახვდნენ. მეუფე სტეფანე ტაძარში პოლიციის დახმარებით შევიდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

"თურმე, ვინმე ელჩი რამეს იტყვის, ის არის ერთადერთი ჭეშმარიტება და ღმერთი, რასაც ამბობს, ის არაფერია" - მეუფე სტეფანე

"აცრებზე რეგისტრაცია მიდის, მაგრამ საიტის სხვა ფუნქციები ჯერ ისევ გასწორების პროცესშია" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე

"წაგებული ომიდან დაბრუნებული კაცისთვის, ძნელი აღმოჩნდა სცენაზე ასვლა და თამაში" - როგორ წარიმართა 90-იანი წლების ბესტსელერის ავტორის ცხოვრება