სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირბადის ტარების მაჩვენებელი 70%-მდე გაიზარდა - დავიცვათ წესები" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე დამატებითი შეზღუდვების შესაძლო დაწესებაზე
"პირბადის ტარების მაჩვენებელი 70%-მდე გაიზარდა - დავიცვათ წესები" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე დამატებითი შეზღუდვების შესაძლო დაწესებაზე

"არა­ვინ არ უარ­ყოფს, რომ ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცია თან­და­თან უა­რეს­დე­ბა - ყო­ველ­დღი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბი მერ­ყე­ობს 1200-ის ფარ­გლებ­ში, რო­გორ­მე უნდა შე­ვე­ცა­დოთ, რომ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აპ­რილ-მა­ი­სის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ", - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი გა­აქ­ტი­ურ­დეს, რად­გან აც­რე­ბის გა­რე­შე ეპი­დე­მია ვერ დამ­თავ­რდე­ბა.

"ერთხელ გვქონ­და სე­რი­ო­ზუ­ლი ნახ­ტო­მი მე­ო­რედ ჯერ ასე­თი დიდი ნახ­ტო­მი არ ყო­ფი­ლა. ყო­ველ­დღი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბი მერ­ყე­ობს 1200-ის ფარ­გლებ­ში. დღეს 966 ახა­ლი შემ­თხვე­ვა, მაგ­რამ ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია ყო­ველ­თვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ შა­ბათ-კვი­რას იკ­ლებს კვლე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

გუ­შინ 24 სა­ათ­ში არის 23 888 კვლე­ვა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ გვაქვს 966 ახა­ლი შემ­თხვე­ვა. რო­გორ­მე უნდა შე­ვე­ცა­დოთ, რომ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ აპ­რილ-მა­ი­სის გან­მავ­ლო­ბა­ში. ერთ-ერთი და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი გახ­ლავთ ის, რომ ქვე­ყა­ნა­ში გა­ი­ზარ­და პირ­ბა­დის ტა­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლი - 70%-მდე ავი­და, რაც ძა­ლი­ან კარ­გი ნი­შა­ნია. ასე­ვე, ოდ­ნავ შემ­ცი­რე­ბუ­ლია მო­ბი­ლო­ბა და ვფიქ­რობ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მოქ­მე­დებს იმა­ზე, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მე­ო­რე ძლი­ე­რი ნახ­ტო­მი არ გვაქვს. თუ ვეც­დე­ბით და და­ვი­ცავთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს და და­ახ­ლო­ე­ბით ამ ფარ­გლებ­ში შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ, რა თქმა უნდა, ეს გარ­კვე­უ­ლად და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი იქ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დღეს პირ­ვე­ლად ბოლო კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ჭარ­ბობს ახ­ლად და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბას.

"ამი­ტომ კი­დევ ერთხელ მინ­და მო­სახ­ლე­ო­ბას მივ­მარ­თო, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით წინა სა­აღ­დგო­მო კვი­რა­ში და აღ­დგო­მის შემ­დგომ კვი­რა­ში, ყვე­ლამ გა­ვი­თა­ვი­სოთ ის, რომ სი­ტუ­ა­ცია მთელ მსოფ­ლი­ო­ში რთულ­დე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რი ინ­ფი­ცი­რე­ბის რი­ცხვი მსოფ­ლი­ო­ში 800 ათასს სცილ­დე­ბა და რა თქმა უნდა, ეს მოქ­მე­დებს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ზე. ამი­ტომ მო­სახ­ლე­ო­ბას მივ­მარ­თავ აღ­დგო­მის წინა და შემ­დგომ კვი­რებ­ში უნდა იქ­ნეს და­ცუ­ლი ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რა­ზეც ხში­რად ვსა­უბ­რობთ და სა­სურ­ვე­ლია, რომ მე­ტად მივ­მარ­თოთ ამცრელ პუნ­ქტებს.

ბოლო 24 სა­ათ­ში 1533 აცრა ჩა­ტარ­და, მაგ­რამ ეს ძი­რი­თა­დად მა­ინც არის თბი­ლის­ში 72-73%, 9% მო­დის აჭა­რა­სა და იმე­რეთ­ზე და და­ნარ­ჩენ რე­გი­ო­ნებ­ში სამ­წუ­ხა­როდ, არ არის აქ­ტი­ვო­ბა. ჩვენ აქ­ტი­უ­რად დავ­დი­ვართ რე­გი­ო­ნებ­ში, ვი­ყა­ვით კა­ხეთ­ში ქვე­მო ქარ­თლში და ა.შ. და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს, რომ მხარ­და­ჭე­რა იყოს და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი გა­აქ­ტი­ურ­დეს, რათა ჩვენ უფრო ფარ­თოდ მო­ვიც­ვათ მო­სახ­ლე­ო­ბა აც­რე­ბით, რად­გან ამის გა­რე­შე, აც­რე­ბის გა­რე­შე ეპი­დე­მია ვერ დამ­თავ­რდე­ბა. ჩა­ტარ­და სულ 37 590 აცრა ქვე­ყა­ნა­ში , აქე­დან 21 589 აც­რი­ლია "ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი“ და და­ნარ­ჩე­ნი "ფა­ი­ზე­რით“, "ფა­ი­ზე­რის მე­ო­რე დო­ზით, ანუ სრუ­ლად აც­რი­ლია ქვე­ყა­ნა­ში 2 254 ადა­მი­ა­ნი. ხაზს ვუს­ვამ , რომ ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად გვჭირ­დე­ბა სულ მცი­რე 3000 აცრა აპ­რილ-მა­ის­ში და შემ­დგომ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უფრო უნდა გა­ი­ზარ­დოს“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ გან­მარ­ტა, შექ­მნი­ლი ეპი­დე­მი­უ­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხვალ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე ყვე­ლა­ნა­ირ პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ.

"არ გვინ­და, რომ რა­ი­მე შე­ზღუდ­ვა და­ე­მა­ტოს, და­ვიც­ვათ წე­სე­ბი, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და დის­ციპ­ლი­ნა - არ გვინ­და, რომ და­მა­ტე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბი იყოს“, - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Dato
65

და100% რატომ არა? ქართველს ფულადი ჯარიმის გარდა ვერაფრით შეაშინებ. 1000 ლარიანი ჯარიმა და ყველაფერი დალაგდება 

გაბრიელი
0

ეს არის ქართველი ხალხის მტერი რომელიც არქიფოს ბრძანებას ასრულებს და ქართველების გენოციდში მონაწილეობს.თქვენი პასუხისმგებლობის დროც დადგება ახალი ხელისუფლების დროს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"პირბადის ტარების მაჩვენებელი 70%-მდე გაიზარდა - დავიცვათ წესები" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე დამატებითი შეზღუდვების შესაძლო დაწესებაზე

"პირბადის ტარების მაჩვენებელი 70%-მდე გაიზარდა - დავიცვათ წესები" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე დამატებითი შეზღუდვების შესაძლო დაწესებაზე

"არავინ არ უარყოფს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეპიდსიტუაცია თანდათან უარესდება - ყოველდღიური შემთხვევები მერყეობს 1200-ის ფარგლებში, როგორმე უნდა შევეცადოთ, რომ ეს მაჩვენებელი აპრილ-მაისის განმავლობაში შევინარჩუნოთ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდეს, რადგან აცრების გარეშე ეპიდემია ვერ დამთავრდება.

"ერთხელ გვქონდა სერიოზული ნახტომი მეორედ ჯერ ასეთი დიდი ნახტომი არ ყოფილა. ყოველდღიური შემთხვევები მერყეობს 1200-ის ფარგლებში. დღეს 966 ახალი შემთხვევა, მაგრამ ეს დამოკიდებულია ყოველთვის ჩატარებული კვლევების რაოდენობაზე. მოგეხსენებათ, რომ შაბათ-კვირას იკლებს კვლევების რაოდენობა.

გუშინ 24 საათში არის 23 888 კვლევა ჩატარებული, ამიტომ გვაქვს 966 ახალი შემთხვევა. როგორმე უნდა შევეცადოთ, რომ ეს მაჩვენებელი შევინარჩუნოთ აპრილ-მაისის განმავლობაში. ერთ-ერთი დამაიმედებელი ფაქტორი გახლავთ ის, რომ ქვეყანაში გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებლი - 70%-მდე ავიდა, რაც ძალიან კარგი ნიშანია. ასევე, ოდნავ შემცირებულია მობილობა და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მოქმედებს იმაზე, რომ ჯერჯერობით ახალი შემთხვევების მეორე ძლიერი ნახტომი არ გვაქვს. თუ ვეცდებით და დავიცავთ რეკომენდაციებს და დაახლოებით ამ ფარგლებში შევინარჩუნებთ, რა თქმა უნდა, ეს გარკვეულად დამაიმედებელი იქნება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს პირველად ბოლო კვირის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჭარბობს ახლად დაინფიცირებულთა რაოდენობას.

"ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ განსაკუთრებით წინა სააღდგომო კვირაში და აღდგომის შემდგომ კვირაში, ყველამ გავითავისოთ ის, რომ სიტუაცია მთელ მსოფლიოში რთულდება, ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი მსოფლიოში 800 ათასს სცილდება და რა თქმა უნდა, ეს მოქმედებს ყველა ქვეყანაზე. ამიტომ მოსახლეობას მივმართავ აღდგომის წინა და შემდგომ კვირებში უნდა იქნეს დაცული ის რეკომენდაციები, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ და სასურველია, რომ მეტად მივმართოთ ამცრელ პუნქტებს.

ბოლო 24 საათში 1533 აცრა ჩატარდა, მაგრამ ეს ძირითადად მაინც არის თბილისში 72-73%, 9% მოდის აჭარასა და იმერეთზე და დანარჩენ რეგიონებში სამწუხაროდ, არ არის აქტივობა. ჩვენ აქტიურად დავდივართ რეგიონებში, ვიყავით კახეთში ქვემო ქართლში და ა.შ. და ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რომ მხარდაჭერა იყოს და ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდეს, რათა ჩვენ უფრო ფართოდ მოვიცვათ მოსახლეობა აცრებით, რადგან ამის გარეშე, აცრების გარეშე ეპიდემია ვერ დამთავრდება. ჩატარდა სულ 37 590 აცრა ქვეყანაში , აქედან 21 589 აცრილია "ასტრაზენეკათი“ და დანარჩენი "ფაიზერით“, "ფაიზერის მეორე დოზით, ანუ სრულად აცრილია ქვეყანაში 2 254 ადამიანი. ხაზს ვუსვამ , რომ ჩვენ ყოველდღიურად გვჭირდება სულ მცირე 3000 აცრა აპრილ-მაისში და შემდგომ ეს მაჩვენებელი უფრო უნდა გაიზარდოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, შექმნილი ეპიდემიულოგიური ვითარებიდან გამომდინარე ხვალ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ყველანაირ პრევენციულ ღონისძიებაზე იმსჯელებენ.

"არ გვინდა, რომ რაიმე შეზღუდვა დაემატოს, დავიცვათ წესები, რეკომენდაციები და დისციპლინა - არ გვინდა, რომ დამატებითი შეზღუდვები იყოს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

რომელი ვაქცინით აცრა სურს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას და სულ რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა ვებ-გვერდზე?

დღეიდან ამინდი უარესდება - რა ინფორმაციას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო?

რამდენიმე წარუმატებელი ბიზნესი და ღვინის მონოპოლია რუსეთში - ვინ არის კლიმენტი კეკუტია და რა ინფორმაცია იძებნება მასზე?