ავტორი:

ზუგდიდში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან დიდი ოდენობით ფული მოიპარა

ზუგდიდში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან დიდი ოდენობით ფული მოიპარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1964 წელს დაბადებული ბ.ხ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

"ზუგდიდში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან დიდი ოდენობით ფული მოიპარა„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ხ.-მ ქალაქ ზუგდიდში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან დიდი ოდენობით ფული მოიპარა და მიიმალა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული რამდენიმე საათში, ქალაქ ზუგდიდში დააკავა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს მოპარული ფული.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 3-⁠დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზუგდიდის სასამართლომ არასრულწლოვნის სექსუალური შევიწროებისათვის პირს 600 ლარიანი ჯარიმა დაუწერა

"ერთი გოგო გონების დაკარგვამდე უცემია, მეორე ყელში დაუჭრია, გაგიჟებული ვარ" - ანი სუბელიანის ინფორმაციით, კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს თავს დაესხნენ

"ნიკა მელიას ტემპერატურის მატება არ აღენიშნება, მან ტესტის ჩატარებაზე უარი თქვა" - რა განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური?