მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ხდება, რომ ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმის კიდევ ერთმა ფიგურანტმა,  ერთი თვის წინ, თავი მოიკლა - რა განაცხადა პროკურორმა?
ცნობილი ხდება, რომ ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმის კიდევ ერთმა ფიგურანტმა,  ერთი თვის წინ, თავი მოიკლა - რა განაცხადა პროკურორმა?

წვე­ვამ­დე­ლე­ბის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ თა­ნამ­შრო­მელს წი­ნას­წა­რი აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ.

ჯა­რის­კა­ცე­ბის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის ფაქ­ტზე შსს-ს ორი თა­ნამ­შრომ­ლის მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, საქ­მის პრო­კუ­რო­რის, ალექ­სან­დრე ჩხე­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­მარ­თლი­ა­ნია.

პრო­კუ­რო­რის თქმით, ამ ეტაპ­ზე, და­ნა­შა­ულ­ში სხვა პი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ იკ­ვე­თე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, საქ­მე­ში ასე­ვე ფი­გუ­რი­რებს კი­დევ ერთი პირი - ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ზემ­დგო­მი ფი­გუ­რა, რო­მე­ლიც ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ და­მა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბა­ში ფი­გუ­რი­რებს. თუმ­ცა, პრო­კუ­რო­რის თქმით, ეს ადა­მი­ა­ნი გარ­დაც­ვლი­ლია და შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. "რუს­თა­ვი 2" ის ინ­ფორ­მა­ცი­ით ამ ადა­მი­ან­მა ერთი თვის წინ, თა­ვის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მო­იკ­ლა...

"დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, სხვა პი­რე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბა არ იკ­ვე­თე­ბა, თუმ­ცა, გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო მ.ბ., რო­მე­ლიც ასე­ვე იმ­ხი­ლე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში, ერთ-ერთ ეპი­ზოდ­ში, ერთ-ერთ ბრალ­დე­ბულ­თან ჯგუ­ფუ­რად და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში, თუმ­ცა, ის გარ­დაც­ვლი­ლია და მის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ვერ და­ი­წყო. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, ბი­ჩე­ლაშ­ვი­ლი და დევ­და­რი­ა­ნი სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით მოქ­მე­დებ­დნენ, თვი­თონ იღებ­დნენ დად­გე­ნი­ლი წე­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჯა­რის­კა­ცე­ბის დას­ჯის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას",- აცხა­დებს ჩხე­ი­ძე.

პრო­კუ­რო­რის თქმით­ვე, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ბა­ზი­დან დის­ციპ­ლი­ნუ­რი დარ­ღვე­ვე­ბის გამო ჰყავ­დათ გა­დაყ­ვა­ნი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა იმ ფაქტს, თუ რო­გორ გახ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის­თვის და­ნა­შა­უ­ლი ცნო­ბი­ლი, პრო­კუ­რო­რის თქმით, ერთ-ერთი ზემ­დგო­მი პირი გახ­და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებს და­ნა­შა­უ­ლი ჰქონ­დათ ჩა­დე­ნი­ლი, რის შემ­დე­გაც მან მოხ­სე­ნე­ბი­თი ბა­რა­თით და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თა შსს-ს გე­ნინ­სპექ­ცი­ას, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­მა კი, სა­ხალ­ხო დამ­ცველს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტუა
0

ეხლა გული უნდა ვიხეთქო და ბავშვი არ გაუშვა ჯარში?რომელი საუკუნეა.ადამიანები არახართ დაისაჯოს უმკაცრესად სადისტები გამოაჭენეთ საქვეყნოდ რეციდივისტები.რომ სხამ ანალოგიური არ ჩაიდინოს.

ნუცი
6

დისციპლინური დარღვევები ყოველთვის ხდება და მოხდება კიდევაც და ცხადია, უნდა დაისაჯონ კიდევაც, მაგრამ ღირსებისა და პატივის აუყრელად!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

ცნობილი ხდება, რომ ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმის კიდევ ერთმა ფიგურანტმა,  ერთი თვის წინ, თავი მოიკლა - რა განაცხადა პროკურორმა?

ცნობილი ხდება, რომ ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმის კიდევ ერთმა ფიგურანტმა,  ერთი თვის წინ, თავი მოიკლა - რა განაცხადა პროკურორმა?

წვევამდელების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს წინასწარი აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ.

ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე შსს-ს ორი თანამშრომლის მიმართ პატიმრობის გამოყენება, საქმის პროკურორის, ალექსანდრე ჩხეიძის განცხადებით, სამართლიანია.

პროკურორის თქმით, ამ ეტაპზე, დანაშაულში სხვა პირების მონაწილეობა არ იკვეთება.

მისივე თქმით, საქმეში ასევე ფიგურირებს კიდევ ერთი პირი - ბრალდებულების ზემდგომი ფიგურა, რომელიც ერთ-ერთი დაზარალებულის მიმართ განხორციელებულ დამაშაულებრივ ქმედებაში ფიგურირებს. თუმცა, პროკურორის თქმით, ეს ადამიანი გარდაცვლილია და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ვერ მოხერხდა. "რუსთავი 2" ის ინფორმაციით ამ ადამიანმა ერთი თვის წინ, თავის ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა...

"დღეის მდგომარეობით, სხვა პირების ბრალეულობა არ იკვეთება, თუმცა, გამოძიება გრძელდება. ორივე ბრალდებულის უშუალო ხელმძღვანელი იყო მ.ბ., რომელიც ასევე იმხილება დანაშაულის ჩადენაში, ერთ-ერთ ეპიზოდში, ერთ-ერთ ბრალდებულთან ჯგუფურად დანაშაულის ჩადენაში, თუმცა, ის გარდაცვლილია და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ვერ დაიწყო. ბრალდებულები, ბიჩელაშვილი და დევდარიანი საკუთარი ინიციატივით მოქმედებდნენ, თვითონ იღებდნენ დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ ჯარისკაცების დასჯის გადაწყვეტილებას",- აცხადებს ჩხეიძე.

პროკურორის თქმითვე, დაზარალებულები სხვადასხვა ბაზიდან დისციპლინური დარღვევების გამო ჰყავდათ გადაყვანილი. რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ როგორ გახდა საგამოძიებო უწყებისთვის დანაშაული ცნობილი, პროკურორის თქმით, ერთ-ერთი ზემდგომი პირი გახდა ინფორმირებული, რომ ბრალდებულებს დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, რის შემდეგაც მან მოხსენებითი ბარათით დაუყოვნებლივ მიმართა შსს-ს გენინსპექციას, დაზარალებულებმა კი, სახალხო დამცველს.

ზუგდიდში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან დიდი ოდენობით ფული მოიპარა

ზუგდიდის სასამართლომ არასრულწლოვნის სექსუალური შევიწროებისათვის პირს 600 ლარიანი ჯარიმა დაუწერა

"ერთი გოგო გონების დაკარგვამდე უცემია, მეორე ყელში დაუჭრია, გაგიჟებული ვარ" - ანი სუბელიანის ინფორმაციით, კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს თავს დაესხნენ