მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დადიანების საზაფხულო რეზიდენციასთან - სასულიერო პირების ნაწილი მეუფე სტეფანეს ტაძარში შესვლის საშუალებას არ აძლევდა
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დადიანების საზაფხულო რეზიდენციასთან - სასულიერო პირების ნაწილი მეუფე სტეფანეს ტაძარში შესვლის საშუალებას არ აძლევდა

მარ­ტვილ­ში, სო­ფელ სალ­ხი­ნო­ში, და­დი­ა­ნე­ბის სა­ზა­ფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, ღვთის­მშობ­ლის შო­ბის ტაძ­რის ეზო­ში სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა იყო.

სი­ტუ­ა­ცია მე­უ­ფე სტე­ფა­ნე­სა და დას­ჯი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მხარ­დამ­ჭე­რებს შო­რის მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც სალ­ხი­ნოს ღვთის­მშობ­ლის შო­ბის ტა­ძა­რის ეზო­ში ბიზ­ნეს­მე­ნი კლი­მენ­ტი კე­კუ­ტია გა­მოჩ­ნდა.

და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე კე­კუ­ტი­ას მო­სახ­ლე­ო­ბის მი­წე­ბის მით­ვი­სე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. სწო­რედ მას უკავ­ში­რე­ბენ ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში და­პი­რის­პი­რე­ბას.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი.

დი­ლი­დან ღვთის­მშობ­ლის შო­ბის ტა­ძარ­ში, სა­დაც ბზო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წირ­ვა-ლოც­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მრევ­ლი სხვა­დას­ხვა ეპარ­ქი­ე­ბი­დან ჩა­ვი­და. მათ თან აქვთ პატ­რი­არ­ქის მხარ­დამ­ჭე­რი ტრანსფა­რან­ტე­ბი.

"ჯერ მცი­რე ნა­წი­ლია მხო­ლოდ კი­დევ მო­დის მრევ­ლი. ჩვენ გვინ­და რომ გა­მოვ­ხა­ტოთ ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქი­სად­მი, ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი და ჩვენს ძმებს მო­ვუ­წო­დებ, რომ ერ­თად დავ­დგეთ. ჩვენს ძმებს მო­ვუ­წო­დოთ, ერ­თად ვა­შე­ნოთ ჩვე­ნი ეკ­ლე­სია. იმი­ტომ რომ წე­რია, რაც მტრო­ბას და­უნ­გრე­ვია სიყ­ვა­რულს უშე­ნე­ბია", - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნოზ­მა ილი­ამ.

მარ­ტვილ­ში, სო­ფელ სალ­ხი­ნოს ღვთის­მშობ­ლის შო­ბის ტაძ­რის შე­სას­ვლელ­თან კი­დევ ერთი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ნა­წი­ლი მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს ტა­ძარ­ში შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და.

მე­უ­ფე სტე­ფა­ნე ტა­ძარ­ში პო­ლი­ცი­ის დახ­მა­რე­ბით შე­ვი­და.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

"რაც ერი ის ბერი!!!

ლაურა
0

დიდი ქველმოქმედი არქიფო სეთური შესანიშნავად ასრულებს დირექტივებს და ქვეყანაში ერი და ბერი ერთმანეთს გადაკიდა.ქვეყანაში მიმდინარეობს სულიერი და მატერიალური დეგრადაცია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დადიანების საზაფხულო რეზიდენციასთან - სასულიერო პირების ნაწილი მეუფე სტეფანეს ტაძარში შესვლის საშუალებას არ აძლევდა

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დადიანების საზაფხულო რეზიდენციასთან - სასულიერო პირების ნაწილი მეუფე სტეფანეს ტაძარში შესვლის საშუალებას არ აძლევდა

მარტვილში, სოფელ სალხინოში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში, ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.

სიტუაცია მეუფე სტეფანესა და დასჯილი სასულიერო პირების მხარდამჭერებს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძარის ეზოში ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა.

დაპირისპირებული მხარე კეკუტიას მოსახლეობის მიწების მითვისებაში ადანაშაულებდა. სწორედ მას უკავშირებენ ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებას.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

დილიდან ღვთისმშობლის შობის ტაძარში, სადაც ბზობასთან დაკავშირებული წირვა-ლოცვა მიმდინარეობს, მრევლი სხვადასხვა ეპარქიებიდან ჩავიდა. მათ თან აქვთ პატრიარქის მხარდამჭერი ტრანსფარანტები.

"ჯერ მცირე ნაწილია მხოლოდ კიდევ მოდის მრევლი. ჩვენ გვინდა რომ გამოვხატოთ ჩვენი პატრიარქისადმი, ჩვენი ეკლესიისადმი სიყვარული და ჩვენს ძმებს მოვუწოდებ, რომ ერთად დავდგეთ. ჩვენს ძმებს მოვუწოდოთ, ერთად ვაშენოთ ჩვენი ეკლესია. იმიტომ რომ წერია, რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია", - განაცხადა დეკანოზმა ილიამ.

მარტვილში, სოფელ სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის შესასვლელთან კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. სასულიერო პირების ნაწილი მეუფე სტეფანეს ტაძარში შესვლის საშუალებას არ აძლევდა.

მეუფე სტეფანე ტაძარში პოლიციის დახმარებით შევიდა.