სამართალი

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სექსუალური ორიენტაციის გამო მუქარის და იძულების, ასევე კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს
სექსუალური ორიენტაციის გამო მუქარის და იძულების, ასევე კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის გამო შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით მუ­ქა­რის და იძუ­ლე­ბის, ასე­ვე კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვის ფაქ­ტზე ო.ი.-ს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2021 წლის 20 აპ­რილს, ქ. თბი­ლის­ში ო.ი.-მ, სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის გამო, შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით ქ.ე.-ს და ნ.უ.-ს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვა, ხოლო ნ.უ.-ს და­ნის სხე­ულ­თან ახ­ლოს დე­მონ­სტრი­რე­ბით, სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქ­რა.

ო.ი.-მ ასე­ვე ნ.უ-ს, რო­მე­ლიც მისი კუთ­ვნი­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით ვი­დეო გა­და­ღე­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­და, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი წა­არ­თვა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­აღ­წია მას­ში და მისი მოქ­მე­დე­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი წა­შა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ო.ი. 2021 წლის 21 აპ­რილს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 150-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (იძუ­ლე­ბა), 151-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (მუ­ქა­რა) და 284-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თო შეღ­წე­ვა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 2 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღონსძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უწყე­ბა დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე მკაცრ პო­ლი­ტი­კას ატა­რებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლებ­ზე საპ­რო­ცე­სო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი პრო­კუ­რო­რე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

სექსუალური ორიენტაციის გამო მუქარის და იძულების, ასევე კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

სექსუალური ორიენტაციის გამო მუქარის და იძულების, ასევე კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ორიენტაციის გამო შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის და იძულების, ასევე კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე ო.ი.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 20 აპრილს, ქ. თბილისში ო.ი.-მ, სექსუალური ორიენტაციის გამო, შეუწყნარებლობის მოტივით ქ.ე.-ს და ნ.უ.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, ხოლო ნ.უ.-ს დანის სხეულთან ახლოს დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ო.ი.-მ ასევე ნ.უ-ს, რომელიც მისი კუთვნილი მობილური ტელეფონით ვიდეო გადაღებას ახორციელებდა, მობილური ტელეფონი წაართვა, დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ შეაღწია მასში და მისი მოქმედებების ამსახველი ვიდეოჩანაწერი წაშალა.

სამართალდამცველებმა ო.ი. 2021 წლის 21 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართო შეღწევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონსძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

პროკურატურის ინფორმაციით, უწყება დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მკაცრ პოლიტიკას ატარებს. აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ფაქტზე ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ - პროკურატურის განცხადება

პოლიციამ ოზურგეთში დაკარგული 17 წლის გოგონა იპოვა

თბილისში 14 წლის გოგონა ბებიის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს