მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილმა და მერაბიშვილმა 18-კაციანი ტერორისტული დაჯგუფება შექმნეს - "დამირეკონ პროკურატურიდან და საქმის ნომერს ვეტყვი"
გოგაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილმა და მერაბიშვილმა 18-კაციანი ტერორისტული დაჯგუფება შექმნეს - "დამირეკონ პროკურატურიდან და საქმის ნომერს ვეტყვი"

"კავ­კა­სი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის ცენ­ტრის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე სოსო გო­გაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა 18-კა­ცი­ა­ნი ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა შექ­მნეს.

ამის შე­სა­ხებ მან "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნის საქ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში დევს.

"წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, მა­შინ­დე­ლი პრე­მი­ე­რი­სა და პრე­ზი­დენ­ტის უშუ­ა­ლო მი­თი­თე­ბით შე­იქ­მნა ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია შედ­გე­ბო­და 18 ადა­მი­ა­ნის­გან, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო ახ­მეტ ჩა­ტა­ე­ვი.

ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნის საქ­მე არ­სე­ბობს, დევს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა მა­მაო ჩვე­ნო­სა­ვით იცი­ან ეს საქ­მე. ან და­ხუ­რონ ეს საქ­მე ან პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მივ­ცეთ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. საქ­მე ფა­ტობ­რი­ვად დას­რუ­ლე­ბუ­ლია და სა­ა­კაშ­ვი­ლი და მე­რა­ბიშ­ვი­ლი პი­ჯა­კებ­ზე კი არა, ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით უნდა იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი... და­მირ­ე­კონ პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან და საქ­მის ნო­მერს ვე­ტყვი, მტვე­რია გა­და­საწ­მენ­დი" - აღ­ნიშ­ნა გო­გაშ­ვილ­მა.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა დღე­ვან­დელ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მყოფ პი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღემ­დე "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" მის­ტი­რი­ან". ამით უპა­სუ­ხა ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, ხომ არ არი­ან "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ისე­თე­ბი, ვინც საქ­მის დას­რუ­ლე­ბას ხელს უშ­ლი­ან.

"ეჭვი გე­პა­რე­ბათ იმა­ში, რომ დღეს უწყე­ბებ­ში ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიმ­დევ­რე­ბი არი­ან? დღეს რომ გაჰ­კი­ვი­ან "ოც­ნე­ბას" და 41 წარ­წე­რი­ა­ნი მა­სი­უ­რის ქვეშ წი­თე­ლი მა­ი­სუ­რი არ აც­ვი­ათ? ძა­ლი­ან ბევ­რი მოქ­მე­დი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რია, რომ­ლე­ბიც იმ დროს ("ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს) მის­ტი­რი­ან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" და­ა­წი­ნა­უ­რა ისი­ნი, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლი­დე­რე­ბის ერ­თგუ­ლე­ბად რჩე­ბი­ან, მათ შო­რის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის" - აღ­ნიშ­ნა გო­გაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თაკო
5

ეხლა იწყება თავდავიწყება.....

5555
54

წადი კოჭი გააგორე. თუკი ნომერი იცოდი, და ხელუსუფლებაში იყავი, თანაც მილიონ პროცენტში იცოდი, რომ მიშას კი არა , მამაზეციერს დაიჭერდნენ ტერორიზმის ბრალდებით საერთაშორისო ორგანიზაციები , მაშინ რა გიშლიდა ხელს? რატომ არ გამოიყენე " ტერორისტების" დასაჭერად ? რაც თქვენ იწვალეთ ეს 9 წელიწადი, ხან ბორდერების უსტაბაში გელაშვილის ცემისთვის გაასამართლეთ მიშა, ხან პიჯაკებისათვის, ხან ამინისტიისთვის. თან კუჭაშლილები დარბოდით უკრაინაში, ევროპას და ამერიკას ეხვეწებოდით გადმოგვეცითო, ხან წითელი ცირკულით ეძებდით და ხან ყვითელით, მერაბიშვილი ხომ საერთოდ , ციხეში გყავდათ დაჭერილი , რა გიშლიდა ხელს, რატომ დაინდე " ტერორისტები"?! ეგ საკენკი უცნობს და გოგა ხაინდრავას დაუყარე და და სამივემ ერთად აკენკეთ , მაგას არავინ არ აკენკავს.... მოიგონეს ახალი " ციხის კადრები" ჯიგრებმა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

გოგაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილმა და მერაბიშვილმა 18-კაციანი ტერორისტული დაჯგუფება შექმნეს - "დამირეკონ პროკურატურიდან და საქმის ნომერს ვეტყვი"

გოგაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილმა და მერაბიშვილმა 18-კაციანი ტერორისტული დაჯგუფება შექმნეს - "დამირეკონ პროკურატურიდან და საქმის ნომერს ვეტყვი"

"კავკასიის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის" დამფუძნებელი, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა 18-კაციანი ტერორისტული დაჯგუფება შექმნეს.

ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის საქმე პროკურატურაში დევს.

"წინა ხელისუფლების დროს, მაშინდელი პრემიერისა და პრეზიდენტის უშუალო მითითებით შეიქმნა ტერორისტული ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია შედგებოდა 18 ადამიანისგან, რომლის ხელმძღვანელი იყო ახმეტ ჩატაევი.

ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის საქმე არსებობს, დევს პროკურატურაში, გამომძიებლებმა მამაო ჩვენოსავით იციან ეს საქმე. ან დახურონ ეს საქმე ან პასუხისგებაში მივცეთ ეს ადამიანები. საქმე ფატობრივად დასრულებულია და სააკაშვილი და მერაბიშვილი პიჯაკებზე კი არა, ტერორიზმის ბრალდებით უნდა იყვნენ დაკავებულები... დამირეკონ პროკურატურიდან და საქმის ნომერს ვეტყვი, მტვერია გადასაწმენდი" - აღნიშნა გოგაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა დღევანდელ მაღალ თანამდებობაზე მყოფ პირებზე, რომლებიც მისი ინფორმაციით, დღემდე "ნაციონალებს" მისტირიან". ამით უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ არიან "ქართულ ოცნებაში" ისეთები, ვინც საქმის დასრულებას ხელს უშლიან.

"ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ დღეს უწყებებში ვანო მერაბიშვილის მიმდევრები არიან? დღეს რომ გაჰკივიან "ოცნებას" და 41 წარწერიანი მასიურის ქვეშ წითელი მაისური არ აცვიათ? ძალიან ბევრი მოქმედი მაღალი თანამდებობის პირია, რომლებიც იმ დროს ("ნაციონალური მოძრაობის" დროს) მისტირიან, მიუხედავად იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" დააწინაურა ისინი, წინა ხელისუფლების ლიდერების ერთგულებად რჩებიან, მათ შორის ვანო მერაბიშვილის" - აღნიშნა გოგაშვილმა.

"ძალიან უსინდისობაა, რასაც ამბობ... არ მოველოდი შენგან ამას" - რაზე წაკამათდნენ სალომე სამადაშვილი და ხატია დეკანოიძე პირდაპირ ეთერში?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

რა ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური ლიდერების შეხვედრაზე?