მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ ოპერაცია დროულად არ ჩატარდა, თომამ შეიძლება ვეღარ გაიაროს - 3 წლის ბიჭუნას დახმარება სჭირდება
თუ ოპერაცია დროულად არ ჩატარდა, თომამ შეიძლება ვეღარ გაიაროს - 3 წლის ბიჭუნას დახმარება სჭირდება

3 წლის თო­მას უკ­ვირს, როცა მშობ­ლე­ბი სირ­ბილს უშ­ლი­ან. დედ-მამა უხ­სნის, რომ ერთხე­ლაც, ექი­მე­ბი და­ა­ძი­ნე­ბენ, მალე გა­იღ­ვი­ძებს და შემ­დეგ შე­ეძ­ლე­ბა რამ­დე­ნიც უნდა ირ­ბი­ნოს და ითა­მა­შოს... თუმ­ცა, მა­ნამ­დე მან და მის­მა მშობ­ლებ­მა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, თო­მას ჯან­მრთე­ლი მო­მავ­ლის­თვის ერთი დიდი და მძი­მე ნა­ბი­ჯი უნდა გა­დად­გან.

მა­ი­კო გა­მა­ხა­რია, თო­მას დედა:

- თო­მას და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე, სამ­შო­ბი­ა­როს პე­დი­ატრმა შე­ამ­ჩნია ტერფზე პრობ­ლე­მა - ფე­ხის თი­თე­ბი მოხ­რი­ლი ჰქონ­და, გვი­თხრეს, - მა­სა­ჟი დას­ჭირ­დე­ბა, მეტი არა­ფე­რიო. სამი თვის რომ გახ­და, ორ­თო­პედ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი ფეხ­საც­მე­ლი გა­მო­უ­წე­რა, რო­მე­ლიც იქამ­დე ეცვა, ვიდ­რე წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის არ გახ­და. პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბიც თა­ვი­სუფ­ლად გა­ი­ა­რა, თუმ­ცა, ორ­თო­პედ­თან დაგ­ვყავ­და, მა­სა­ჟე­ბი და ვარ­ჯი­შიც არ შეგ­ვი­წყვე­ტია.

ორი წლის რომ გახ­და, შე­ვამ­ჩნი­ეთ, რომ გარ­და იმი­სა, მარ­ცხე­ნა ფეხი შიგ­ნით შეჰ­ქონ­და, კოჭ­ლო­ბაც და­ი­წყო, ით­რევ­და და და­უწ­ვრილ­და, ანუ ისე ვერ ვი­თარ­დე­ბო­და, რო­გორც მარ­ჯვე­ნა. ექიმ­მა რომ ნახა, ხერ­ხე­მალ­ზე ტო­მოგ­რა­ფია გა­და­უ­ღო და ნე­ი­რო­ქი­რურგთან გაგ­ვიშ­ვა. სხვა­დას­ხვა სა­ხის კვლე­ვა ჩა­ვუ­ტა­რეთ და აღ­მოჩ­ნდა, რომ თო­მას ხერ­ხემ­ლის და­ა­ვა­დე­ბა სპი­ნა ფი­ბი­და ჰქონ­და. მა­შინ პირ­ვე­ლად გა­ვი­გე ამ და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ... ხერ­ხემ­ლის მა­ლე­ბი არას­წო­რად არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და სხე­უ­ლი იმ ფეხ­ზე აწ­ვე­ბა, რო­მე­ლიც აწუ­ხებს. ექიმ­მა, ოპე­რა­ცი­ის­თვის ჯერ პა­ტა­რა არი­სო და ისევ ვარ­ჯი­ში, მა­სა­ჟი და ურე­კის ქვი­შა გა­მო­უ­წე­რა...

- შე­დე­გი არ იყო?

- არა­ფე­რი, ფეხი კი­დევ უფრო და­უწ­ვრილ­და და უფრო მე­ტად ით­რევ­და. ბავ­შვის მო­ნა­ცე­მე­ბი თურ­ქეთ­ში, სტამ­ბოლ­ში არ­სე­ბულ "მე­დი­კალ პარკში" გავ­გზავ­ნეთ. პა­სუ­ხი მოგ­ვი­ვი­და, - ბავ­შვი სას­წრა­ფოდ სა­ო­პე­რა­ცი­ოა, ზრდა­სა და ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, ხერ­ხე­მა­ლი თუ უფრო გა­უმ­რუდ­დე­ბა, რაც ქვე­და კი­დუ­რე­ბის მო­წყვე­ტას გა­მო­იწ­ვევს და ვე­ღარ გა­ივ­ლი­სო. მხრებ­ში რომ თან­და­თან იხ­რე­ბა, თვალ­სა­ჩი­ნოა. მაქ­სი­მუმ თვე­ნა­ხე­ვა­რი მოგ­ვცეს დრო, წი­ნა­სა­ო­პე­რა­ციო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა, 12 ათა­სი დო­ლა­რი ღირს...

პა­ტა­რა თო­მას ოჯახს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბის იმე­დი აქვს, მის­თვის 1 ლა­რიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რათა საკ­მა­რი­სი თან­ხა შეგ­როვ­დეს და ბავ­შვმა სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბა შეძ­ლოს.

მიმ­ღე­ბის ან­გა­რი­ში:

სა­ქარ­თვე­ლის ბან­კი: GE81BG0000000752194000

თი-ბი-სი ბან­კი: GE86TB7373345061600008

ლი­ბერ­თი ბან­კი GE02LB0211111704816000

მიმ­ღე­ბი: კახა გა­მა­ხა­რია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zura
0

აუცილებლად ჯანმრთელად იქნები ჩემო ლამაზო ბიჭო, მე კიდე ისევ თვის ბოლომდე გასატანი ნასესხები ფულიდან მცირედს შენ ჩაგირიცხავ :)

ზურა
0

გენაცვალე, მატერიალურად ვერ ვარძლიერად, მითუმეტეს ამ პანდემიის პირობებში, მაგრამ სიმბოლურად მაინც ჩაგირიცხავ მცირე თანხას. ჯანმრთელად იყავი და დიდი ბიჭი გაიზარდე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

თუ ოპერაცია დროულად არ ჩატარდა, თომამ შეიძლება ვეღარ გაიაროს - 3 წლის ბიჭუნას დახმარება სჭირდება

თუ ოპერაცია დროულად არ ჩატარდა, თომამ შეიძლება ვეღარ გაიაროს - 3 წლის ბიჭუნას დახმარება სჭირდება

3 წლის თომას უკვირს, როცა მშობლები სირბილს უშლიან. დედ-მამა უხსნის, რომ ერთხელაც, ექიმები დააძინებენ, მალე გაიღვიძებს და შემდეგ შეეძლება რამდენიც უნდა ირბინოს და ითამაშოს... თუმცა, მანამდე მან და მისმა მშობლებმა, საზოგადოების დახმარებით, თომას ჯანმრთელი მომავლისთვის ერთი დიდი და მძიმე ნაბიჯი უნდა გადადგან.

მაიკო გამახარია, თომას დედა:

- თომას დაბადებისთანავე, სამშობიაროს პედიატრმა შეამჩნია ტერფზე პრობლემა - ფეხის თითები მოხრილი ჰქონდა, გვითხრეს, - მასაჟი დასჭირდება, მეტი არაფერიო. სამი თვის რომ გახდა, ორთოპედმა სპეციალური ფეხსაცმელი გამოუწერა, რომელიც იქამდე ეცვა, ვიდრე წელიწადნახევრის არ გახდა. პირველი ნაბიჯებიც თავისუფლად გაიარა, თუმცა, ორთოპედთან დაგვყავდა, მასაჟები და ვარჯიშიც არ შეგვიწყვეტია.

ორი წლის რომ გახდა, შევამჩნიეთ, რომ გარდა იმისა, მარცხენა ფეხი შიგნით შეჰქონდა, კოჭლობაც დაიწყო, ითრევდა და დაუწვრილდა, ანუ ისე ვერ ვითარდებოდა, როგორც მარჯვენა. ექიმმა რომ ნახა, ხერხემალზე ტომოგრაფია გადაუღო და ნეიროქირურგთან გაგვიშვა. სხვადასხვა სახის კვლევა ჩავუტარეთ და აღმოჩნდა, რომ თომას ხერხემლის დაავადება სპინა ფიბიდა ჰქონდა. მაშინ პირველად გავიგე ამ დაავადების შესახებ... ხერხემლის მალები არასწორად არის განვითარებული და სხეული იმ ფეხზე აწვება, რომელიც აწუხებს. ექიმმა, ოპერაციისთვის ჯერ პატარა არისო და ისევ ვარჯიში, მასაჟი და ურეკის ქვიშა გამოუწერა...

- შედეგი არ იყო?

- არაფერი, ფეხი კიდევ უფრო დაუწვრილდა და უფრო მეტად ითრევდა. ბავშვის მონაცემები თურქეთში, სტამბოლში არსებულ "მედიკალ პარკში" გავგზავნეთ. პასუხი მოგვივიდა, - ბავშვი სასწრაფოდ საოპერაციოა, ზრდასა და ასაკის მატებასთან ერთად, ხერხემალი თუ უფრო გაუმრუდდება, რაც ქვედა კიდურების მოწყვეტას გამოიწვევს და ვეღარ გაივლისო. მხრებში რომ თანდათან იხრება, თვალსაჩინოა. მაქსიმუმ თვენახევარი მოგვცეს დრო, წინასაოპერაციო გამოკვლევები და ქირურგიული ჩარევა, 12 ათასი დოლარი ღირს...

პატარა თომას ოჯახს საზოგადოების დახმარების იმედი აქვს, მისთვის 1 ლარიც მნიშვნელოვანია, რათა საკმარისი თანხა შეგროვდეს და ბავშვმა სრულფასოვანი ცხოვრება შეძლოს.

მიმღების ანგარიში:

საქართველის ბანკი: GE81BG0000000752194000

თი-ბი-სი ბანკი: GE86TB7373345061600008

ლიბერთი ბანკი GE02LB0211111704816000

მიმღები: კახა გამახარია.