მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვაპირებ უფლება მივცე შენ და შენნაირ მარგინალ და ჩამოწერილ პოლიტიკოსებს, ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიონ" - რა უპასუხა სალომე სამადაშვილმა გია ბარამიძის ბრალდებებს?
"არ ვაპირებ უფლება მივცე შენ და შენნაირ მარგინალ და ჩამოწერილ პოლიტიკოსებს, ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიონ" - რა უპასუხა სალომე სამადაშვილმა გია ბარამიძის ბრალდებებს?

მას მერე, რაც სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­გან" და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვი­ტა ევ­რო­კავ­ში­რის მე­დი­ა­ცი­ით მომ­ზა­დე­ბულ შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენტზე ხე­ლის მო­წე­რა, ის თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბი­სა თუ პარ­ტი­ის მომ­ხრე­ე­ბის მხრი­დან თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნედ იქცა.

ახ­ლა­ხან ამ სა­კი­თხზე პოს­ტი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გია ბა­რა­მი­ძემ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"გა­ვი­გე ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილს გა­მო­უთ­ქვამს ჩემ­თან სა­ტე­ლე­ვი­ზიო დე­ბა­ტის სურ­ვი­ლი. ვერ მო­ვი­ტყუ­ე­ბი და ვერ ვი­ტყვი, რომ ეს პრო­ცე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­მა­ნი­ჭებს, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად სა­ჭი­როდ მი­მაჩ­ნია სა­ჯა­როდ ვუ­თხრა მას, რა­საც მას­ზე ვფიქ­რობ მე და ენმ ასი­ა­თა­სო­ბით ის წევ­რი, ვინც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნად გაბ­რა­ზე­ბუ­ლია მის მიერ, პარ­ტი­ის ასე დე­მონ­სტრა­ტი­უ­ლად (უკაც­რა­ვად) ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბით და ეგ­რე­თწო­დე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში იმ დო­კუ­მენტზე ხე­ლის მო­წე­რით, რა­ზეც ჯერ პარ­ტი­ას თა­ვი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა (იმის გამო რომ ნიკა მე­ლია ვაჟ­კა­ცუ­რად ცი­ხე­ში ზის) ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ აქვს.

ხსე­ნე­ბულ დო­კუ­მენ­ტთან მი­მარ­თე­ბა­ში პარ­ტი­ა­ში სხვა­დას­ხვა აზრი გვაქვს (რაც ძა­ლი­ან ხში­რად ხდე­ბა) და გან­სხვა­ვე­ბულ აზ­რთან მი­მარ­თე­ბა­ში ცხა­დია, არა­ვის ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არას­დროს გვქო­ნია და არ გვექ­ნე­ბა. სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა ქალ­ბა­ტო­ნი სა­მა­დაშ­ვი­ლის ქმე­დე­ბა­შია. მან ჩათ­ვა­ლა, რომ გუნ­დის და­იგ­ნო­რი­რე­ბა შე­უძ­ლია და ვიდ­რე პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე, პრინ­ცი­პებ­სა და სი­ტყვას არ ღა­ლა­ტობს და ჯერ კი­დევ ცი­ხე­ში ზის, მისი საქ­ცი­ე­ლით ივა­ნიშ­ვი­ლის მო­ღა­ლა­ტურ რე­ჟიმს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მი­მართ, ქედ­მაღ­ლუ­რი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბის სა­ბა­ბი (სა­ფუძ­ვე­ლი არას­დროს ექ­ნე­ბათ) მის­ცა, თით­ქოს ჩვენ ჩვენს პრინ­ცი­პებს ვუ­ღა­ლა­ტეთ და მათ შან­ტაჟს და­ვე­მორ­ჩი­ლეთ. რად­გან ქალ­ბა­ტო­ნი სა­მა­დაშ­ვი­ლი ამ გზას და­ად­გა, ცხა­დია, ჩვე­ნი წევ­რე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა მისი პარ­ტი­ი­დან გა­რი­ცხვა მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა მან თვი­თონ გა­ნა­ცხა­და, რომ გუნდს ემ­შვი­დო­ბე­ბა, ახლა მა­ინც გა­ურ­კვე­ვე­ლია მისი პარ­ტი­ის წევ­რო­ბის სა­კი­თხი, რად­გან ჩვენს ევ­რო­პელ მე­გობ­რებს (ბა­ტო­ნი კუ­ბი­ლი­უ­სი) ჰგო­ნი­ათ, რომ იგი კვლა­ვაც ენმ-ს წევ­რია, მე­ტიც, ზოგი მეტ შეც­დო­მა­შიც კია შეყ­ვა­ნი­ლი და ჩათ­ვა­ლეს, რომ მან, ენმ-ს სა­ხე­ლით მო­ა­წე­რა პარ­ლა­მეტ­ში შე­სას­ვლელ დო­კუ­მენტს ხელი. ასე რომ, ვფიქ­რობ, ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე გუ­ლახ­დი­ლი და სა­ჯა­რო სა­უ­ბა­რი სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა პო­ზი­ცი­ე­ბის გა­სარ­კვე­ვად და ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­ას და და­სავ­ლე­ლი მე­გობ­რე­ბის სწო­რად ინ­ფორ­მი­რე­ბი­სათ­ვის. თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი 3 მთა­ვა­რი არა­ქო­ცუ­რი ტე­ლე­ვი­ზია ("მთა­ვა­რი", "ტვ პირ­ვე­ლი", "ფორ­მუ­ლა") გა­მოთ­ქვამს სურ­ვილს ამ­გვა­რი დის­კუ­სია მო­ა­წყოს, კარ­გი იქ­ნე­ბა", - და­წე­რა ბა­რა­მი­ძემ.

ბა­რა­მი­ძეს სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა ამ პოს­ტის კო­მენ­ტარ­ში­ვე უპა­სუ­ხა და და­წე­რა:

"მე­ლია რომ გა­მო­ვა ცი­ხი­დან, მერე დავ­ჯდე­ბი შენ­თან დე­ბა­ტებ­ზე, ჩემო გია. მა­ნამ­დე არ ვა­პი­რებ უფ­ლე­ბა მივ­ცე შენ და შენ­ნა­ირ მარ­გი­ნალ, ჩა­მო­წე­რილ და წარ­სულ­ში ჩარ­ჩე­ნილ პო­ლი­ტი­კო­სებს ოპო­ზი­ცია სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ან­გრი­ონ. ამ­ნის­ტი­ის კა­ნონ­ზე ვმუ­შა­ობთ, რომ მე­ლი­ას ბრალ­დე­ბა მო­ეხ­სნას, იქით "ლე­ლოს" ინ­ცი­ა­ტი­ვას ვეხ­მა­რე­ბი ბრუ­სელ­ში, რომ ეგე­ბა უფრო ად­რეც გა­მო­ვი­დეს. და შენ რას აკე­თებ მე­ლი­ას ცი­ხი­დან გა­მო­საყ­ვა­ნად, მო­ყე­ვი, მა­ინ­ტე­რე­სებს".

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
293

 ბარამიძე არის თითქმის ყველა მოწვევის პარლამენტის წევრი, და ამხელა სტაჟის მიუხედავად ვინმე იტყვის ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში რამე კვალი დატოვაო?! მე ვიცი რა კვალიც დატოვა, ცოტა ხნით შსს ჩააბარეს, და ერთი რიგითი რეციდივისტების აყვანის ოპერაციას ნამდვილ სამხედრო სპეცოპერაციად გარდასახავდა და სისხლის გუბეებს აყენებდა. სვანეთში ერთი ძებნილის ასაყვანად 10-ზე მეტი ვერტმფრენი ააფრინა და საბოლოოდ მთელი ოჯახი გადაბუგეს. მამა-შვილი მოკლეს და 2 სახლკარი გადაუწვეს. ვინმე იტყვის ის კრიმინლების ოჯახი საშიში იყოო! მე კი გეტყვით რომ თავისდროზე იმ ოჯახის უფროსი ერთმა გადაცმულმა კომუნისტმა სპეცმუშაკმა საკუთარ ეზოში აიყვანა, აი სულ ეს უნდოდა მათ აყვანს, მაგრამ ამას ვინ მისცა ამის შნო, ?!!!

გლახუნა
164

ა რ ა ა საჭირო ზედმეტი აგრესიები, ზედმეტი სიტყვები... მცირე დროშიც მიხვდება ს. სამადაშვილი და ვინც შევიდა პარლამენტში... რომ შ ე ც დ ო მ ა დაუშვეს...არ შ ე ი ძ ლ ე ბ ა - ლეგიტიმაცია გ ა უ კ ე თ ო - 2012 წლიდან კრემლის დასმულ ადმინისტრაციას... რა და რომელი ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო რეფორმების გამტარებელი, ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს განმავითარებელი - განმამტკიცებლები ესენი არიან, უპირატესად მ ე ნ ტ ა ლ უ რ ა დ?!.. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"არ ვაპირებ უფლება მივცე შენ და შენნაირ მარგინალ და ჩამოწერილ პოლიტიკოსებს, ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიონ" - რა უპასუხა სალომე სამადაშვილმა გია ბარამიძის ბრალდებებს?

"არ ვაპირებ უფლება მივცე შენ და შენნაირ მარგინალ და ჩამოწერილ პოლიტიკოსებს, ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიონ" - რა უპასუხა სალომე სამადაშვილმა გია ბარამიძის ბრალდებებს?

მას მერე, რაც სალომე სამადაშვილმა "ნაციონალური მოძრაობისგან" დამოუკიდებლად გადაწყვიტა ევროკავშირის მედიაციით მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერა, ის თანაპარტიელებისა თუ პარტიის მომხრეების მხრიდან თავდასხმის სამიზნედ იქცა.

ახლახან ამ საკითხზე პოსტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გია ბარამიძემ გამოაქვეყნა.

"გავიგე ქალბატონ სალომე სამადაშვილს გამოუთქვამს ჩემთან სატელევიზიო დებატის სურვილი. ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი სიამოვნებას მომანიჭებს, მაგრამ ნამდვილად საჭიროდ მიმაჩნია საჯაროდ ვუთხრა მას, რასაც მასზე ვფიქრობ მე და ენმ ასიათასობით ის წევრი, ვინც გაკვირვებული და სამართლიანად გაბრაზებულია მის მიერ, პარტიის ასე დემონსტრატიულად (უკაცრავად) ფეხებზე დაკიდებით და ეგრეთწოდებული პრეზიდენტის სასახლეში იმ დოკუმენტზე ხელის მოწერით, რაზეც ჯერ პარტიას თავისი დამოკიდებულება (იმის გამო რომ ნიკა მელია ვაჟკაცურად ციხეში ზის) ჩამოყალიბებული არ აქვს.

ხსენებულ დოკუმენტთან მიმართებაში პარტიაში სხვადასხვა აზრი გვაქვს (რაც ძალიან ხშირად ხდება) და განსხვავებულ აზრთან მიმართებაში ცხადია, არავის ნეგატიური დამოკიდებულება არასდროს გვქონია და არ გვექნება. სერიოზული პრობლემა ქალბატონი სამადაშვილის ქმედებაშია. მან ჩათვალა, რომ გუნდის დაიგნორირება შეუძლია და ვიდრე პარტიის თავმჯდომარე, პრინციპებსა და სიტყვას არ ღალატობს და ჯერ კიდევ ციხეში ზის, მისი საქციელით ივანიშვილის მოღალატურ რეჟიმს, "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, ქედმაღლური და შეურაცხმყოფელი შეფასებების საბაბი (საფუძველი არასდროს ექნებათ) მისცა, თითქოს ჩვენ ჩვენს პრინციპებს ვუღალატეთ და მათ შანტაჟს დავემორჩილეთ. რადგან ქალბატონი სამადაშვილი ამ გზას დაადგა, ცხადია, ჩვენი წევრების დიდმა ნაწილმა მისი პარტიიდან გარიცხვა მოითხოვა, თუმცა მან თვითონ განაცხადა, რომ გუნდს ემშვიდობება, ახლა მაინც გაურკვეველია მისი პარტიის წევრობის საკითხი, რადგან ჩვენს ევროპელ მეგობრებს (ბატონი კუბილიუსი) ჰგონიათ, რომ იგი კვლავაც ენმ-ს წევრია, მეტიც, ზოგი მეტ შეცდომაშიც კია შეყვანილი და ჩათვალეს, რომ მან, ენმ-ს სახელით მოაწერა პარლამეტში შესასვლელ დოკუმენტს ხელი. ასე რომ, ვფიქრობ, ამ და სხვა საკითხებზე გულახდილი და საჯარო საუბარი სასარგებლო იქნება პოზიციების გასარკვევად და ჩვენი საზოგადოებიას და დასავლელი მეგობრების სწორად ინფორმირებისათვის. თუ საქართველოში მოქმედი 3 მთავარი არაქოცური ტელევიზია ("მთავარი", "ტვ პირველი", "ფორმულა") გამოთქვამს სურვილს ამგვარი დისკუსია მოაწყოს, კარგი იქნება", - დაწერა ბარამიძემ.

ბარამიძეს სალომე სამადაშვილმა ამ პოსტის კომენტარშივე უპასუხა და დაწერა:

"მელია რომ გამოვა ციხიდან, მერე დავჯდები შენთან დებატებზე, ჩემო გია. მანამდე არ ვაპირებ უფლება მივცე შენ და შენნაირ მარგინალ, ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიონ. ამნისტიის კანონზე ვმუშაობთ, რომ მელიას ბრალდება მოეხსნას, იქით "ლელოს" ინციატივას ვეხმარები ბრუსელში, რომ ეგება უფრო ადრეც გამოვიდეს. და შენ რას აკეთებ მელიას ციხიდან გამოსაყვანად, მოყევი, მაინტერესებს".

"საკმარისია გაშვერილი თითი 26 მაისს, ფარდულზე ორი მიცვალებულის დამტოვებელი დეპუტატების,  მინისტრების, გულმხურვალე "ნაცებისგან!" - თინა ხიდაშელი

"მიგვატოვა კეთილმა კაცმა..." - როგორ ემშვიდობება რობერტ სტურუა კახი კავსაძეს

"ვინც ეს გააკეთეთ, ყველაზე მეტად ხართ დასჯილები ცხოვრებაში" - ყველასთვის საყვარელი გოგიჩას მანქანა, მისივე დაბადების დღეს გაძარცვეს