მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Volvo Cars-მა კიდევ ერთი ამბიციური კლიმატური გეგმა წარადგინა
Volvo Cars-მა კიდევ ერთი ამბიციური კლიმატური გეგმა წარადგინა

ვოლ­ვო ქარს მიზ­ნად ისა­ხავს, 2025 წლი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად და­ზო­გოს 1 მი­ლი­არ­დი შვე­დუ­რი კრო­ნი და 2,5 მი­ლი­ო­ნი ტო­ნით შე­ამ­ცი­როს ნახ­შირ­ბა­დის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი ცირ­კუ­ლა­რუ­ლი ბიზ­ნე­სის პრინ­ცი­პე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

კომ­პა­ნი­ის გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად, ვოლ­ვო ქარს შექ­მნის მა­სა­ლე­ბის “ჩა­კე­ტილ წრეს” მძი­მე გა­მო­ნა­ბოლ­ქვის მქო­ნე მა­სა­ლე­ბის­თვის, რო­გო­რი­ცაა ფო­ლა­დი და ალუ­მი­ნი, აგ­რეთ­ვე ნა­წი­ლე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბის, შე­კე­თე­ბის, ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და გა­ნახ­ლე­ბი­სათ­ვის.

”ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში ვოლ­ვო ქარს-ს ერთ – ერთი ყვე­ლა­ზე ამ­ბი­ცი­უ­რი კლი­მა­ტუ­რი გეგ­მა გა­აჩ­ნია და თუ ჩვე­ნი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა გვსურს, უნდა მივ­ყვეთ ცირ­კუ­ლა­რულ ეკო­ნო­მი­კას,” - თქვა ან­დერს კერ­ბერ­გმა, ვოლ­ვო ქარს– ის გლო­ბა­ლუ­რი მდგრა­დო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა. ”ეს მო­ი­თხოვს, რომ გა­დავ­ხე­დოთ ყვე­ლა­ფერს, რა­საც ვა­კე­თებთ და იმას, თუ რო­გორ ვა­კე­თებთ. ჩვენ ყუ­რა­დღე­ბას ვა­მახ­ვი­ლებთ მდგრა­დო­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა­ზე ისე, რო­გორც სწო­რად მიგ­ვაჩ­ნია და ვმუ­შა­ობთ რო­გორც კომ­პა­ნია, და ვცდი­ლობთ, ეს ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ხა­დოთ, რო­გო­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნიც ჩვენ­თვის მუ­დამ იყო უსაფრ­თხო­ე­ბა. ”

იმი­სათ­ვის, რომ 2040 წლის­თვის გახ­დეს ცირ­კუ­ლა­რუ­ლი ბიზ­ნე­სი, ვოლ­ვო ქარს დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მისი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის თი­თო­ე­უ­ლი ნა­წი­ლი უნდა იყოს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და წარ­მო­ე­ბუ­ლი ისე, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს მისი რო­გორც გა­მო­ყე­ნე­ბა, ასე­ვე ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა რო­გორც კომ­პა­ნი­ის, ისე მისი მომ­წო­დებ­ლე­ბის მიერ.

უკვე ახლა, ვოლ­ვო ქარს გა­და­ა­მუ­შა­ვებს ისეთ ნა­წი­ლებს, რო­გო­რი­ცაა გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფე­ბი და ძრა­ვე­ბი, რათა უკეთ გა­მო­ი­ყე­ნოს მა­სა­ლა და შე­ამ­ცი­როს გა­მო­ნა­ბოლ­ქვი. 2020 წელს გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იქნა და­ახ­ლო­ე­ბით 40,000 ნა­წი­ლი, რა­მაც ხელი შე­უ­შა­ლა თით­ქმის 3,000 ტონა CO2– ის გამ­ყო­ფას. 2025 წლის­თვის ვოლ­ვო ქარს მიზ­ნად ისა­ხავს თა­ვი­სი გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის გა­ორ­მა­გე­ბას. ღი­რე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის მი­მოქ­ცე­ვა­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად კომ­პა­ნი­ამ გა­სულ წელს თა­ვი­სი პრო­დუქ­ცი­ის ნარ­ჩე­ნე­ბის 95 პრო­ცენ­ტი გა­და­ა­მუ­შა­ვა. ეს მო­ი­ცავ­და 176,000 ტონა ფო­ლადს, რა­მაც ხელი შე­უ­შა­ლა თით­ქმის 640,000 ტონა CO2–ის წარ­მოქ­მნას.

ახა­ლი ბიზ­ნეს-მო­დე­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა ელექტრო ავ­ტო­მო­ბი­ლის აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბის­თვის მე­ო­რე სი­ცო­ცხლის მი­ნი­ჭე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ცირ­კუ­ლა­რუ­ლი ბიზ­ნე­სის გად­მო­სა­ხე­დი­დან. ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­რეთ ენერ­გო­ა­კუ­მუ­ლი­რე­ბის პროგ­რა­მებ­ში ბა­ტა­რე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ახა­ლი შე­მო­სავ­ლის ნა­კა­დე­ბის და ხარ­ჯე­ბის და­ზოგ­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა, და ასე­ვე აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვა­დის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა.

ამ და სხვა პრო­ექ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ვოლ­ვო ქარს იკ­ვლევს, თუ რო­გორ ძველ­დე­ბა აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბი, რო­დე­საც ხე­ლახ­ლა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მე­ო­რე სი­ცო­ცხლის პროგ­რა­მებ­ში, რომ­ლებ­საც აქვთ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ნაკ­ლე­ბად აგ­რე­სი­უ­ლი ციკ­ლუ­რო­ბა, ვიდ­რე ავ­ტო­მო­ბილ­ში გა­მო­ყე­ნე­ბი­სას. ისი­ნი ასე­ვე სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლე­ვენ კომ­პა­ნი­ას, მეტი ცოდ­ნა მი­ი­ღონ აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბის კო­მერ­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რაც მას გა­აჩ­ნია ავ­ტო­მო­ბილ­ში გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ და გან­სა­ზღვრონ პო­ტენ­ცი­უ­რი სა­მო­მავ­ლო შე­მო­სავ­ლე­ბის ნა­კა­დე­ბი.

NS

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

Volvo Cars-მა კიდევ ერთი ამბიციური კლიმატური გეგმა წარადგინა

Volvo Cars-მა კიდევ ერთი ამბიციური კლიმატური გეგმა წარადგინა

ვოლვო ქარს მიზნად ისახავს, 2025 წლიდან ყოველწლიურად დაზოგოს 1 მილიარდი შვედური კრონი და 2,5 მილიონი ტონით შეამციროს ნახშირბადის გამონაბოლქვი ცირკულარული ბიზნესის პრინციპების გამოყენებით.

კომპანიის გრძელვადიანი მიზნის მხარდასაჭერად, ვოლვო ქარს შექმნის მასალების “ჩაკეტილ წრეს” მძიმე გამონაბოლქვის მქონე მასალებისთვის, როგორიცაა ფოლადი და ალუმინი, აგრეთვე ნაწილების გადამუშავების, შეკეთების, ხელახალი გამოყენებისა და განახლებისათვის.

”ავტომობილების ინდუსტრიაში ვოლვო ქარს-ს ერთ – ერთი ყველაზე ამბიციური კლიმატური გეგმა გააჩნია და თუ ჩვენი მიზნების მიღწევა გვსურს, უნდა მივყვეთ ცირკულარულ ეკონომიკას,” - თქვა ანდერს კერბერგმა, ვოლვო ქარს– ის გლობალური მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა. ”ეს მოითხოვს, რომ გადავხედოთ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ და იმას, თუ როგორ ვაკეთებთ. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მდგრადობის ინტეგრირებაზე ისე, როგორც სწორად მიგვაჩნია და ვმუშაობთ როგორც კომპანია, და ვცდილობთ, ეს ისეთივე მნიშვნელოვანი გავხადოთ, როგორი მნიშვნელოვანიც ჩვენთვის მუდამ იყო უსაფრთხოება. ”

იმისათვის, რომ 2040 წლისთვის გახდეს ცირკულარული ბიზნესი, ვოლვო ქარს დარწმუნებულია, რომ მისი ავტომობილების თითოეული ნაწილი უნდა იყოს შემუშავებული, განვითარებული და წარმოებული ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი როგორც გამოყენება, ასევე ხელახალი გამოყენება როგორც კომპანიის, ისე მისი მომწოდებლების მიერ.

უკვე ახლა, ვოლვო ქარს გადაამუშავებს ისეთ ნაწილებს, როგორიცაა გადაცემათა კოლოფები და ძრავები, რათა უკეთ გამოიყენოს მასალა და შეამციროს გამონაბოლქვი. 2020 წელს გადამუშავებული იქნა დაახლოებით 40,000 ნაწილი, რამაც ხელი შეუშალა თითქმის 3,000 ტონა CO2– ის გამყოფას. 2025 წლისთვის ვოლვო ქარს მიზნად ისახავს თავისი გადამამუშავებელი საქმიანობების გაორმაგებას. ღირებული მასალების მიმოქცევაში შენარჩუნების უზრუნველსაყოფად კომპანიამ გასულ წელს თავისი პროდუქციის ნარჩენების 95 პროცენტი გადაამუშავა. ეს მოიცავდა 176,000 ტონა ფოლადს, რამაც ხელი შეუშალა თითქმის 640,000 ტონა CO2–ის წარმოქმნას.

ახალი ბიზნეს-მოდელები, როგორიცაა ელექტრო ავტომობილის აკუმულატორებისთვის მეორე სიცოცხლის მინიჭება, მნიშვნელოვანია ცირკულარული ბიზნესის გადმოსახედიდან. ავტომობილების გარეთ ენერგოაკუმულირების პროგრამებში ბატარეების გამოყენებით შესაძლებელია ახალი შემოსავლის ნაკადების და ხარჯების დაზოგვის რეალიზება, და ასევე აკუმულატორების ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება.

ამ და სხვა პროექტების საშუალებით, ვოლვო ქარს იკვლევს, თუ როგორ ძველდება აკუმულატორები, როდესაც ხელახლა გამოიყენება მეორე სიცოცხლის პროგრამებში, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვნად ნაკლებად აგრესიული ციკლურობა, ვიდრე ავტომობილში გამოყენებისას. ისინი ასევე საშუალებას აძლევენ კომპანიას, მეტი ცოდნა მიიღონ აკუმულატორების კომერციული ღირებულების შესახებ, რაც მას გააჩნია ავტომობილში გამოყენების შემდეგ და განსაზღვრონ პოტენციური სამომავლო შემოსავლების ნაკადები.

NS

საქართველოში კორონავირუსის 1 271 შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

თბილისის დიდ ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - რომელ ქუჩებზე დროის რა მონაკვეთში გაითიშება შუქი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა