პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან ვლოგერები, რომლებიც ყველაფრის საკუთარი ხელით გაკეთებას გასწავლიან
ვინ არიან ვლოგერები, რომლებიც ყველაფრის საკუთარი ხელით გაკეთებას გასწავლიან

მხი­ა­რუ­ლე­ბა და პო­ზი­ტი­ვი, სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა - თუ ფიქ­რობთ, რომ რთულ და გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე პე­რი­ოდ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი გჭირ­დე­ბათ, მა­შინ და­დე­ბი­თი ენერ­გი­ით სავ­სე ორი გო­გო­ნას ნინი თა­ბა­გა­რი­სა და თათა იო­ბი­ძის ვლო­გი თქვენ­თვი­საა. „სა­ხე­ლოს­ნო“ ახა­ლი იუ­თუბ ვლო­გია, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს სა­კუ­თა­რი ხე­ლით სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო და სა­ინ­ტე­რე­სო ნივ­თის კე­თე­ბას ას­წავ­ლის. „აკე­თე შე­ნით“ ანუ DIY ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი და ტრენ­დუ­ლია, თუმ­ცა ვლო­გის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­ზტი­ურ გა­მოხ­მა­უ­რე­ბა­ში დიდი როლი მის­მა მხი­ა­რულ­მა წამ­ყვა­ნებ­მა შე­ას­რუ­ლეს. მათ­გან მო­დის მუხ­ტი, რო­მე­ლიც ჯერ ვლოგს გა­ყუ­რე­ბი­ნებს, შემ­დეგ კი სხვა­დას­ხვა ნივთს სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­გა­კე­თე­ბი­ნებს. თათა და ნინი მარ­კე­ტინ­გი­სა და პი­ა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბენ და წამ­ყვა­ნო­ბა, ისე­ვე რო­გორც ხელ­საქ­მე, მათ­თვი­საც ახა­ლი და ამავდრო­უ­ლად, სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვაა. იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ მოხ­ვდნენ სა­ხე­ლოს­ნო­ში და რო­გო­რია მათი ცხოვ­რე­ბა სა­ხე­ლოს­ნოს მიღ­მა თა­ვად მოგ­ვიყ­ვე­ბი­ან.

მო­მი­ყე­ვით თქვენ შე­სა­ხებ, რას საქ­მი­ა­ნობთ, რა გიყ­ვართ....

თათა: მე ვარ თათა და ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცხოვ­რე­ბა, ასე­ვე, მუ­სი­კა, მე­გობ­რე­ბი, ჩემი სახ­ლი, ცხო­ვე­ლე­ბი... მიყ­ვარს მა­ი­სუ­რებ­ზე ხატ­ვა და ამ დრომ­დე ჩემი ხელ­საქ­მეს­თან კავ­ში­რი ამი­თი შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და. ასე­ვე ყვე­ლა­ზე მე­ტად წერა მიყ­ვარ­და, დიდი ხა­ნია არა­ფე­რი და­მი­წე­რია,თუმ­ცა მალე გა­ვაგ­რძე­ლებ.

ამ­ჟა­მად მარ­კე­ტინ­გუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი ვარ „მი­ჰა­უს­ში“. პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გი ვარ და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ვმუ­შა­ობ­დი კი­დეც. პრო­ფე­სია პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ საქ­მი­ა­ნო­ბის კუ­თხით მარ­კე­ტინ­გში უკე­თე­სად ვგრძნობ თავს.

ნინი: მე ვარ ნინი, „მი­ჰა­უ­სის“ მარ­კე­ტინ­გის გუნ­დის წევ­რი ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ბევ­რი რამე მიყ­ვარს და ბევ­რიც - არა. ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩემი პრო­ფე­სია მიყ­ვარს, გუნ­დი, რომ­ლის წევ­რიც ვარ და გა­რე­მო, სა­დაც ვარ. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ერ­თად ბევრ კარგ საქ­მეს ვა­კე­თებთ.კი­დევ ძა­ლი­ან მიყ­ვარს უშაქ­რო ყავა, თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, მოგ­ზა­უ­რო­ბა, ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი...

რო­გო­რია თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა „სა­ხე­ლოს­ნოს“ მიღ­მა?

თათა: ცხოვ­რე­ბით ტკბო­ბით და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე. მად­ლო­ბე­ლი ვარ ყვე­ლა დი­ლის­თვის და ღა­მის­თვის. იმ­დე­ნად მიყ­ვარს ცხოვ­რე­ბა, ვცდი­ლობ, რაც შე­იძ­ლე­ბა ცოტა ნე­გა­ტი­ვი მი­ვი­ღო, თავი ავა­რი­დო მო­წყე­ნი­ლო­ბას და ყო­ველ­თვის იქით წა­ვი­დე, სა­დაც ბევ­რი პო­ზი­ტი­ვი, სიმ­შვი­დე და ჰარ­მო­ნი­აა.

ნინი: „სა­ხე­ლოს­ნო“ ჩემი საყ­ვა­რე­ლი პრო­ექ­ტია, თუმ­ცა მის მიღ­მა ჩემი ცხოვ­რე­ბა საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. სხვა­დას­ხვა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას ვა­კე­თებ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ქორ­წი­ლი, და­ბა­დე­ბის დღე, მა­ღა­ზი­ის გახ­სნა... თუმ­ცა ჩემი საქ­მე მხო­ლოდ ორ­გა­ნი­ზე­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. უამ­რავ რა­მეს ჩემი ხე­ლით ვა­კე­თებ და ამ დროს შე­იძ­ლე­ბა დი­ნა­მი­კის გაყ­ვა­ნი­ლო­ბის გა­მარ­თვა ან სხვა ნე­ბის­მი­ე­რი რა­მის კე­თე­ბა მო­მი­წი­ოს. მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით სავ­სე საქ­მი­ა­ნო­ბაა და ეს ძა­ლი­ან მომ­წონს. ამ დროს მთე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­თა და ემო­ცი­ე­ბით ვარ საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი.

ამის გარ­და ჩემს დებ­თან ერ­თად გა­სულ წელს სა­კონ­დიტ­რო Tarteria Online Bakery და­ვა­არ­სე და სა­ზო­გა­დო­ე­ბას გემ­რი­ე­ლი ტკბი­ლე­უ­ლი­თაც ვა­ნე­ბივ­რებთ. სა­ღა­მოს, რო­დე­საც მთავ­რდე­ბა სამ­სა­ხუ­რი, „სა­ხე­ლოს­ნო“ და ყვე­ლა სხვა მო­ვა­ლე­ო­ბა, სწო­რედ მა­შინ იწყე­ბა სა­კონ­დიტ­რო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

მო­მი­ყე­ვით სა­კონ­დიტ­როს შე­სა­ხებ, თა­ვად ქმნით ტკბი­ლე­ულს?

ნინი: სა­კონ­დიტ­რო ზუს­ტად ერთი წლის წინ, კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში შე­იქ­მნა. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ნაკ­ლე­ბად მშვე­ნი­ერ ვი­თა­რე­ბა­ში გა­ვიღ­ვი­ძეთ და აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ დი­ლის რუ­ტი­ნუ­ლი თა­ვის მო­წეს­რი­გე­ბის შემ­დეგ ვერ მივ­დი­ვართ ვერც სამ­სა­ხურ­ში, ვერც მე­გო­ბარ­თან, ვერც შეხ­ვედ­რებ­ზე, ვერც პა­ემ­ნებ­ზე... მოკ­ლედ, ყვე­ლა­ნი დავ­რჩით სახ­ლში და და­ვი­წყეთ რა­ღაც ახალ­ზე ფიქ­რი. ეს ახა­ლი კი სა­კონ­დიტ­რო იყო. ყვე­ლა­ფე­რი სწრა­ფად უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ზუს­ტად 2 დღე­ში შევ­ქმე­ნით Tarteria Online Bakery, 15 წთ-ში შე­იქ­მნა ლოგო, გა­კეთ­და გვერ­დე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. პირ­ვე­ლი შეკ­ვე­თე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე გაგ­ვი­ათ­მაგ­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ემო­ცი­ე­ბი, რაც დღემ­დე მოგ­ვყვე­ბა და ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბაც იზ­რდე­ბა. ვინც და­ა­გე­მოვ­ნა ჩვე­ნი ნა­ხე­ლა­ვი, ყვე­ლას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და ვხვდე­ბი, რომ ღირს ამის­თვის ღა­მე­ე­ბის თე­ნე­ბა.

ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც გა­დაგხდე­ნი­ათ...

თათა: ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო „მი­ჰა­უ­სის“ გახ­სნა. პირ­ვე­ლად „მი­ჰა­უ­სი“ ვირ­ტუ­ა­ლუ­რად გა­იხ­სნა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა იყო. ეს გახ­ლდათ მე­ტად მას­შტა­ბუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ბევ­რი შრო­მა დას­ჭირ­და. თუმ­ცა კარ­გი შე­დე­გი მი­ვი­ღეთ და მი­ხა­რია, რომ ჩვენ­მა გუნ­დმა ერ­თად ეს ყვე­ლა­ფე­რი შევ­ძე­ლით.

ნინი: ჩემი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა სა­კონ­დიტ­როს უკავ­შირ­დე­ბა. დიდი სიყ­ვა­რუ­ლით არაფ­რის­გან შევ­ქმე­ნით სა­კონ­დიტ­რო, რო­მე­ლიც დღეს უკვე ბევ­რს უყ­ვარს. სულ რამ­დე­ნი­მე დღის გახ­სნი­ლი სა­კონ­დიტ­რო და რამ­დე­ნი­მე შეკ­ვე­თა გვაქვს. ამ დროს კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად აიკ­რძა­ლა მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 25 მი­სა­მარ­თზე გვქონ­და 1 დღე­ში შეკ­ვე­თე­ბი და­სა­რი­გე­ბე­ლი და უცებ აღ­მოჩ­ნდა, რომ ამის­თვის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გვაქვს... არ დაგ­ვი­კარ­გავს რწმე­ნა, რომ გა­მო­სა­ვა­ლი ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს და და­ნე­ბე­ბა­ზე არც გვი­ფიქ­რია. ზუს­ტად 1 სა­ათ­ში ქუ­ჩა­ში გა­და­ვუ­დე­ქი მო­პედს, რო­მელ­საც ვე­უბ­ნე­ბი: „შენ ხარ ცი­დან მოვ­ლე­ნი­ლი მხსნე­ლი, უნდა გა­დაგ­ვარ­ჩი­ნო ჩვენ და ჩვე­ნი ტკბი­ლე­უ­ლი“. თან ზურ­გზე მო­კი­დე­ბულ ყუთს ვუხ­სნი და ვუ­დებ ჩვენს ხა­ჭოს პას­კას, რო­მელ­საც თავ­ზე კა­რა­მე­ლი ად­ნე­ბო­და და ძა­ლი­ან მალე უნდა მი­სუ­ლი­ყო ერთ-ერთ გურ­მან­თან. ცის­ფერ­თვა­ლე­ბა მო­პე­დის­ტი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და და სი­ცი­ლის­გან თავს ვერ იკა­ვებ­და, უცებ-უცებ მი­ვე­ცი მი­სა­მარ­თი, სა­კონ­ტაქ­ტო ნო­მე­რი და გა­ვუ­ყე­ნე გზას... ამ დღი­დან ეს ბიჭი ჩვე­ნი კუ­რი­ე­რი გახ­და და შე­ვარ­ქვით ოქ­როს ბიჭი, რო­მე­ლიც ასე შემ­თხვე­ვით ვი­პო­ვეთ.

სულ ვამ­ბობ, რომ არას­დროს უნდა და­ნებ­დე და რაც ძა­ლი­ან გინ­და, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­გი­ვა. უნდა გჯე­რო­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და მიზ­ნე­ბის.

ხელ­საქ­მით რო­დის და რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­დით?

თათა: ხელ­საქ­მე მცი­რე დო­ზით ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში „სა­ხე­ლოს­ნომ­დეც“ იყო. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ამ ტი­პის ვი­დე­ო­ე­ბის ყუ­რე­ბა. თა­ვი­სუ­ფალ დროს ვი­დე­ო­ში ნა­ნახს სა­კუ­თა­რი ხე­ლი­თაც ვა­კე­თებ­დი ხოლ­მე.ნინი: რა­ღა­ცე­ბის ხე­ლით კე­თე­ბა ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ჩემს ოთხშიც ბევ­რი დე­ტა­ლი სა­კუ­თა­რი ხე­ლით მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, მათ შო­რის, თა­რო­ე­ბიც. ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის დრო­საც ხში­რად მი­წევ­და უამ­რა­ვი ნივ­თის კე­თე­ბა და ეს პრო­ცე­სი დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. დაგ­რო­ვე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა კი უკვე ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა „სა­ხე­ლოს­ნო­ში“.

რო­გორ აღ­მოჩ­ნდით „სა­ხე­ლოს­ნო­ში“ და რა­ტომ არის ის თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო?

თათა: ვლო­გის კე­თე­ბის იდეა „მი­ჰა­უს­ში“ და­ი­ბა­და. სა­ხე­ლოს­ნოს წამ­ყვა­ნო­ბა რომ შე­მომ­თა­ვა­ზეს, ვთქვი, რომ რა­ტო­მაც არა და ვცა­დეთ. საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ვი­და და მი­ხა­რია, რომ ამ საქ­მე­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თე.

ნინი: „მი­ჰა­უ­სის“ მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნოდო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა მე და თა­თას. მაქ­სი­მუმს ვაკ­თებთ, რომ ნდო­ბა გა­ვუ­მარ­თლოთ. პი­რა­დად ჩემ­თვი­საც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ამ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა, რად­გან თა­ვა­დაც ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობთ. ხა­ლის­სა და გარ­თო­ბა­ში კი მა­ყუ­რე­ბელ­საც პო­ზტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბით ვავ­სებთ. ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მა­ხა­რებს, რომ და­დე­ბი­თი ენერ­გია მა­ყუ­რებ­ლის­გან უკან გვიბ­რუნ­დე­ბა.მოგ­ვი­ყე­ვით „სა­ხე­ლოს­ნო­ზე“, რა­ტომ უნდა ვუ­ყუ­როთ მას?თათა: „სა­ხე­ლოს­ნო“ ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი პრო­ექ­ტია, რო­ემლსაც აუ­ცი­ლე­ბალდ უნდა უყუ­როთ. ცო­ტას ის­წავ­ლით, ცო­ტას გა­ხა­ლის­დე­ბით. მიხ­ვდე­ბით, რო­გო­რი მარ­ტი­ვია ხელ­საქ­მე და რამ­დე­ნი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლი­ათ სახ­ლში მორ­ჩე­ნი­ლი ნივ­თე­ბით. ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ა­სა და პრო­ექტს შევ­თა­ვა­ზებთ მა­ყუ­რე­ბელს. თუმ­ცა ვლო­გის მთა­ვა­რი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ის არის, რომ საქ­მის კე­თე­ბას­თან ერ­თად, ბევრ პო­ზი­ტივ­სა და მხი­ა­რუ­ლე­ბას ვთა­ვა­ზობთ მა­ყუ­რე­ბელს.

ნინი: საკ­მა­ოდ მოკ­ლე დრო­ში პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მი­ვი­ღეთ, რაც მეტ სტი­მულს გვაძ­ლევს, რომ უფრო ხა­რის­ხი­ა­ნად და ხა­ლი­სი­ა­ნად ვა­კე­თოთ ჩვე­ნი საქ­მე. ამის­თვის მად­ლო­ბა მა­ყუ­რე­ბელ­სა და სპონ­სო­რებს.

რა­ტომ უნდა და­კავ­დეს ადა­მი­ა­ნი ხელ­საქ­მით, რა და­დე­ბი­თი ეფექ­ტი აქვს მას?

თათა: დღე­ვან­დე­ლი გი­ჟუ­რი და დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის რიტ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხელ­საქ­მის­თვს ცოტა დრო გვრჩე­ბა. მაგ­რამ და­მი­ჯე­რეთ, ეს არის უმარ­ტი­ვე­სი სა­შუ­ა­ლე­ბა, მოკ­ლე დრო­ში და­იმ­შვი­დოთ ნერ­ვე­ბი, გა­ი­ვარ­ჯი­შოთ ტვი­ნი და თუნ­დაც კო­მენ­და­ტის სა­ა­თის დრო სახ­ლში სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ა­ტა­როთ. შე­იძ­ლე­ბა თქვათ, რომ ამის­თვის დრო არ გაქვთ, მაგ­რამ ვინც ერთხელ მა­ინც ცდის სა­კუ­თა­რი ხე­ლით ნივ­თე­ბის გა­კე­თე­ბას, ამ საქ­მეს ვე­ღა­რას­დროს მო­ეშ­ვე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ რა­ღაც ახალს ის­წავლთ და გა­ნიტ­ვირ­თე­ბით, სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნაც მო­გე­მა­ტე­ბათ. დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ DIY ადა­მი­ა­ნებს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას მა­ტებს.

ავტორი:

ვინ არიან ვლოგერები, რომლებიც ყველაფრის საკუთარი ხელით გაკეთებას გასწავლიან

ვინ არიან ვლოგერები, რომლებიც ყველაფრის საკუთარი ხელით გაკეთებას გასწავლიან

მხიარულება და პოზიტივი, საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერებულობა - თუ ფიქრობთ, რომ რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში ეს ყველაფერი გჭირდებათ, მაშინ დადებითი ენერგიით სავსე ორი გოგონას ნინი თაბაგარისა და თათა იობიძის ვლოგი თქვენთვისაა. „სახელოსნო“ ახალი იუთუბ ვლოგია, რომელიც მაყურებელს საკუთარი ხელით სხვადასხვა საჭირო და საინტერესო ნივთის კეთებას ასწავლის. „აკეთე შენით“ ანუ DIY ძალიან პოპულარული და ტრენდულია, თუმცა ვლოგის განსაკუთრებულად პოზტიურ გამოხმაურებაში დიდი როლი მისმა მხიარულმა წამყვანებმა შეასრულეს. მათგან მოდის მუხტი, რომელიც ჯერ ვლოგს გაყურებინებს, შემდეგ კი სხვადასხვა ნივთს საკუთარი ხელით გაგაკეთებინებს. თათა და ნინი მარკეტინგისა და პიარის მიმართულებით საქმიანობენ და წამყვანობა, ისევე როგორც ხელსაქმე, მათთვისაც ახალი და ამავდროულად, საინტერესო გამოწვევაა. იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდნენ სახელოსნოში და როგორია მათი ცხოვრება სახელოსნოს მიღმა თავად მოგვიყვებიან.

მომიყევით თქვენ შესახებ, რას საქმიანობთ, რა გიყვართ....

თათა: მე ვარ თათა და ძალიან მიყვარს ცხოვრება, ასევე, მუსიკა, მეგობრები, ჩემი სახლი, ცხოველები... მიყვარს მაისურებზე ხატვა და ამ დრომდე ჩემი ხელსაქმესთან კავშირი ამითი შემოიფარგლებოდა. ასევე ყველაზე მეტად წერა მიყვარდა, დიდი ხანია არაფერი დამიწერია,თუმცა მალე გავაგრძელებ.

ამჟამად მარკეტინგული პროექტების მენეჯერი ვარ „მიჰაუსში“. პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და ამ მიმართულებით გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი კიდეც. პროფესია პირად ცხოვრებაში ძალიან მეხმარება, მაგრამ საქმიანობის კუთხით მარკეტინგში უკეთესად ვგრძნობ თავს.

ნინი: მე ვარ ნინი, „მიჰაუსის“ მარკეტინგის გუნდის წევრი ელექტრონული კომერციის მიმართულებით და ბევრი რამე მიყვარს და ბევრიც - არა. ყველაზე მეტად ჩემი პროფესია მიყვარს, გუნდი, რომლის წევრიც ვარ და გარემო, სადაც ვარ. ძალიან მიხარია, რომ ერთად ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებთ.კიდევ ძალიან მიყვარს უშაქრო ყავა, თავგადასავლები, მოგზაურობა, ახალი აღმოჩენები...

როგორია თქვენი ცხოვრება „სახელოსნოს“ მიღმა?

თათა: ცხოვრებით ტკბობით და სიყვარულით სავსე. მადლობელი ვარ ყველა დილისთვის და ღამისთვის. იმდენად მიყვარს ცხოვრება, ვცდილობ, რაც შეიძლება ცოტა ნეგატივი მივიღო, თავი ავარიდო მოწყენილობას და ყოველთვის იქით წავიდე, სადაც ბევრი პოზიტივი, სიმშვიდე და ჰარმონიაა.

ნინი: „სახელოსნო“ ჩემი საყვარელი პროექტია, თუმცა მის მიღმა ჩემი ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანია. სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზებას ვაკეთებ. ეს შეიძლება იყოს ქორწილი, დაბადების დღე, მაღაზიის გახსნა... თუმცა ჩემი საქმე მხოლოდ ორგანიზებით არ შემოიფარგლება. უამრავ რამეს ჩემი ხელით ვაკეთებ და ამ დროს შეიძლება დინამიკის გაყვანილობის გამართვა ან სხვა ნებისმიერი რამის კეთება მომიწიოს. მოულოდნელობებით სავსე საქმიანობაა და ეს ძალიან მომწონს. ამ დროს მთელი შესაძლებლობებითა და ემოციებით ვარ საქმეში ჩართული.

ამის გარდა ჩემს დებთან ერთად გასულ წელს საკონდიტრო Tarteria Online Bakery დავაარსე და საზოგადოებას გემრიელი ტკბილეულითაც ვანებივრებთ. საღამოს, როდესაც მთავრდება სამსახური, „სახელოსნო“ და ყველა სხვა მოვალეობა, სწორედ მაშინ იწყება საკონდიტრო ჩემს ცხოვრებაში.

მომიყევით საკონდიტროს შესახებ, თავად ქმნით ტკბილეულს?

ნინი: საკონდიტრო ზუსტად ერთი წლის წინ, კარანტინის პერიოდში შეიქმნა. ერთ მშვენიერ დღეს ნაკლებად მშვენიერ ვითარებაში გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ, რომ დილის რუტინული თავის მოწესრიგების შემდეგ ვერ მივდივართ ვერც სამსახურში, ვერც მეგობართან, ვერც შეხვედრებზე, ვერც პაემნებზე... მოკლედ, ყველანი დავრჩით სახლში და დავიწყეთ რაღაც ახალზე ფიქრი. ეს ახალი კი საკონდიტრო იყო. ყველაფერი სწრაფად უნდა გაგვეკეთებინა. ზუსტად 2 დღეში შევქმენით Tarteria Online Bakery, 15 წთ-ში შეიქმნა ლოგო, გაკეთდა გვერდები სოციალურ ქსელში. პირველი შეკვეთების მიღებისთანავე გაგვიათმაგდა პასუხისმგებლობა და ემოციები, რაც დღემდე მოგვყვება და ჩვენი საქმიანობაც იზრდება. ვინც დააგემოვნა ჩვენი ნახელავი, ყველას ძალიან მოეწონა და ვხვდები, რომ ღირს ამისთვის ღამეების თენება.

ყველაზე საინტერესო პროფესიული გამოცდილება, რაც გადაგხდენიათ...

თათა: ძალიან საინტერესო პროფესიული გამოცდილება იყო „მიჰაუსის“ გახსნა. პირველად „მიჰაუსი“ ვირტუალურად გაიხსნა, რაც საქართველოში უპრეცედენტო შემთხვევა იყო. ეს გახლდათ მეტად მასშტაბური და საინტერესო ღონისძიება, რომელსაც ძალიან ბევრი შრომა დასჭირდა. თუმცა კარგი შედეგი მივიღეთ და მიხარია, რომ ჩვენმა გუნდმა ერთად ეს ყველაფერი შევძელით.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/EOcYKvnQ86k" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

ნინი: ჩემი ყველაზე საინტერესო გამოცდილება საკონდიტროს უკავშირდება. დიდი სიყვარულით არაფრისგან შევქმენით საკონდიტრო, რომელიც დღეს უკვე ბევრს უყვარს. სულ რამდენიმე დღის გახსნილი საკონდიტრო და რამდენიმე შეკვეთა გვაქვს. ამ დროს კი მოულოდნელად აიკრძალა მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილება. წარმოიდგინეთ, 25 მისამართზე გვქონდა 1 დღეში შეკვეთები დასარიგებელი და უცებ აღმოჩნდა, რომ ამისთვის მხოლოდ რამდენიმე საათი გვაქვს... არ დაგვიკარგავს რწმენა, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს და დანებებაზე არც გვიფიქრია. ზუსტად 1 საათში ქუჩაში გადავუდექი მოპედს, რომელსაც ვეუბნები: „შენ ხარ ციდან მოვლენილი მხსნელი, უნდა გადაგვარჩინო ჩვენ და ჩვენი ტკბილეული“. თან ზურგზე მოკიდებულ ყუთს ვუხსნი და ვუდებ ჩვენს ხაჭოს პასკას, რომელსაც თავზე კარამელი ადნებოდა და ძალიან მალე უნდა მისულიყო ერთ-ერთ გურმანთან. ცისფერთვალება მოპედისტი გაოგნებული მიყურებდა და სიცილისგან თავს ვერ იკავებდა, უცებ-უცებ მივეცი მისამართი, საკონტაქტო ნომერი და გავუყენე გზას... ამ დღიდან ეს ბიჭი ჩვენი კურიერი გახდა და შევარქვით ოქროს ბიჭი, რომელიც ასე შემთხვევით ვიპოვეთ.

სულ ვამბობ, რომ არასდროს უნდა დანებდე და რაც ძალიან გინდა, აუცილებლად გამოგივა. უნდა გჯეროდეს საკუთარი თავისა და მიზნების.

ხელსაქმით როდის და რატომ დაინტერესდით?

თათა: ხელსაქმე მცირე დოზით ჩემს ცხოვრებაში „სახელოსნომდეც“ იყო. ძალიან მიყვარს ამ ტიპის ვიდეოების ყურება. თავისუფალ დროს ვიდეოში ნანახს საკუთარი ხელითაც ვაკეთებდი ხოლმე.ნინი: რაღაცების ხელით კეთება ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ჩემს ოთხშიც ბევრი დეტალი საკუთარი ხელით მაქვს გაკეთებული, მათ შორის, თაროებიც. ღონისძიებების ორგანიზების დროსაც ხშირად მიწევდა უამრავი ნივთის კეთება და ეს პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. დაგროვებული გამოცდილება კი უკვე ძალიან მეხმარება „სახელოსნოში“.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/fDNPUBWYhc4" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

როგორ აღმოჩნდით „სახელოსნოში“ და რატომ არის ის თქვენთვის საინტერესო?

თათა: ვლოგის კეთების იდეა „მიჰაუსში“ დაიბადა. სახელოსნოს წამყვანობა რომ შემომთავაზეს, ვთქვი, რომ რატომაც არა და ვცადეთ. საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და მიხარია, რომ ამ საქმეში აქტიურად ჩავერთე.

ნინი: „მიჰაუსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა ნოდო ჯავახიშვილმა ძალიან საინტერესო გამოწვევა შემოგვთავაზა მე და თათას. მაქსიმუმს ვაკთებთ, რომ ნდობა გავუმართლოთ. პირადად ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა ამ პროექტზე მუშაობა, რადგან თავადაც ბევრ რამეს ვსწავლობთ. ხალისსა და გართობაში კი მაყურებელსაც პოზტიური ემოციებით ვავსებთ. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ დადებითი ენერგია მაყურებლისგან უკან გვიბრუნდება.მოგვიყევით „სახელოსნოზე“, რატომ უნდა ვუყუროთ მას?თათა: „სახელოსნო“ ძალიან საყვარელი პროექტია, როემლსაც აუცილებალდ უნდა უყუროთ. ცოტას ისწავლით, ცოტას გახალისდებით. მიხვდებით, როგორი მარტივია ხელსაქმე და რამდენი რამის გაკეთება შეგიძლიათ სახლში მორჩენილი ნივთებით. ბევრ საინტერესო იდეასა და პროექტს შევთავაზებთ მაყურებელს. თუმცა ვლოგის მთავარი განმასხვავებელი ის არის, რომ საქმის კეთებასთან ერთად, ბევრ პოზიტივსა და მხიარულებას ვთავაზობთ მაყურებელს.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/k9tJ2bAqL9Q" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

ნინი: საკმაოდ მოკლე დროში პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ, რაც მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ უფრო ხარისხიანად და ხალისიანად ვაკეთოთ ჩვენი საქმე. ამისთვის მადლობა მაყურებელსა და სპონსორებს.

რატომ უნდა დაკავდეს ადამიანი ხელსაქმით, რა დადებითი ეფექტი აქვს მას?

თათა: დღევანდელი გიჟური და დაჩქარებული ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე ხელსაქმისთვს ცოტა დრო გვრჩება. მაგრამ დამიჯერეთ, ეს არის უმარტივესი საშუალება, მოკლე დროში დაიმშვიდოთ ნერვები, გაივარჯიშოთ ტვინი და თუნდაც კომენდატის საათის დრო სახლში სასიამოვნოდ გაატაროთ. შეიძლება თქვათ, რომ ამისთვის დრო არ გაქვთ, მაგრამ ვინც ერთხელ მაინც ცდის საკუთარი ხელით ნივთების გაკეთებას, ამ საქმეს ვეღარასდროს მოეშვება. გარდა იმისა, რომ რაღაც ახალს ისწავლთ და განიტვირთებით, საკუთარი თავის რწმენაც მოგემატებათ. დამტკიცებულია, რომ DIY ადამიანებს თავდაჯერებულობას მატებს.

"რედიზაინი“ - ახალი გადაცემა TV პირველზე, რომლის მონაწილეებსაც ოთახს საჩუქრად გაურემონტებენ

Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი

რა როლი ეკისრებათ მთავრობებს თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში?