საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასე თუ გაგრძელდა, წავალ მეურნეობაში და დაგიტოვებთ შოუ-ბიზნესს..." - რა გეგმები აქვს "მამულიჩას" მშობლიურ ოდასთან დაკავშირებით?
"ასე თუ გაგრძელდა, წავალ მეურნეობაში და დაგიტოვებთ შოუ-ბიზნესს..." - რა გეგმები აქვს "მამულიჩას" მშობლიურ ოდასთან დაკავშირებით?

"ოზურ­გე­თი, სო­ფე­ლი კვი­რი­კე­თი, ჩემი სო­ფე­ლი. 30 წელი არ ვყო­ფილ­ვარ, ხოდა, ვბრუნ­დე­ბი" - ამ წარ­წე­რით და­ა­სა­თა­უ­რა პრო­დი­უ­სერ­მა კახა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა, მა­მუ­ლი­ჩამ ფოტო, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ თა­ვის სო­ფელ­ში გა­და­ი­ღო და სა­კუ­თარ ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე გა­ნა­თავ­სა. ფო­ტო­ზე ულა­მა­ზე­სი გუ­რუ­ლი ოდაა აღ­ბეჭ­დი­ლი და ამ­წვა­ნე­ბუ­ლი, ლა­მა­ზი ეზო. რას აპი­რებს მა­მუ­ლი­ჩა თა­ვის სო­ფელ­ში და რა­ტომ არ ყო­ფი­ლა იქ 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამა­ზე AMBEBI.GE-ს თა­ვად უამ­ბობს.

- ეს არის ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი კვი­რი­კე­თი. დე­და­ჩე­მის სო­ფე­ლი. მე ხომ ქარ­თლე­ლი ვარ, მაგ­რამ ქარ­თლში არა­ფე­რი გვაქვს. ამი­ტომ, მთე­ლი ჩემი ბავ­შვო­ბა კვი­რი­კეთ­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. ბე­ბია და ბა­ბუა ცო­ცხლე­ბი რომ იყ­ვნენ, მე და ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი სულ მათ­თან ჩავ­დი­ო­დით. კარ­გი სა­მე­გობ­რო, სა­მე­ზობ­ლო გვყავ­და. სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი გვაქვს იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი. მერე ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბა რომ და­ი­წყო, 90-იან წლებ­ში, თა­ვის­თა­ვად მოხ­და, გავ­წყვი­ტეთ სო­ფელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, თით­ქოს ჩა­მოვ­შორ­დით იქა­უ­რო­ბას. რა­ტომ - ეს დღემ­დე ვერ ამოვხსე­ნი. ალ­ბათ ბე­ბია-ბა­ბუ­აც რომ გარ­და­იც­ვალ­ნენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მა­შინ და­ვას­რუ­ლეთ იქა­უ­რო­ბას­თან კონ­ტაქ­ტი.

ჩვე­ნი სახ­ლის გვერ­დით ცხოვ­რო­ბენ ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი - ცი­ბა­ძე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს კარ-მი­და­მოს უვ­ლი­ან. სახ­ლს რომ შე­ხე­დავ, გა­გი­ხარ­დე­ბა და მო­გე­წო­ნე­ბა, ისე­თია, მაგ­რამ ძვე­ლია და ხე­ლის კარ­გი შევ­ლე­ბა უნდა. შიგ­ნით წლე­ბია, არა­ვის უცხოვ­რია. ეზოს წინა და უკა­ნა ნა­წილს, რო­გორც გი­თხა­რით, ნა­თე­სა­ვე­ბი უვ­ლიდ­ნენ.

- ფარ­თო­ბი დი­დია?

- წე­სით, 5000 კვმ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, სა­ბუ­თე­ბი ცოტა არე­უ­ლია, მა­გის მოგ­ვა­რე­ბის თავი არა­ვის ჰქონ­და. მი­წის ნა­წი­ლი 1500 კვ.მ ბი­ძა­ჩემ­ზე დაგ­ვხვდა გა­ფორ­მე­ბუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი - მომ­ვლე­ლებ­ზე. მოკ­ლედ, ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად გა­ვას­წო­რებთ ამ სა­ბუ­თებს... სახ­ლის დან­გრე­ვა და ახ­ლის აშე­ნე­ბა დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ, არ­ქი­ტექ­ტო­რი უნდა ჩა­ვიყ­ვა­ნოთ, რომ არ­სე­ბუ­ლი­დან მოხ­დეს შე­ნო­ბის გა­ახ­ლე­ბა-გა­მაგ­რე­ბა-რეს­ტავ­რა­ცია. გვინ­და, რომ ზა­ფხულ­ში ჩა­ვი­დეთ ხოლ­მე და დავ­რჩეთ. ისე, რო­გორც ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ხდე­ბო­და, მთე­ლი ჩემი სა­ნა­თე­საო, ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი ხომ ვამ­ბობ, იქ გა­ვი­ზარ­დეთ. რე­ა­ლუ­რად გვაქვს ად­გი­ლი და ვერ ვი­ყე­ნებთ.

- რო­გორ იყო იქა­უ­რო­ბა 30 წლის შემ­დეგ...

- ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ სახ­ლში პირ­ვე­ლად რომ შე­ვე­დი, გული კი­ნა­ღამ მო­მიკ­ვდა... ყვე­ლა­ფე­რი გა­მახ­სენ­და, რაც წარ­სულ­ში ყო­ფი­ლა... სახლზე სა­ერ­თოდ არ არის ხელი მო­კი­დე­ბუ­ლი. არა­და, ხომ იცით, რო­გორ არის, როცა არ ცხოვ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი მიშ­ვე­ბუ­ლია უკვე... ახლა სა­ი­დან უნდა და­ი­წყოს იქ საქ­მე, მე არ ვიცი, ამი­ტომ, რო­გორც გი­თხა­რით, სპე­ცი­ა­ლის­ტი უნდა მი­ვიყ­ვა­ნოთ და უნდა სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გა­კეთ­დეს, ბევ­რი რამ გა­მო­იც­ვა­ლოს.

- დიდი სო­ფე­ლია?

- ოზურ­გეთ­ზეა მიბ­მუ­ლი, იქ­ვეა... ეს ფოტო რომ დავ­დე, ბევ­რი გუ­რუ­ლი გა­მო­მეხ­მა­უ­რა, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც იქვე სოფ­ლებ­ში სახ­ლე­ბი ჰქო­ნი­ათ, კვი­რი­კეთ­ში კი ჩემს 2 უმ­ცროს ამ­ხა­ნაგს აქვს სახ­ლი. გა­მი­ხარ­და... მოკ­ლედ, მგო­ნი, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე... ჯერ ერთი, რა­ტომ უნდა დავ­კარ­გოთ?! ახლა მთა­ვა­რია, ჩა­ვი­დეთ, მო­ვა­წეს­რი­გოთ სა­ბუ­თე­ბი და მერე უკვე სახ­ლიც. გა­სა­ყო­ფი არა­ვის­თან არა­ფე­რი გვაქვს. სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბაა, იქვე ჩა­მო­დის მდი­ნა­რე ბჟუ­ჟი. გვერ­დი­თაა სოფ­ლე­ბი - შე­მოქ­მე­დი და ლი­ხა­უ­რი. მოკ­ლედ, კარ­გი ად­გი­ლია.

- ხომ არ აპი­რებთ, რომ მე­ურ­ნე­ო­ბა­საც მიჰ­ყოთ ხელი?

- ვნა­ხოთ, ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია. დიდი ეზოა და ადრე თხი­ლი იყო გა­შე­ნე­ბუ­ლი. კა­რა­ლი­ო­კის ხე­ე­ბი ხა­რობ­და. მე და ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი ვი­ყა­ვით და კა­რა­ლი­ო­კის ხე რომ და­ი­ნა­ხა, - ბიჭო, ეს ხე რამ­ხე­ლა მახ­სოვ­და და რა პა­ტა­რა ყო­ფი­ლაო? ჩვენ ვი­ყა­ვით პა­ტა­რა-მეთ­ქი. და­ვი­ხო­ცეთ სი­ცი­ლით. მერე მე­ზობ­ლე­ბიც გა­მო­ვიდ­ნენ, გვიც­ნეს, მო­ვი­კი­თხეთ ერ­თმა­ნე­თი. ერ­თმა გუ­რუ­ლი ინ­ტო­ნა­ცი­ით მი­თხრა - ძა­ლი­ან ნა­წყე­ნი ვარ ამ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ზეო. რა­ტომ-მეთ­ქი? რა უბე­დუ­რე­ბაა, ეს მა­მუ­ლი­ჩა? შენი გვა­რის გა­მო­ცხა­დე­ბა ეზა­რე­ბათ თუ რაია? მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ხარ, ფან­ტას­ტი­კუ­რი გვა­რი გაქვს, მა­მუ­ლი­ჩად რა­ტომ გა­ცხა­დე­ბე­ნო?! - კარ­გად გვა­ხა­ლი­სეს.

- სა­მე­ურ­ნეო მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­ი­მე გა­მოც­დი­ლე­ბა არ გაქვთ?

- არა, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ ჩა­ვერ­თე ამე­რი­კუ­ლი სი­მინ­დის გა­შე­ნე­ბის პრო­ექ­ტში და იმის მერე ცხოვ­რე­ბა­ში ამ საქ­მეს არ გავ­კა­რე­ბი­ვარ. ამას ხელი რომ მოჰ­კი­დო, უნდა იცო­დე, მაგ­რამ შოუ-ბიზ­ნეს­ში ბოლო დროს არა­ფე­რი ხდე­ბა, ასე თუ გაგ­რძელ­და, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში მო­მი­წევს გა­და­ნაც­ვლე­ბა. წა­ვალ მე­ურ­ნე­ო­ბა­ში და და­გი­ტო­ვებთ შოუ-ბიზ­ნესს...

- 30-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ არ ნა­ნობთ, რომ აქამ­დე ერთხე­ლაც ვერ მო­ა­ხერ­ხეთ იქ ჩას­ვლა?

- ვნა­ნობ, ამ­დე­ნი ხანი და­დი­ხარ აქეთ-იქით. არა­და, ოჯა­ხა­შე­ნე­ბუ­ლო, სახ­ლი გაქვს, კარი, ჩადი, რა. მაგ­რამ სჯობს გვი­ან, ვიდ­რე არას­დრო­სო...

- ისე, ხეც არ და­გირ­გავთ?

- რო­გორ არა - ბორ­ჯომ­ში ტყე რომ და­იწ­ვა, ჩვე­ნი ოჯა­ხი ჩა­ვე­დით და ხე­ე­ბი დავრგეთ. არა­ერთ ხის დარ­გვის აქ­ცი­ა­ში მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ქარ­თლში არა­ფე­რი გაქვთ...

- ჰო, ასე მოხ­და... ერ­თა­დერ­თი ბავ­შვო­ბა­ში სო­ფელ კარ­სან­ში დავ­დი­ო­დი, მცხე­თის რა­ი­ონ­ში, თბი­ლის­თან ახ­ლო­საა. კარ­გი სო­ფე­ლია. იქ ბა­ბუა სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვა­რი ექი­მი იყო და რო­გორც მთა­ვარ ექიმს, რა­ღაც სახ­ლი ჰქონ­და დათ­მო­ბი­ლი, სა­დაც ვსტუმ­რობ­დით. ოღონდ, ჩვე­ნი იქ არა­ფე­რი ყო­ფი­ლა...

- რას ეტყვით ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ასე მი­ტო­ვე­ბუ­ლი აქვს სო­ფელ­ში სახ­ლე­ბი?

- ვი­საც გაქვთ სო­ფე­ლი, ნუ მი­ა­ტო­ვებთ, და­უბ­რუნ­დით და მი­ხე­დეთ. ახლა გან­სა­კუთ­რე­ბით ეგ დროა, რომ ყვე­ლა უნდა მი­ვუბ­რუნ­დეთ მა­მუ­ლებს, მივ­ხე­დოთ. ვიცი, ბევ­რს აქვს მიწა, სახ­ლი და სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით ვერ ჩა­დი­ან, ესეც გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ მო­ვინ­დო­მოთ. ამა­ზე უკე­თე­სი არა­ფე­რია და არც შე­იძ­ლე­ბა იყოს...

ავტორი:

"ასე თუ გაგრძელდა, წავალ მეურნეობაში და დაგიტოვებთ შოუ-ბიზნესს..." - რა გეგმები აქვს "მამულიჩას" მშობლიურ ოდასთან დაკავშირებით?

"ასე თუ გაგრძელდა, წავალ მეურნეობაში და დაგიტოვებთ შოუ-ბიზნესს..." - რა გეგმები აქვს "მამულიჩას" მშობლიურ ოდასთან დაკავშირებით?

"ოზურგეთი, სოფელი კვირიკეთი, ჩემი სოფელი. 30 წელი არ ვყოფილვარ, ხოდა, ვბრუნდები" - ამ წარწერით დაასათაურა პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა, მამულიჩამ ფოტო, რომელიც ცოტა ხნის წინ თავის სოფელში გადაიღო და საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე განათავსა. ფოტოზე ულამაზესი გურული ოდაა აღბეჭდილი და ამწვანებული, ლამაზი ეზო. რას აპირებს მამულიჩა თავის სოფელში და რატომ არ ყოფილა იქ 30 წლის განმავლობაში, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად უამბობს.

- ეს არის ოზურგეთის რაიონის სოფელი კვირიკეთი. დედაჩემის სოფელი. მე ხომ ქართლელი ვარ, მაგრამ ქართლში არაფერი გვაქვს. ამიტომ, მთელი ჩემი ბავშვობა კვირიკეთში მაქვს გატარებული. ბებია და ბაბუა ცოცხლები რომ იყვნენ, მე და ჩემი ბიძაშვილები სულ მათთან ჩავდიოდით. კარგი სამეგობრო, სამეზობლო გვყავდა. საუკეთესო წლები გვაქვს იქ გატარებული. მერე ქვეყანაში არეულობა რომ დაიწყო, 90-იან წლებში, თავისთავად მოხდა, გავწყვიტეთ სოფელთან ურთიერთობა, თითქოს ჩამოვშორდით იქაურობას. რატომ - ეს დღემდე ვერ ამოვხსენი. ალბათ ბებია-ბაბუაც რომ გარდაიცვალნენ, ფაქტობრივად, მაშინ დავასრულეთ იქაურობასთან კონტაქტი.

ჩვენი სახლის გვერდით ცხოვრობენ ჩვენი ნათესავები - ციბაძეები, რომლებიც ჩვენს კარ-მიდამოს უვლიან. სახლს რომ შეხედავ, გაგიხარდება და მოგეწონება, ისეთია, მაგრამ ძველია და ხელის კარგი შევლება უნდა. შიგნით წლებია, არავის უცხოვრია. ეზოს წინა და უკანა ნაწილს, როგორც გითხარით, ნათესავები უვლიდნენ.

- ფართობი დიდია?

- წესით, 5000 კვმ უნდა ყოფილიყო, საბუთები ცოტა არეულია, მაგის მოგვარების თავი არავის ჰქონდა. მიწის ნაწილი 1500 კვ.მ ბიძაჩემზე დაგვხვდა გაფორმებული, დანარჩენი ნაწილი - მომვლელებზე. მოკლედ, ნათესავებთან ერთად გავასწორებთ ამ საბუთებს... სახლის დანგრევა და ახლის აშენება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ, არქიტექტორი უნდა ჩავიყვანოთ, რომ არსებულიდან მოხდეს შენობის გაახლება-გამაგრება-რესტავრაცია. გვინდა, რომ ზაფხულში ჩავიდეთ ხოლმე და დავრჩეთ. ისე, როგორც ჩემს ბავშვობაში ხდებოდა, მთელი ჩემი სანათესაო, ბიძაშვილები ხომ ვამბობ, იქ გავიზარდეთ. რეალურად გვაქვს ადგილი და ვერ ვიყენებთ.

- როგორ იყო იქაურობა 30 წლის შემდეგ...

- ამდენი წლის შემდეგ სახლში პირველად რომ შევედი, გული კინაღამ მომიკვდა... ყველაფერი გამახსენდა, რაც წარსულში ყოფილა... სახლზე საერთოდ არ არის ხელი მოკიდებული. არადა, ხომ იცით, როგორ არის, როცა არ ცხოვრობ, ყველაფერი მიშვებულია უკვე... ახლა საიდან უნდა დაიწყოს იქ საქმე, მე არ ვიცი, ამიტომ, როგორც გითხარით, სპეციალისტი უნდა მივიყვანოთ და უნდა საფუძვლიანად გაკეთდეს, ბევრი რამ გამოიცვალოს.

- დიდი სოფელია?

- ოზურგეთზეა მიბმული, იქვეა... ეს ფოტო რომ დავდე, ბევრი გურული გამომეხმაურა, ადამიანები, რომლებსაც იქვე სოფლებში სახლები ჰქონიათ, კვირიკეთში კი ჩემს 2 უმცროს ამხანაგს აქვს სახლი. გამიხარდა... მოკლედ, მგონი, სწორი გადაწყვეტილება მივიღე... ჯერ ერთი, რატომ უნდა დავკარგოთ?! ახლა მთავარია, ჩავიდეთ, მოვაწესრიგოთ საბუთები და მერე უკვე სახლიც. გასაყოფი არავისთან არაფერი გვაქვს. საოცარი ბუნებაა, იქვე ჩამოდის მდინარე ბჟუჟი. გვერდითაა სოფლები - შემოქმედი და ლიხაური. მოკლედ, კარგი ადგილია.

- ხომ არ აპირებთ, რომ მეურნეობასაც მიჰყოთ ხელი?

- ვნახოთ, ყველაფერი შესაძლებელია. დიდი ეზოა და ადრე თხილი იყო გაშენებული. კარალიოკის ხეები ხარობდა. მე და ჩემი ბიძაშვილი ვიყავით და კარალიოკის ხე რომ დაინახა, - ბიჭო, ეს ხე რამხელა მახსოვდა და რა პატარა ყოფილაო? ჩვენ ვიყავით პატარა-მეთქი. დავიხოცეთ სიცილით. მერე მეზობლებიც გამოვიდნენ, გვიცნეს, მოვიკითხეთ ერთმანეთი. ერთმა გურული ინტონაციით მითხრა - ძალიან ნაწყენი ვარ ამ ტელევიზიებზეო. რატომ-მეთქი? რა უბედურებაა, ეს მამულიჩა? შენი გვარის გამოცხადება ეზარებათ თუ რაია? მამულაშვილი ხარ, ფანტასტიკური გვარი გაქვს, მამულიჩად რატომ გაცხადებენო?! - კარგად გვახალისეს.

- სამეურნეო მიმართულებით რაიმე გამოცდილება არ გაქვთ?

- არა, ჩემს ცხოვრებაში ერთხელ ჩავერთე ამერიკული სიმინდის გაშენების პროექტში და იმის მერე ცხოვრებაში ამ საქმეს არ გავკარებივარ. ამას ხელი რომ მოჰკიდო, უნდა იცოდე, მაგრამ შოუ-ბიზნესში ბოლო დროს არაფერი ხდება, ასე თუ გაგრძელდა, სოფლის მეურნეობაში მომიწევს გადანაცვლება. წავალ მეურნეობაში და დაგიტოვებთ შოუ-ბიზნესს...

- 30-წლიანი პაუზის შემდეგ არ ნანობთ, რომ აქამდე ერთხელაც ვერ მოახერხეთ იქ ჩასვლა?

- ვნანობ, ამდენი ხანი დადიხარ აქეთ-იქით. არადა, ოჯახაშენებულო, სახლი გაქვს, კარი, ჩადი, რა. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო...

- ისე, ხეც არ დაგირგავთ?

- როგორ არა - ბორჯომში ტყე რომ დაიწვა, ჩვენი ოჯახი ჩავედით და ხეები დავრგეთ. არაერთ ხის დარგვის აქციაში მიმიღია მონაწილეობა, რაც ძალიან სასიამოვნო პროცესია.

- საინტერესოა, რომ ქართლში არაფერი გაქვთ...

- ჰო, ასე მოხდა... ერთადერთი ბავშვობაში სოფელ კარსანში დავდიოდი, მცხეთის რაიონში, თბილისთან ახლოსაა. კარგი სოფელია. იქ ბაბუა საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო და როგორც მთავარ ექიმს, რაღაც სახლი ჰქონდა დათმობილი, სადაც ვსტუმრობდით. ოღონდ, ჩვენი იქ არაფერი ყოფილა...

- რას ეტყვით ადამიანებს, ვისაც ასე მიტოვებული აქვს სოფელში სახლები?

- ვისაც გაქვთ სოფელი, ნუ მიატოვებთ, დაუბრუნდით და მიხედეთ. ახლა განსაკუთრებით ეგ დროა, რომ ყველა უნდა მივუბრუნდეთ მამულებს, მივხედოთ. ვიცი, ბევრს აქვს მიწა, სახლი და სხვადასხვა მიზეზით ვერ ჩადიან, ესეც გასაგებია, მაგრამ მოვინდომოთ. ამაზე უკეთესი არაფერია და არც შეიძლება იყოს...

"მე წირვას ვატარებ, გამომძიებელი არ ვარ... როცა ვინმე ამბობს, რომ სისხლისღვრა იქნება, ეს გამოსაძიებელია" - მეუფე სტეფანე

ცვლილებები მთავრობის განკარგულებაში - რომელი ქვეყნიდან შემოსული პირები გაივლიან 14-დღიან კარანტინს?

"ციხის მიმართულებით ფეხით გავიდნენ, თუმცა უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხეს" - მაშველებმა უცხოელ მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"