საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ გადადგომის მიღმა რაღაც სხვა უნდა იმალებოდეს...  არანაირი საფუძველი არ იყო, რომ არჩილ თალაკვაძე გადამდგარიყო" - პოლიტოლოგი
"ამ გადადგომის მიღმა რაღაც სხვა უნდა იმალებოდეს...  არანაირი საფუძველი არ იყო, რომ არჩილ თალაკვაძე გადამდგარიყო" - პოლიტოლოგი

პო­ლი­ტო­ლოგ ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის შე­ფა­სე­ბით, არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი და წი­ნა­პი­რო­ბე­ბი იმის­თვის, რომ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე გა­დამ­დგა­რი­ყო, არ არ­სე­ბობ­და. რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, უფრო ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბო­და, რომ პრო­ცე­სი გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა იმ პო­ლი­ტი­კოსს, რო­მელ­მაც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია, ამი­ტომ გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე მუ­შა­ო­ბა ვინ­მე ნე­იტ­რა­ლურ­მა უნდა გა­აგ­რძე­ლოს, გა­უ­გე­ბა­რია.

"ჩემ­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ეს გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის­გან, მით უმე­ტეს, გა­დად­გო­მა, იმი­ტომ, რომ არა­ნა­ი­რი წი­ნა­პი­რო­ბა, რომ ეს ნა­ბი­ჯი ყო­ფი­ლი­ყო გა­დად­გმუ­ლი, არ იქ­მნე­ბო­და. წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი რომ ყო­ფი­ლი­ყო და გა­დამ­დგა­რი­ყო, მა­შინ გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და და თუ ვინ­მეს წვლი­ლი მი­უ­ძღვის ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, მათ შო­რის არის არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძეც, ამი­ტომ, რა­ღაც მთლად ლო­გი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა, ჩემი აზ­რით, არ არის. არ ყო­ფი­ლა ის ცუდი სპი­კე­რი, ამას შე­იძ­ლე­ბა ხაზი გა­ვუს­ვათ, ამი­ტომ, ვფიქ­რობ, რომ ამ გა­დად­გო­მის მიღ­მა უფრო რა­ღაც სხვა უნდა იმა­ლე­ბო­დეს, ვიდ­რე ის, რომ მან თა­ვი­სი მი­სია შე­ას­რუ­ლა და ახლა ვი­ღაც უფრო ნე­იტ­რა­ლურ­მა უნდა გა­აგ­რძე­ლოს ეს პრო­ცე­სი. მე მგო­ნია, რომ, პი­რი­ქით, პრო­ცე­სი მას უნდა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა, ვინც წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს. ამ­ჟა­მად რა შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო გა­დად­გო­მის მი­ზე­ზი, ვერ ვხვდე­ბი, მაგ­რამ, ალ­ბათ, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, შე­საძ­ლოა, უფრო რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი გა­მოჩ­ნდეს თუ რა­ტომ გა­დად­გა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე“, - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა სა­ზი­ა­ნოდ და სა­კუ­თარ მარ­ცხად რომ ჩა­ეთ­ვა­ლა, არა მხო­ლოდ არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე, არა­მედ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეც უნდა გა­დამ­დგა­რი­ყო, რად­გან სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის რან­გში სწო­რედ კო­ბა­ხი­ძემ მი­ი­ღო.

„მარ­ცხად თუ აღი­ა­რა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ეს შე­თან­ხმე­ბა, მა­შინ უნდა ვე­ლო­დოთ, რომ გა­დად­გე­ბა არა მარ­ტო თა­ლაკ­ვა­ძე, არა­მედ კო­ბა­ხი­ძეც, იმი­ტომ, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ბო­ლო­ოდ თა­ლაკ­ვა­ძე კი არა, კო­ბა­ხი­ძე იღებს - „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სტრუქ­ტუ­რა ასე­თია, რომ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ამი­ტომ თუ „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს შე­თან­ხმე­ბა მათ­თვის წამ­გე­ბი­ა­ნია, მა­შინ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა მო­დის კო­ბა­ხი­ძე­ზე და არა თა­ლაკ­ვა­ძე­ზე. თუ ამ გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებს კო­ბა­ხი­ძე, მა­შინ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ჩათ­ვა­ლა, რომ ეს არის მარ­ცხი“, - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბამ" სპი­კე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე კახა კუ­ჭა­ვას კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა, თა­ვად არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე კი ვიცე-სპი­კე­რის პოსტზე გა­და­ი­ნაც­ვლებს. რო­გორც თა­ლაკ­ვა­ძემ გან­მარ­ტა, პარ­ლა­მენ­ტში შემ­დგო­მი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის სწო­რად წარ­მარ­თვის­თვის მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სპი­კე­რის პოს­ტი და­ი­კა­ვოს ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბას უფრო ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ზი­ცი­ი­დან გა­უ­ძღვე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
www
32

გარბიან მეთქი ვიძახი და არ გჯერათ, ომი იწყება ომი. ერიდებან და გარბიან.

ვახო
4

რა ხიტრია ეს ძაბირაძე,რაღაც სხვა იმალებაო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ამ გადადგომის მიღმა რაღაც სხვა უნდა იმალებოდეს...  არანაირი საფუძველი არ იყო, რომ არჩილ თალაკვაძე გადამდგარიყო" - პოლიტოლოგი

"ამ გადადგომის მიღმა რაღაც სხვა უნდა იმალებოდეს...  არანაირი საფუძველი არ იყო, რომ არჩილ თალაკვაძე გადამდგარიყო" - პოლიტოლოგი

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, არანაირი საფუძველი და წინაპირობები იმისთვის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გადამდგარიყო, არ არსებობდა. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, უფრო ლოგიკური იქნებოდა, რომ პროცესი გაეგრძელებინა იმ პოლიტიკოსს, რომელმაც მოლაპარაკებების პროცესში წარმატებას მიაღწია, ამიტომ განცხადება იმის შესახებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობა ვინმე ნეიტრალურმა უნდა გააგრძელოს, გაუგებარია.

"ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარისგან, მით უმეტეს, გადადგომა, იმიტომ, რომ არანაირი წინაპირობა, რომ ეს ნაბიჯი ყოფილიყო გადადგმული, არ იქმნებოდა. წარუმატებელი მოლაპარაკებები რომ ყოფილიყო და გადამდგარიყო, მაშინ გასაგებია, მაგრამ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და თუ ვინმეს წვლილი მიუძღვის ამ მოლაპარაკებებში, მათ შორის არის არჩილ თალაკვაძეც, ამიტომ, რაღაც მთლად ლოგიკური განცხადება, ჩემი აზრით, არ არის. არ ყოფილა ის ცუდი სპიკერი, ამას შეიძლება ხაზი გავუსვათ, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ გადადგომის მიღმა უფრო რაღაც სხვა უნდა იმალებოდეს, ვიდრე ის, რომ მან თავისი მისია შეასრულა და ახლა ვიღაც უფრო ნეიტრალურმა უნდა გააგრძელოს ეს პროცესი. მე მგონია, რომ, პირიქით, პროცესი მას უნდა გაეგრძელებინა, ვინც წარმატებას მიაღწია ამ მოლაპარაკებების დროს. ამჟამად რა შეიძლება ყოფილიყო გადადგომის მიზეზი, ვერ ვხვდები, მაგრამ, ალბათ, გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა, უფრო რეალური მიზეზი გამოჩნდეს თუ რატომ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისი განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ მიღწეული შეთანხმება საზიანოდ და საკუთარ მარცხად რომ ჩაეთვალა, არა მხოლოდ არჩილ თალაკვაძე, არამედ ირაკლი კობახიძეც უნდა გადამდგარიყო, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარის რანგში სწორედ კობახიძემ მიიღო.

„მარცხად თუ აღიარა „ქართულმა ოცნებამ“ ეს შეთანხმება, მაშინ უნდა ველოდოთ, რომ გადადგება არა მარტო თალაკვაძე, არამედ კობახიძეც, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებას საბოლოოდ თალაკვაძე კი არა, კობახიძე იღებს - „ქართული ოცნების“ სტრუქტურა ასეთია, რომ პარტიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას. ამიტომ თუ „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ეს შეთანხმება მათთვის წამგებიანია, მაშინ პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა მოდის კობახიძეზე და არა თალაკვაძეზე. თუ ამ განცხადებას გააკეთებს კობახიძე, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ ეს არის მარცხი“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა. "ქართული ოცნებამ" სპიკერის პოზიციაზე კახა კუჭავას კანდიდატურა წარადგინა, თავად არჩილ თალაკვაძე კი ვიცე-სპიკერის პოსტზე გადაინაცვლებს. როგორც თალაკვაძემ განმარტა, პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებული იქნება სპიკერის პოსტი დაიკავოს ადამიანმა, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება.

"ყველა შენ გეტრფის ჩემო თბილისო, ქვეყანას შენი ნახვა სწყურია" - ასეთი თბილისი უნდა იყოს" - რატომ გადაწყვიტა მერობის არჩევნებში მონაწილეობა რამიშვილმა?

მიხეილ რამიშვილი თბილისის მერობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

"ხვალიდან ოპოზიციის ნაწილი შემოვა... ადუღდება პარლამენტი, თუ თავმჯდომარე იქნება ნეიტრალური ადამიანი, საქმისთვის კარგია" - ელისაშვილი