ავტორი:

ლევან იოსელიანის თქმით, როგორც კი დათბება პარლამენტში სკუტერით ივლის - "ხშირად მეტროთი დავდივარ"

ლევან იოსელიანის თქმით, როგორც კი დათბება პარლამენტში სკუტერით ივლის - "ხშირად მეტროთი დავდივარ"

"პარლამენტის ვიცე-სპიკერისთვის განკუთვნილი პრივილეგიებიდან პრაქტიკულად არაფერს ვიყენებ - პარლამენტში ძირითადად პირადი მანქანით დავდივარ და ძალიან ხშირად დავდივარ მეტროთი, რადგან უფრო ჩქარა მივდივარ", - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, როგორც კი დათბება, პარლამენტში სკუტერით ივლის. როგორც იოსელიანმა განმარტა, ის ვიცე-სპიკერებისთვის განკუთვნილი უპირატესობიდან სარგებლობს მხოლოდ იმით, რომ ჰყავს სამდივნო სამი თანამშრომლით, რომელიც საკანონმდებლო პროექტებზე მუშაობაში ეხმარებიან.

“პარლამენტის ვიცე-სპიკერისთვის განკუთვნილი პრივილეგიებიდან პრაქტიკულად არაფერს ვიყენებ, თუ არ ჩაითვლება ის, რომ ცოტა დიდი ოთახი მაქვს, ვიდრე სხვა დეპუტატებს. არ ვიყენებ მანქანასა და ბენზინის ხარჯს - შესაბამისად, არ მყავს მძღოლი. არ ვიყენებ ტელეფონის ხარჯს. ამ ყველაფერზე უარი ვთქვი არა რაღაც პოპულისტური მიზნებით არამედ, იმიტომ, რომ არ ვთვლი, კაცს, რომელიც საბურთალოზე ცხოვრობს, სჭირდება სახელმწიფოს დახმარება რუსთაველის გამზირზე მოსასვლელად. ამას თავადაც ვახერხებ - მყავს პირადი მანქანა, სკუტერი და მათ შორის მყავს ცხენიც“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

"ნამდვილი გმირია, ის მხარდაჭერას იმსახურებს ყველასგან" - რას წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სალომე სამადაშვილზე?

"ოქრუაშვილმა ჩემი ტიტველი ფოტო გამოფინა, რომელიც სუს-მა ვაიბერის ჩანაწერით ამოაგდო" - გიორგი ვაშაძე

"ბოლო დღეები იყო ყველაზე მძიმე - კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე არჩილ თალაკვაძეს" - გიორგი ვაშაძე მოლაპარაკების პროცესზე