ავტორი:

ნიკა მელია აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების თავდებობაზე თანახმაა

ნიკა მელია აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების თავდებობაზე თანახმაა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ის ევროპარლამენტარების თავდებობაზე თანახმაა. ამის შესახებ მან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან "მთავარ არხთან" ისაუბრა.

"ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია ევროპარლამენტარების თავდებობა და არის ეს ჩემთვის კომიკური, როცა ვისმენ "ქართული ოცნების" კომენტარებს, რომ ეს შეთანხმებაში არ არისო გათვალისწინებულიო. მაპატიეთ და შეთანხმებაში ის არის გათვალისწინებული, რომ გამოსასყიდი უნდა ჩამრიცხვოდა? აბა წაიკითხონ კარგად, შეთანხმებაში ეს არ წერია.

მერწმუნეთ, კრიზისი მნიშვნელოვნად გაღრმავდება ქვეყანაში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, თუკი ამნისტიის კანონი თუნდაც ერთ მოძალადე პოლიციელზე გავრცელდება, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული", - ამბობს ნიკა მელია.

"სიტყვა "გიჟური" კარგად მეტყველებს სააკაშვილის ფსიქიკურ განწყობაზე" - სოზარ სუბარი

"ნიკა მელია რაღაც ცოტნე დადიანობას თამაშობდა. ვგულშემატკივრობ, ამას მხოლოდ მეგრული სოლიდარობა არ მალაპარაკებს" - ირაკლი ზარქუა

"საქართველოში ხელისუფლება წელს ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება, გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს" - მიხეილ სააკაშვილი