ლატარიაში იღბლიანი გაზაფხული და მსხვილი მოგებები გრძელდება. ამჯერად 24 წლის ალეკო ბერუაშვილმა ყოველდღიურ ლოტო ,,5/35 -ოქროს ბურთში’’ ჯეკპოტი 96 175 ლარი მოიგო.
მოგების წინა დღით ალეკომ ,,5/35 -ოქროს ბურთში’’ 6 ლარი მოიგო, მოგება ისევ ბილეთებში გადაცვალა და მომენტალურად 6 ლარად 96 175 ლარის მფლობელი გახდა.
,,ვერ წარმოვიდგენდი რომ მოგება რეალური იყო, ლატარიის თამაშიც უფრო გართობის მიზნით დავიწყე სულ რაღაც ერთი თვის წინ და როდესაც ჯეკპოტი მოვიგე, სიმართლე გითხრათ ვერც კი ვიჯერებდი, მოგებულ თანხას ცოტას კიდევ დავამატებ და სავარაუდოდ ბინას შევიძენ’’ - ამბობს ალეკო ბერუაშვილი.
ამჯერად, ალეკო თბილისში მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ის პროფესიით ექიმია და სამედიცინო ცენტრ ,,ვივამედის’’ გადაუდებელ სამედიცინო დეპატამენტში უმცროს ექიმად მუშაობს.
,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ულოცავს ალეკო ბერუაშვილს მოგებას და წარმატებას უსურვებს.
თქვენ კი შეგახსენებთ, რომ ,,5/35 -ოქროს ბურთის’’ გათამაშება იმართება ყოველდღე 19:45 საათზე ტელეკომპანია ,,იმედის’’ ეთერში.
NS