პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამჟამინდელი როლით მართლმსაჯულების განვითარება ნაკლებად რეალური ხდება" - უფროსი პროკურორი ზაზა დათუკიშვილი თანამდებობას ტოვებს
"ამჟამინდელი როლით მართლმსაჯულების განვითარება ნაკლებად რეალური ხდება" - უფროსი პროკურორი ზაზა დათუკიშვილი თანამდებობას ტოვებს

უფ­რო­სი პრო­კუ­რო­რი ზაზა და­თუ­კიშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს. რო­გორც ზაზა და­თუ­კიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე წერს, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა აფიქ­რე­ბი­ნებს, რომ "ამ­ჟა­მინ­დე­ლი რო­ლი­თა და რე­სურ­სით ამ ინ­სტი­ტუ­ტის და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა ნაკ­ლე­ბად რე­ა­ლუ­რი ხდე­ბა“, რის გა­მოც პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. მის­ვე გან­მარ­ტე­ბით, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლას სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი­დან გა­აგ­რძე­ლებს.

"რო­გორც თქვენ­თვის ცნო­ბი­ლია, მალე 10 წელი სრულ­დე­ბა, რაც ვმუ­შა­ობ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში უფ­რო­სი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ეს იყო გა­მოწ­ვე­ვე­ბით, სირ­თუ­ლე­ე­ბით, სი­ახ­ლე­ე­ბი­თა და გა­მარ­ჯვე­ბე­ბით სავ­სე 10 წელი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მინ­და გა­მოვ­ყო ბოლო 4 წელი, რო­დე­საც ვიმ­სა­ხუ­რე, რო­გორც ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რორ­მა. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუხლჩა­უხ­რე­ლად ვიბ­რძო­დი ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლოს, რო­გორც მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მარ­თლაც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ჩემს გუნდთან ერ­თად უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნე ამ სფე­რო­ში პრო­კუ­რა­ტუ­რის რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში. ჩვენ მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა ის­ტო­რი­ულ­მა პრო­ცე­სებ­მა შე­უქ­ცე­ვა­დი გა­ხა­და ნა­ფიც მსა­ჯულ­თა ინ­სტი­ტუ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც, ჩემი ღრმა რწმე­ნით, დღეს არის ერთ-ერთი მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, ობი­ექ­ტუ­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ფორ­მა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

თუმ­ცა, 10-წლი­ა­ნი მოღ­ვა­წე­ო­ბის მი­წუ­რულს ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა მა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ამ­ჟა­მინ­დე­ლი რო­ლი­თა და რე­სურ­სით ამ ინ­სტი­ტუ­ტის და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა ნაკ­ლე­ბად რე­ა­ლუ­რი ხდე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე დავ­ტო­ვო პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა, მი­ვი­ღო ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა და გან­ვაგ­რძო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლა აწ უკვე სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი­დან.

მჯე­რა, რომ ჩემი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­აძ­ლი­ე­რებს ად­ვო­კატ­თა კორ­პუსს და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორს, რაც ხელს შე­უ­წყობს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას. ჩემი ახა­ლი ას­პა­რე­ზის შე­სა­ხებ კონ­კრე­ტუ­ლად მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­გა­ტყო­ბი­ნებთ, თუმ­ცა, თა­მა­მად ვა­ცხა­დებ, რომ ეს იქ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ვა­კე­თო ჩემი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე, ვემ­სა­ხუ­რო იდე­ას, რომ­ლი­საც მჯე­რა და ჩემი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა მო­ვახ­მა­რო ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას.

მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ კო­ლე­გას, რომ­ლე­ბიც გულ­წრფე­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის ინ­ტე­რესს! მად­ლო­ბა აშშ-ის სა­ელ­ჩოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ფიც მსა­ჯულ­თა ინ­სტი­ტუ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლი­სა და მხარ­და­ჭე­რის­თვის! იმედს ვი­ტო­ვებ, რომ ძა­ლი­ან მალე ეს ქვე­ყა­ნა მარ­თლაც და­ად­გე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გზას და გახ­დე­ბა ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი ოჯა­ხის წევ­რი!

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ჩემს გუნდს - ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სამ­მარ­თვე­ლოს! მად­ლო­ბა თქვენ მიერ გა­წე­უ­ლი შრო­მი­სა და ბრძო­ლის­თვის! თქვე­ნი შრო­მა იყო და იქ­ნე­ბა ფას­და­უ­დე­ბე­ლი. ვრჩე­ბი თქვენს გულ­შე­მატ­კივ­რად და მჯე­რა, რომ ოდეს­მე ერ­თად ვი­ზე­ი­მებთ ჩვე­ნი სა­ოც­ნე­ბო მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის არ­სე­ბო­ბას.

და ბო­ლოს, წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ თი­თო­ე­ულ პრო­კუ­რორს! პრო­კუ­რო­რო­ბა არ არის მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის მხარ­და­ჭე­რა. პრო­კუ­რო­რო­ბა არის ქვეყ­ნის სამ­სა­ხუ­რი, ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის მო­მა­ვალ­ზე ზრუნ­ვა, და ღირ­სე­ბა, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა დაც­ვა! გი­სურ­ვებთ, დარ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვით თქვე­ნი ფი­ცის ერ­თგულ­ნი!“ - წერს ზაზა და­თუ­კიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zazas
2

მოღვაწეობა რომ უწოდო საქმიანობას, მინიმუმ ილია ჭავჭავაძე ან გოგებაშვილი უნდა გაგახსენდეს, მოღვაწეები. ამდენ ბოდიალს წესიერი განცხადება დაგეწერა და ისე წასულიყავი, კაცურად! მიედ-მოედები რაღაცას. როდის იყო შენნაირები ასწორებდნენ მართლმსაჯულებას.

ნუკრი
3

კიდევ ერთი "კომკავშირელი". ფაქტია კარიერისტები ყოველთვის იქნებიან, მაგრამ ცოტა მაინც არ ტეხავს ასე ღიად დაფიქსირება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"ამჟამინდელი როლით მართლმსაჯულების განვითარება ნაკლებად რეალური ხდება" - უფროსი პროკურორი ზაზა დათუკიშვილი თანამდებობას ტოვებს

"ამჟამინდელი როლით მართლმსაჯულების განვითარება ნაკლებად რეალური ხდება" - უფროსი პროკურორი ზაზა დათუკიშვილი თანამდებობას ტოვებს

უფროსი პროკურორი ზაზა დათუკიშვილი თანამდებობას ტოვებს. როგორც ზაზა დათუკიშვილი "ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, ქვეყანაში შექმნილი ვითარება აფიქრებინებს, რომ "ამჟამინდელი როლითა და რესურსით ამ ინსტიტუტის და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობა ნაკლებად რეალური ხდება“, რის გამოც პროკურორის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მისვე განმარტებით, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის მშენებლობისთვის ბრძოლას სამოქალაქო სექტორიდან გააგრძელებს.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, მალე 10 წელი სრულდება, რაც ვმუშაობ საქართველოს პროკურატურაში უფროსი პროკურორის თანამდებობაზე. ეს იყო გამოწვევებით, სირთულეებით, სიახლეებითა და გამარჯვებებით სავსე 10 წელი. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ბოლო 4 წელი, როდესაც ვიმსახურე, როგორც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პროკურორმა. ამ წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელად ვიბრძოდი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების მართლაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინსტიტუტის განვითარებისთვის. მეამაყება, რომ ჩემს გუნდთან ერთად უდიდესი წვლილი შევიტანე ამ სფეროში პროკურატურის როლის გაძლიერებაში. ჩვენ მიერ ჩატარებულმა ისტორიულმა პროცესებმა შეუქცევადი გახადა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარება, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, დღეს არის ერთ-ერთი მიუკერძოებელი, ობიექტური და სამართლიანი მართლმსაჯულების ფორმა ჩვენს ქვეყანაში.

თუმცა, 10-წლიანი მოღვაწეობის მიწურულს ქვეყანაში შექმნილი ვითარება მაფიქრებინებს, რომ ამჟამინდელი როლითა და რესურსით ამ ინსტიტუტის და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობა ნაკლებად რეალური ხდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავტოვო პროკურორის თანამდებობა, მივიღო ახალი გამოწვევა და განვაგრძო დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის მშენებლობისთვის ბრძოლა აწ უკვე სამოქალაქო სექტორიდან.

მჯერა, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ადვოკატთა კორპუსს და სამოქალაქო სექტორს, რაც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის განვითარებას. ჩემი ახალი ასპარეზის შესახებ კონკრეტულად მოგვიანებით შეგატყობინებთ, თუმცა, თამამად ვაცხადებ, რომ ეს იქნება შესაძლებლობა ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე, ვემსახურო იდეას, რომლისაც მჯერა და ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას.

მადლობა ყველა იმ კოლეგას, რომლებიც გულწრფელად ემსახურებიან ქვეყნისა და ხალხის ინტერესს! მადლობა აშშ-ის საელჩოს საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის! იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე ეს ქვეყანა მართლაც დაადგება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მართლმსაჯულების განვითარების გზას და გახდება ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი!

განსაკუთრებული მადლობა ჩემს გუნდს - ნაფიც მსაჯულთა სამმართველოს! მადლობა თქვენ მიერ გაწეული შრომისა და ბრძოლისთვის! თქვენი შრომა იყო და იქნება ფასდაუდებელი. ვრჩები თქვენს გულშემატკივრად და მჯერა, რომ ოდესმე ერთად ვიზეიმებთ ჩვენი საოცნებო მართლმსაჯულების სისტემის არსებობას.

და ბოლოს, წარმატებას ვუსურვებ თითოეულ პროკურორს! პროკურორობა არ არის მხოლოდ სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. პროკურორობა არის ქვეყნის სამსახური, ქვეყნისა და ხალხის მომავალზე ზრუნვა, და ღირსება, რომელსაც სჭირდება დაცვა! გისურვებთ, დარჩენილიყავით თქვენი ფიცის ერთგულნი!“ - წერს ზაზა დათუკიშვილი.

ზუგდიდში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან დიდი ოდენობით ფული მოიპარა

ზუგდიდის სასამართლომ არასრულწლოვნის სექსუალური შევიწროებისათვის პირს 600 ლარიანი ჯარიმა დაუწერა

"ერთი გოგო გონების დაკარგვამდე უცემია, მეორე ყელში დაუჭრია, გაგიჟებული ვარ" - ანი სუბელიანის ინფორმაციით, კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს თავს დაესხნენ