კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოპოზიციური პარტიები გოგი წულაიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და "პოლიტიკური ანგარიშსწორების“ შეწყვეტას ითხოვენ
ოპოზიციური პარტიები გოგი წულაიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და "პოლიტიკური ანგარიშსწორების“ შეწყვეტას ითხოვენ

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი გოგი წუ­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბუ­ლი "პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის“ შე­წყვე­ტას ითხო­ვენ და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ.

"ერთ თვე­ზე მეტი გა­ვი­და, მას შემ­დეგ, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძის ჩა­ნა­წე­რე­ბი მო­ის­მი­ნა. აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი იყო იმის გა­გე­ბა თუ რა ფორ­მით და რო­გორ ემუქ­რე­ბოდ­ნენ, ამ­ცი­რებ­დნენ და ახ­დენ­დნენ ზე­წო­ლას ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვის წევ­რე­ბი ადა­მი­ა­ნებ­ზე, მათ შო­რის არას­რულ­წლოვ­ნებ­ზე, მხო­ლოდ იმის­თვის რომ ბე­რას მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი ან უცენ­ზუ­რო ში­ნა­არ­სის პოს­ტი და­წე­რეს ფე­ის­ბუქ­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი ივა­ნიშ­ვი­ლის ვა­ჟის და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მათი უშუ­ა­ლო მი­თი­თე­ბით ხდე­ბო­და.

ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ჯა­როდ და­ა­დას­ტუ­რა ის რაც მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ტვ "პირ­ვე­ლის“ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან გა­ი­გეს. სა­ჯა­როდ ცნო­ბი­ლი გახ­და ბრალ­დე­ბე­ბი ბევ­რი სხვა ანა­ლო­გი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ.

ამ ყვე­ლაფ­რით პრო­კუ­რა­ტუ­რა არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა, მათ არა­ვინ და­უ­კი­თხავთ და არაფ­რის გარ­კვე­ვა არ უც­დი­ათ, გარ­და ერ­თი­სა - ისი­ნი კა­ნონ­დარ­ღვე­ვით ცდი­ლობ­დნენ ტვ პირ­ვე­ლი­დან კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი მა­სა­ლის ამო­ღე­ბას და ჩა­ნა­წე­რის გავ­რცე­ლე­ბის პირ­ველ­წყა­როს გა­გე­ბას. ეს მი­უ­თი­თებს რომ მთე­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლებ­ლო ვერ­ტი­კა­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯა­ხის სა­დამ­სჯე­ლო ჯგუ­ფია.

სწო­რედ ამ ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას მოჰ­ყვა გოგი წუ­ლა­ი­ას და­პა­ტიმ­რე­ბა, რო­მელ­მაც ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, სა­ჯა­როდ სიმ­ბო­ლუ­რი სა­ხით გა­მო­უ­ცხა­და სო­ლი­და­რო­ბა მათ ვინც ბე­რას კრი­ტი­კის გამო და­ი­სა­ჯა.

ჩვენ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად ვუდ­გე­ბით ნე­ბის­მი­ერ ბრალ­დე­ბას ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ. ამ გან­ცხა­დე­ბით არ ვა­პი­რებთ ავ­ტო­მა­ტუ­რად ეჭვქვეშ და­ვა­ყე­ნოთ მომ­ჩი­ვა­ნის მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი, მაგ­რამ ის ფაქ­ტი რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნით და მორ­ჩი­ლი სა­სა­მარ­თლოს დას­ტუ­რით, გოგი წუ­ლა­ი­ას აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და როცა ანა­ლო­გი­უ­რი ბრალ­დე­ბე­ბის დროს პრაქ­ტი­კუ­ლად არას­დროს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის ეს ფორ­მა არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, უდა­ვოდ მი­უ­თი­თებს შერ­ჩე­ვით სა­მარ­თალ­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კურ მო­ტივ­ზე.

ეს ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს რამ­დე­ნად სა­ში­შია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის, რად­გან ის ემ­სა­ხუ­რე­ბა ოლი­გარ­ქის ოჯა­ხის პი­რად ინ­ტე­რე­სებს და მზა­დაა შუ­რის­ძი­ე­ბის ია­რა­ღად იქ­ცეს სწო­რედ ამ ოჯა­ხის წევრთა ხელ­ში“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც ხელს აწე­რენ: "ახა­ლი ქრის­ტი­ან დე­მოკ­რა­ტე­ბი“, "გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“, "გირ­ჩი-მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ "ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი“, "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“, "ემ­სა­ხუ­რე სა­ქარ­თვე­ლოს“, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, "ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა“, "ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია“, "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო“, "კა­ნო­ნი და სა­მარ­თა­ლი“, "ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია“, "მოძ­რა­ო­ბა დროა“, "პროგ­რე­სი და თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის“, "სა­მო­ქა­ლა­ქო ალი­ან­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის“, "სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტარ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, "სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხი­სათ­ვის“, "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“, "ქარ­თუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი“, "ქრის­ტი­ან დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა“, "ქრის­ტი­ან კონ­სერ­ვა­ტუ­ლი პარ­ტია“.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გლახო
20

აი გოგი წულაიობაა დღევანდელი ოპოზიცია! მეტი დონე რომ არაა მათში ამიტომ ვართ ასეთ დღეში!

ამასაც კაცი ჰქვია?
20

ეს არ არის ანგარიშსწორება, მიიღო ის რასაც იმსახურებდა, ერთი ცანცარა, უავტორიტეტო კაცია, რომელიც, თავისი უხამსი გამოხტომებით ცდილობს ყურადღების მიქცევას. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ოპოზიციური პარტიები გოგი წულაიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და "პოლიტიკური ანგარიშსწორების“ შეწყვეტას ითხოვენ

ოპოზიციური პარტიები გოგი წულაიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და "პოლიტიკური ანგარიშსწორების“ შეწყვეტას ითხოვენ

ოპოზიციური პარტიები გოგი წულაიას წინააღმდეგ წარმოებული "პოლიტიკური ანგარიშსწორების“ შეწყვეტას ითხოვენ და ამასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"ერთ თვეზე მეტი გავიდა, მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერები მოისმინა. აღმაშფოთებელი იყო იმის გაგება თუ რა ფორმით და როგორ ემუქრებოდნენ, ამცირებდნენ და ახდენდნენ ზეწოლას ივანიშვილის გარემოცვის წევრები ადამიანებზე, მათ შორის არასრულწლოვნებზე, მხოლოდ იმისთვის რომ ბერას მიმართ კრიტიკული ან უცენზურო შინაარსის პოსტი დაწერეს ფეისბუქზე. ეს ყველაფერი ივანიშვილის ვაჟის და საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მონაწილეობით, მათი უშუალო მითითებით ხდებოდა.

ბერა ივანიშვილმა საჯაროდ დაადასტურა ის რაც მოქალაქეებმა ტვ "პირველის“ მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერებიდან გაიგეს. საჯაროდ ცნობილი გახდა ბრალდებები ბევრი სხვა ანალოგიური შემთხვევების შესახებ.

ამ ყველაფრით პროკურატურა არ დაინტერესებულა, მათ არავინ დაუკითხავთ და არაფრის გარკვევა არ უცდიათ, გარდა ერთისა - ისინი კანონდარღვევით ცდილობდნენ ტვ პირველიდან კონფიდენციალური მასალის ამოღებას და ჩანაწერის გავრცელების პირველწყაროს გაგებას. ეს მიუთითებს რომ მთელი სახელისუფლებლო ვერტიკალი ივანიშვილის ოჯახის სადამსჯელო ჯგუფია.

სწორედ ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას მოჰყვა გოგი წულაიას დაპატიმრება, რომელმაც ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, საჯაროდ სიმბოლური სახით გამოუცხადა სოლიდარობა მათ ვინც ბერას კრიტიკის გამო დაისაჯა.

ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამ განცხადებით არ ვაპირებთ ავტომატურად ეჭვქვეშ დავაყენოთ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები, მაგრამ ის ფაქტი რომ პროკურატურის მოთხოვნით და მორჩილი სასამართლოს დასტურით, გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად საშიშია "ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ის ემსახურება ოლიგარქის ოჯახის პირად ინტერესებს და მზადაა შურისძიების იარაღად იქცეს სწორედ ამ ოჯახის წევრთა ხელში“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: "ახალი ქრისტიან დემოკრატები“, "გამარჯვებული საქართველო“, "გირჩი-მეტი თავისუფლება“ "ევროპული დემოკრატები“, "ევროპული საქართველო“, "ემსახურე საქართველოს“, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“, "ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, "თავისუფალი საქართველო“, "კანონი და სამართალი“, "ლეიბორისტული პარტია“, "მოძრაობა დროა“, "პროგრესი და თავისუფლება“, "სამართლიანობისთვის“, "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“, "საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება“, "სახელმწიფო ხალხისათვის“, "სტრატეგია აღმაშენებელი“, "ქართული არჩევანი“, "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“, "ქრისტიან კონსერვატული პარტია“.

"ღარიბაშვილმა, რომელსაც თავმოყვარეობა არ გააჩნია, სიტყვა "სირცხვილს" რომ ახსენებს სარკეში ჩაიხედოს" - თინა ბოკუჩავა

"საერთაშორისო პარტნიორები ყოველდღე მიგვანიშნებენ სასამართლო სისტემაში გავლენის ჯგუფების არსებობაზე" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი?

რა წერია ღია წერილში, რომელსაც კარლ ჰარცელი და კენი დეგნანი 19-21 ივნისის აქციაზე დაზარალებულებს უგზავნიან