ავტორი:

"რატომ არავინ გაფრთხილებს, რომ ორსულობა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც განიცდის ქალი, რომელმაც ეს-ესაა იმშობიარა" - რას წერს სოფო შევარდნაძე შვილის გაჩენის შემდეგ

"რატომ არავინ გაფრთხილებს, რომ ორსულობა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც განიცდის ქალი, რომელმაც ეს-ესაა იმშობიარა" - რას წერს სოფო შევარდნაძე შვილის გაჩენის შემდეგ

მას მერე, რაც დედა გახდა, 42 წლის ტელეწამყვანი სოფო შევარდნაძე ერთგვარ დედობის დღიურს აწარმოებს "ინსტაგრამზე". ამჯერად დაწერა იმაზე, რისთვისაც არ იყო მზად ორსულობის პერიოდიდან - მშობიარობის შემდგომ ემოციებზე:

"თითქმის ერთი თვე გავიდა მას მერე, რაც ახალ სამყაროში დავიწყე ცხოვრება! დაგპირდით, რომ გაგიზიარებდით დედობის შეგრძნებებს. ბევრს ვფიქრობ ამაზე. დიახ, ერთ წამში სრულიად იცვლება ყველა ცხოვრებისეული პრიორიტეტი. იბადება ადამიანი თავისი ბედით და რაც არ უნდა გაფრთხილებდნენ, რომ "საკუთარი თავი არ უნდა დაივიწყო", "იცხოვრო შენთვის", მთელი არსებით გრძნობ, რომ ახლა მისი ცხოვრებისეული გზა შენსაზე პრიორიტეტულია.

დედობა მართლაც აღმოჩნდა შეუდარებელი ბედნიერება. ალბათ უფრო შეგრძნებაც, რომლისთვისაც ჯერ არ მოუფიქრებიათ არც ერთი სიტყვა, სრულად რომ აღწერდეს მას. ეს არის გრძნობა აბსოლუტური სისავსისა და რწმენისა, რომ აი ახლა შენი მთავარი მიზანი ცხოვრებაში მიღწეულია. უსაზღვროდ მადლიერი ვარ, რომ მსოფლიოში ყველაზე საოცარი ბავშვის დედა გავხდი.

ახლა კი მინდა გიამბოთ იმაზე, რაზეც რატომღაც არაა მიღებული საუბარი.

მაშ ასე, რატომ არავინ გაფრთხილებს, რომ ორსულობა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც გრძნობს, განიცდის და ფიქრობს ქალი, რომელმაც ეს-ესაა იმშობიარა?... განაგრძეთ კითხვა

სნუპ დოგი "ინსტაგრამზე" ქართველების ცეკვის ვიდეოს აქვეყნებს - რას წერენ უცხოელები და როგორ გახდა აჭარული ცეკვა კიდევ უფრო პოპულარული

"ეს უკვე მართლა ფინიშის ხაზზე გასვლას ნიშნავს" - რას წერს ზურაბ გურული კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის წამლის შესახებ

"ჯიპები კი არა, ორხიდიანი მანქანები... მე ჯიპი არ მყავს, "ტოიოტა" მყავს" - მეუფე ნიკოლოზი