კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობა, ბოლო 41 წლის განმავლობაში, დღეს ყველაზე გაუარესებულია - "ნერვებიც და რესურსებიც აშშ-ს ცალსახად მეტი აქვს“
ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობა, ბოლო 41 წლის განმავლობაში, დღეს ყველაზე გაუარესებულია - "ნერვებიც და რესურსებიც აშშ-ს ცალსახად მეტი აქვს“

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის 2019 წლის ივ­ნი­სის გან­ცხა­დე­ბა, რომ მოს­კოვ­სა და ვა­შინგტონს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უკან-უკან მი­დის და უა­რეს­დე­ბა, ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, ახლა ცხად­დე­ბა. ეს­პა­ნუ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის, El Mundo-ს შე­ფა­სე­ბით კი, ამ­ჟა­მად აშშ-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში უკა­ნას­კნე­ლი 41 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ცუდი მო­მენ­ტი დგას.

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის მიერ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, რუ­სე­თი და აშშ სტრა­ტე­გი­უ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის შემ­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის (New START) გა­ნახ­ლე­ბა­ზე შე­თან­ხმდნენ, თუმ­ცა ექ­სპერ­ტებს არ სჯე­რათ, რომ ეს ნა­ბი­ჯი ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის დათ­ბო­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი იყო. New START-ის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა რუ­სეთ­სა და აშშ-ს 1550-ზე მეტი სტრა­ტე­გი­უ­ლი ბირ­თვუ­ლი ქო­ბი­ნის გან­თავ­სე­ბა­ში ზღუ­დავს.

  • შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა შე­მობ­რუ­ნე­ბა ბა­ი­დე­ნის ეპო­ქა­ში?

აშშ-ს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დროს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ხში­რად და­დე­ბით კონ­ტექ­სტში ლა­პა­რა­კობ­და პუ­ტინ­ზე და მას­თან ერ­თად 2018 წელს სა­მი­ტიც კი ჩა­ა­ტა­რა, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არ­სე­ბი­თი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა არ მომ­ხდა­რა, პი­რი­ქით, კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­და სი­რი­ის, ერა­ყის, ია­რა­ღის კონ­ტრო­ლის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის, კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის და სხვა სა­კი­თხე­ბის გამო. რუ­სეთ­მა ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აღ­წე­რა, რო­გორც "ძა­ლი­ან ცუდი" და "კო­ლაფ­სის წი­ნა­შე მდგო­მი“.

ბა­ი­დენ­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ გა­აკ­რი­ტი­კა და გა­მო­ხა­ტა თა­ვი­სი მკაც­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სე­თის მი­მართ. მან რუ­სე­თი შე­ა­ფა­სა, რო­გორც აშშ-სთვის ყვე­ლა­ზე დიდი საფრ­თხე და თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ აშ­კა­რად გა­მო­ხა­ტა, რომ რუ­სე­თის მი­მართ ტრამ­პის ეპო­ქის პო­ლი­ტი­კას შეც­ვლის.

უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ, რომ ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ძი­რი­თა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და და რუ­სეთ­ზე ისი­ნი კვლავ გულ­მო­სუ­ლე­ბი არი­ან ყი­რი­მის სა­კი­თხის გამო. ამ დრომ­დე, ისი­ნი 2016 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­საც რუ­სე­თის მიერ არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვას უკავ­ში­რე­ბენ. ამ ყვე­ლაფ­რის გარ­და, ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას გულ­ზე რუ­სე­თი სა­ერ­თოდ არ ეხა­ტე­ბა.

ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში აღე­ბის შემ­დეგ, ბა­ი­დე­ნი და­ეს­წრო დიდი შვი­დე­უ­ლის (G7) სა­მიტს, ისე­ვე, რო­გორც მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ას; ასე­ვე, ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი პარტნი­ო­რო­ბის აღ­დგე­ნი­სა და გან­მტკი­ცე­ბი­სა და რუ­სეთ­ზე ერ­თობ­ლი­ვი ზე­წო­ლის მოხ­დე­ნის მიზ­ნით ევ­რო­კავ­შირ­თან და ნატო-სთან კო­მუ­ნი­კა­ცია გა­ზარ­და.

2 მარტს, შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა და ევ­რო­კავ­შირ­მა რუსი ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის ალექ­სეი ნა­ვალ­ნის საქ­მის გამო სან­ქცი­ე­ბი და შე­ზღუდ­ვე­ბი და­ა­წე­სეს. კრემ­ლმა სან­ქცი­ებს ”მტრუ­ლი ან­ტი­რუ­სუ­ლი თავ­დას­ხმა” უწო­და და სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­დის პი­რო­ბა დადო.

ამის შემ­დეგ, 15 აპ­რილს აშშ-მა რუ­სეთს კვლავ ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა - ეს პა­სუ­ხი იყო ნა­წი­ლობ­რივ მოს­კო­ვის მიერ ამე­რი­კის არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვა­ზე, მე­ო­რე მხრივ კი, კრემლთან და­კავ­ში­რე­ბულ კი­ბერ­შე­ტე­ვებ­ზე (SolarWinds cyberattack), რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც აშშ-ს მთავ­რო­ბის მრა­ვალ ქსელ­ში მოხ­და შეჭ­რა.

ბა­ი­დენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი არ ცდი­ლობს რუ­სეთ­თან "ეს­კა­ლა­ცი­ი­სა და კონ­ფლიქ­ტის წრე­ში" შეს­ვლას, არა­მედ, ცდი­ლობს, რომ ორი­ვე ქვე­ყა­ნამ და­ძა­ბუ­ლო­ბა მარ­თოს და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ერ­თად იმუ­შა­ვოს. თუმ­ცა პრე­ზი­დენ­ტმა ისიც თქვა, რომ რუს კო­ლე­გას­თან, პუ­ტინ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ აშშ-ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ ნე­ბის­მი­ერ ქმე­დე­ბას პრო­პორ­ცი­უ­ლი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა.

  • რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ყვე­ლა­ზე უა­რე­სი სცე­ნა­რის შემ­თხვე­ვა­ში?

ექ­სპერ­ტე­ბის პროგ­ნო­ზით, აშშ რუ­სე­თის მი­მართ მკაცრ პო­ზი­ცი­ას ვე­ღარ შეც­ვლის, ხოლო ყვე­ლა­ზე ცუდი შე­იძ­ლე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბის მთლი­ა­ნი გა­წყვე­ტა იყოს.

აშშ-მა რუ­სეთს რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა, მას შემ­დეგ, რაც აშშ-ის დაზ­ვერ­ვამ 17 მარტს გა­მო­აქ­ვეყ­ნა დას­კვნა, რომ პუ­ტინ­მა და­უშ­ვა იმგვა­რი ოპე­რა­ცი­ე­ბით მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც ტრამ­პის ხე­ლახ­ლა არ­ჩე­ვას შე­უ­წყობ­და ხელს. რა თქმა უნდა, კრემ­ლმა ან­გა­რი­ში, რო­გორც "სა­ფუძ­ვლის არმ­ქო­ნე", უარ­ჰყო.

სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სე­თის ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რის მი­მართ ამე­რი­კა კი­დევ და­ა­წე­სებს სან­ქცი­ებს და შე­საძ­ლოა, სამ­ხედ­რო წვრთვნე­ბი გა­ი­ზარ­დოს ისეთ ად­გი­ლებ­ში, რო­გო­რი­ცაა ბალ­ტი­ი­სა და შავი ზღვე­ბი. თუმ­ცა, ორი­ვე მხა­რე შე­ეც­დე­ბა, სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ფლიქ­ტი და უკონ­ტრო­ლო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი თა­ვი­დან აი­ცი­ლოს.

რუ­სე­თი-აშშ-ის ურ­თი­ერ­თო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­უ­ა­რე­სე­ბა 17 მარტს მოხ­და, მას შემ­დეგ, რაც ბა­ი­დენ­მა ამე­რი­კულ ABC News-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ჟურ­ნა­ლისტს და­დე­ბი­თად უპა­სუ­ხა კი­თხვა­ზე - არის თუ არა პუ­ტი­ნი მკვლე­ლი. ამას რუ­სეთ­მა ვა­შინგტონ­ში ელ­ჩის კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის გა­მოხმო­ბით უპა­სუ­ხა. ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, რუ­სე­თის პო­ზი­ცი­აა, რომ თუ აშშ-ს ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა უნდა, რუ­სე­თი მზა­დაა, "ფეხი გაზს და­ა­ჭი­როს", და ყვე­ლა­ზე ცუდი ის სცე­ნა­რი იქ­ნე­ბა, თუ რუ­სე­თი ამე­რი­კას­თან დიპ­ლო­მა­ტი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებს სრუ­ლად გა­წყვეტს.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ექ­სპერ­ტი, გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ მი­უ­ხე­და­ვად სა­კი­თხე­ბის სიმ­რავ­ლი­სა, რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა, აშშ-სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვა ინიშ­ნე­ბო­დეს, მთა­ვა­რი მა­ინც მათი სა­პი­რის­პი­რო ინ­ტე­რე­სე­ბია ევ­რო­პა­ში.

“როცა ვა­ფა­სებთ ამე­რი­კა-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბებს, ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ და­ძა­ბუ­ლა პა­ტა­რა სა­კი­თხე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ბევ­რი ცალ­კე­ულ ეპი­ზო­დებს გა­მოჰ­ყოფს ხოლ­მე, რა­საც ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბის მი­ზე­ზად მო­ი­აზ­რებს, მაგ­რამ მთა­ვა­რი ისაა, რომ ზო­გა­დად, რუ­სულ და ამე­რი­კულ პრო­ექ­ტებს შო­რის ფუნ­და­მენ­ტუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ­სე­ბობს, ამ ორი სახ­ლემ­წი­ფოს ინ­ტე­რე­სი არ ემ­თხვე­ვა და ბოლო პე­რი­ოდ­ში კი­დევ უფრო და­შორ­და ერ­თმა­ნეთს.

პირ­ვე­ლი - აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვავ­დე­ბა რუ­სე­თის შე­ხე­დუ­ლე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა უნდა იყოს აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა და გან­სხვავ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და აშშ-ის ინ­ტე­რე­სი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გო­რი უნდა იყოს აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ო­ნი. ე.ი., ერთ მხა­რეს, როცა ვსა­უბ­რობთ ამ შემ­თხვე­ვა­ში და­სავ­ლურ კო­ა­ლი­ცი­ა­ზე, მათი ხედ­ვა აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფო­თა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის ხედ­ვას ემ­თხვე­ვა, რომ ეს უნდა იყოს რე­გი­ო­ნი, სა­დაც ლი­ბე­რა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტია, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბაა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბია და­ცუ­ლი; ეს უნდა იყოს რე­გი­ო­ნი, რო­მე­ლიც არის ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი, რო­გორც უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის, ასე­ვე, მთლი­ა­ნად აღ­ნიშ­ნუ­ლი სივ­რცის ნა­წი­ლი; ხოლო რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია მო­ი­აზ­რებს, რომ ეს არის ზონა, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს რუ­სე­თის ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და ჰე­გე­მო­ნი­ის ზო­ნას.

ესაა, ასე ვთქვათ, მისი ტრა­დი­ცი­უ­ლი გავ­ლე­ნის სფე­რო, რო­მელ­საც ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასე უყუ­რებს და ასე­თად ხე­დავს, მა­გა­ლი­თად, როცა ლა­პა­რა­კია ბალ­ტი­ის­პი­რე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ზე, იმა­ვე, უკ­რა­ი­ნა­ზე, სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ზე, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­შიც, მათი გად­მო­სა­ხე­დი­დან ერ­თპი­როვ­ნუ­ლი ჰე­გე­მო­ნი რუ­სე­თი უნდა იყოს. შე­სა­ბა­მი­სად, უპირ­ვე­ლე­სი, ფუნ­და­მენ­ტუ­რი გან­სხვა­ვე­ბა იმა­ზე, თუ რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ მათ ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მო, სის­ტე­მა და რო­გორ ხე­და­ვენ ისი­ნი მათ­ში სა­კუ­თარ როლს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ ერ­თა­დერ­თი შან­სი იმი­სა, რომ რუ­სეთ­სა და აშშ-ის შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს, არის ის, რომ ან რუ­სეთ­მა უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ვი­ზია სა­კუ­თა­რი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვე­ბის და გა­ი­აზ­როს სა­კუ­თა­რი როლი და ად­გი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მა­ში, ან იგი­ვე უნდა მო­ა­ხერ­ხოს აშშ-მა, - არც ერთი და არც მე­ო­რე მხრი­დან ამის ნიშ­ნე­ბი არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვხე­დავთ გარ­თუ­ლე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებს, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად კი­დევ უფრო უა­რეს­დე­ბა, რაც უფრო მე­ტად ცდი­ლო­ბენ ეს სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის წინ წა­მო­წე­ვა­სა და დაც­ვას. შე­სა­ბა­მი­სად, თი­თო­ე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა მე­ო­რის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბაა და პი­რი­ქით, ანუ საქ­მე გვაქვს ერ­თგვარ უსაფრ­თხო­ე­ბის დი­ლე­მას­თან, სა­დაც ერთი ძა­ლის ცენ­ტრის გაძ­ლი­ე­რე­ბა უტოლ­დე­ბა მე­ო­რე ძა­ლის ცენ­ტრის და­სუს­ტე­ბას. ასე რომ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ვი­თა­რე­ბა მხო­ლოდ უა­რეს­დე­ბა და მო­მა­ვალ­შიც უნდა ვე­ლო­დოთ, რომ ასე გაგ­რძელ­დე­ბა. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სის­ტე­მა­ტუ­რი და თან­და­თა­ნო­ბი­თი გა­უ­ა­რე­სე­ბა ბევ­რი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვლინ­დე­ბა, - უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მა­გა­ლი­თად იმა­ში, რომ თუნ­დაც, სან­ქცი­ე­ბის პა­კე­ტი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ფარ­თოვ­და, აღ­ნიშ­ნულ სან­ქცი­ა­თა პა­კე­ტებ­ში კი­დევ ახა­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი შე­დის და ახა­ლი ინ­დი­ვი­დე­ბი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ერ­თვე­ბი­ან, რა­ზეც რუ­სეთს საკ­მა­ოდ მძი­მე და მტკივ­ნე­უ­ლი რე­აქ­ცია აქვს; ასე­ვე ვხე­დავთ, რომ უკ­რა­ი­ნის გარ­შე­მო სი­ტუ­ა­ცია საკ­მა­ოდ რთუ­ლია და საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის სა­განს წარ­მო­ად­გენს“, - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე.

უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბა­ზე, რომ რუ­სე­თის მიერ აშშ-სთან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტა მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა­ზე ცუდი სცე­ნა­რი იქ­ნე­ბა, გობ­რო­ნი­ძე აცხა­დებს, რომ ეს ყვე­ლა­ზე ცუდი სცე­ნა­რი კი არა, მისი მხო­ლოდ და­სა­წყი­სი იქ­ნე­ბა.

"ბევ­რად უა­რე­სის მო­ფიქ­რე­ბაც შე­უძ­ლი­ათ. დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტა - ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე უა­რე­სი სცე­ნა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის და­სა­წყი­სი, თო­რემ ბევ­რად უა­რე­სი რა­ღაც შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ფიქ­რონ, და­წყე­ბუ­ლი ე.წ. Proxy ომე­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვა­ში პირ­და­პი­რი შე­ტა­კე­ბე­ბი­თაც. რა თქმა უნდა, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი ბირ­თვუ­ლი შე­კა­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში გა­მო­რი­ცხუ­ლია, მაგ­რამ იქ­ნე­ბა საკ­მა­ოდ გარ­თუ­ლე­ბუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია და ურ­თი­ერ­თო­ბა ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის.

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ი­დე­ნის შე­თა­ვა­ზე­ბას უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხთხზე მე­სა­მე ქვე­ყა­ნა­ში შეხ­ვედ­რა­ზე, რუ­სეთ­მა თქვა უარი, შე­სა­ბა­მი­სად, აშშ-ს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აღ­ნიშ­ნოს, რომ კი, ჩვენ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ვხე­დავთ, რა ხდე­ბა, ვცდი­ლობთ ურ­თი­ერ­თო­ბის დე­ეს­კა­ლა­ცი­ას, რა­საც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა და ა.შ. სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კის კვლე­ვებ­ში ვიც­ნობთ შე­კა­ვე­ბი­სა და იძუ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კას, შე­სა­ბა­მი­სად, აშშ ახორ­ცი­ე­ლებს ევ­რო­კავ­შირ­თან ერ­თად რუ­სეთ­თან იძუ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კას, რო­მელ­საც ჯერ­ჯე­რო­ბით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევს - იგი­ვე, შეხ­ვედ­რა­ზე უა­რიც ნიშ­ნავ­და იმას, რომ რუ­სე­თი ჯერ არაა მზად, ამე­რი­კის­გან მო­ის­მი­ნოს ახა­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი, ამი­ტომ იღებს კონ­ტრზო­მებს.

ერთი მხრივ, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი (მაგ. ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბი, პო­ლო­ნე­თი, და ა.შ.) შე­კა­ვე­ბის რე­ჟიმ­ში არი­ან, აშშ და ევ­რო­კავ­ში­რი მთლი­ა­ნად, რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცია, ცდი­ლო­ბენ, აი­ძუ­ლონ რუ­სეთს, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის და კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში თა­ვი­სი აგ­რე­სი­უ­ლი თუ მებ­რძო­ლი პო­ლი­ტი­კა შე­ა­ჩე­როს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ მთლი­ა­ნო­ბა­ში პრო­ცესს უნდა შევ­ხე­დოთ - თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, მოს­კო­ვი ასე ად­ვი­ლად და­სა­ყო­ლი­ე­ბე­ლი არ არის... ეს და­სავ­ლეთ­შიც ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მით, უბ­რა­ლოდ, ეს არის გარ­კვე­უ­ლი ფა­ზე­ბი, რად­გან რაც უფრო მეტ დესტრუქ­ცი­უ­ლო­ბას გა­მო­ავ­ლენს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია, მით უფრო გაზ­რდის ზე­წო­ლას აშშ. კი ბა­ტო­ნო, მეს­მის, რომ ეს ნერ­ვე­ბი­სა და რე­სურ­სე­ბის ომია, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში ერ­თიც და მე­ო­რეც აშშ-ს ცალ­სა­ხად მეტი აქვს“, - ამ­ბობს გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატი
64

ორივე ჯანდაბაში წასულა, ჩვენთვის ორივე მტერია, განსაკუთრებით რუსეთი.

Nik
67

ეჰ ბაიდენა იყოს ერთი 10 წლით ახალგაზრდა კაი შენ, მაგრამ რომ იტყვიან ბებერი ხარისაო.. ღმერთმა მხნეობა და სიმამაცე მისცეს ამ ცივსისხლიან მკვლელთან გასამკლავებლად.. 

ავტორი:

ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობა, ბოლო 41 წლის განმავლობაში, დღეს ყველაზე გაუარესებულია - "ნერვებიც და რესურსებიც აშშ-ს ცალსახად მეტი აქვს“

ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობა, ბოლო 41 წლის განმავლობაში, დღეს ყველაზე გაუარესებულია - "ნერვებიც და რესურსებიც აშშ-ს ცალსახად მეტი აქვს“

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 2019 წლის ივნისის განცხადება, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები უკან-უკან მიდის და უარესდება, ექსპერტების აზრით, ახლა ცხადდება. ესპანური მედიასაშუალების, El Mundo-ს შეფასებით კი, ამჟამად აშშ-რუსეთის ურთიერთობებში უკანასკნელი 41 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მომენტი დგას.

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რუსეთი და აშშ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების (New START) განახლებაზე შეთანხმდნენ, თუმცა ექსპერტებს არ სჯერათ, რომ ეს ნაბიჯი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის დათბობის მანიშნებელი იყო. New START-ის ხელშეკრულება რუსეთსა და აშშ-ს 1550-ზე მეტი სტრატეგიული ბირთვული ქობინის განთავსებაში ზღუდავს.

  • შესაძლებელია თუ არა შემობრუნება ბაიდენის ეპოქაში?

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად დადებით კონტექსტში ლაპარაკობდა პუტინზე და მასთან ერთად 2018 წელს სამიტიც კი ჩაატარა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში არსებითი გაუმჯობესება არ მომხდარა, პირიქით, კიდევ უფრო გაუარესდა სირიის, ერაყის, იარაღის კონტროლის, ადამიანის უფლებების, კიბერუსაფრთხოების და სხვა საკითხების გამო. რუსეთმა ორმხრივი ურთიერთობა აღწერა, როგორც "ძალიან ცუდი" და "კოლაფსის წინაშე მდგომი“.

ბაიდენმა საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში არაერთხელ გააკრიტიკა და გამოხატა თავისი მკაცრი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. მან რუსეთი შეაფასა, როგორც აშშ-სთვის ყველაზე დიდი საფრთხე და თანამდებობის დაკავების შემდეგ აშკარად გამოხატა, რომ რუსეთის მიმართ ტრამპის ეპოქის პოლიტიკას შეცვლის.

უცხოელი ექსპერტები მიუთითებენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ძირითადი შემადგენლობა ობამას ადმინისტრაციაში მსახურობდა და რუსეთზე ისინი კვლავ გულმოსულები არიან ყირიმის საკითხის გამო. ამ დრომდე, ისინი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონის წარუმატებლობასაც რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევას უკავშირებენ. ამ ყველაფრის გარდა, ამ ადმინისტრაციას გულზე რუსეთი საერთოდ არ ეხატება.

ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ, ბაიდენი დაესწრო დიდი შვიდეულის (G7) სამიტს, ისევე, როგორც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას; ასევე, ტრანსატლანტიკური პარტნიორობის აღდგენისა და განმტკიცებისა და რუსეთზე ერთობლივი ზეწოლის მოხდენის მიზნით ევროკავშირთან და ნატო-სთან კომუნიკაცია გაზარდა.

2 მარტს, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუსი ფიზიკური პირებისა და სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ, ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის საქმის გამო სანქციები და შეზღუდვები დააწესეს. კრემლმა სანქციებს ”მტრული ანტირუსული თავდასხმა” უწოდა და სამაგიეროს გადახდის პირობა დადო.

ამის შემდეგ, 15 აპრილს აშშ-მა რუსეთს კვლავ ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა - ეს პასუხი იყო ნაწილობრივ მოსკოვის მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევაზე, მეორე მხრივ კი, კრემლთან დაკავშირებულ კიბერშეტევებზე (SolarWinds cyberattack), რომლის მეშვეობითაც აშშ-ს მთავრობის მრავალ ქსელში მოხდა შეჭრა.

ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ ცდილობს რუსეთთან "ესკალაციისა და კონფლიქტის წრეში" შესვლას, არამედ, ცდილობს, რომ ორივე ქვეყანამ დაძაბულობა მართოს და საჭიროების შემთხვევაში ერთად იმუშავოს. თუმცა პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ რუს კოლეგასთან, პუტინთან საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ-ის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ ქმედებას პროპორციული შედეგები მოჰყვება.

  • რა შეიძლება მოხდეს ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში?

ექსპერტების პროგნოზით, აშშ რუსეთის მიმართ მკაცრ პოზიციას ვეღარ შეცვლის, ხოლო ყველაზე ცუდი შეიძლება, ურთიერთობის მთლიანი გაწყვეტა იყოს.

აშშ-მა რუსეთს რამდენიმე დღის წინ კიდევ დამატებითი სანქციები დაუწესა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის დაზვერვამ 17 მარტს გამოაქვეყნა დასკვნა, რომ პუტინმა დაუშვა იმგვარი ოპერაციებით მოქმედება, რომელიც ტრამპის ხელახლა არჩევას შეუწყობდა ხელს. რა თქმა უნდა, კრემლმა ანგარიში, როგორც "საფუძვლის არმქონე", უარჰყო.

სავარაუდოდ, რუსეთის ფინანსური სექტორის მიმართ ამერიკა კიდევ დააწესებს სანქციებს და შესაძლოა, სამხედრო წვრთვნები გაიზარდოს ისეთ ადგილებში, როგორიცაა ბალტიისა და შავი ზღვები. თუმცა, ორივე მხარე შეეცდება, სერიოზული კონფლიქტი და უკონტროლო სიტუაციები თავიდან აიცილოს.

რუსეთი-აშშ-ის ურთიერთობის განსაკუთრებული გაუარესება 17 მარტს მოხდა, მას შემდეგ, რაც ბაიდენმა ამერიკულ ABC News-სთან ინტერვიუში ჟურნალისტს დადებითად უპასუხა კითხვაზე - არის თუ არა პუტინი მკვლელი. ამას რუსეთმა ვაშინგტონში ელჩის კონსულტაციისთვის გამოხმობით უპასუხა. ექსპერტების შეფასებით, რუსეთის პოზიციაა, რომ თუ აშშ-ს ურთიერთობის გაუარესება უნდა, რუსეთი მზადაა, "ფეხი გაზს დააჭიროს", და ყველაზე ცუდი ის სცენარი იქნება, თუ რუსეთი ამერიკასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს სრულად გაწყვეტს.

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, გიორგი გობრონიძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად საკითხების სიმრავლისა, რომლითაც შეიძლება, აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობის დაძაბვა ინიშნებოდეს, მთავარი მაინც მათი საპირისპირო ინტერესებია ევროპაში.

“როცა ვაფასებთ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებს, ეს ურთიერთობები არ დაძაბულა პატარა საკითხებიდან გამომდინარე. ბევრი ცალკეულ ეპიზოდებს გამოჰყოფს ხოლმე, რასაც ურთიერთობის გაფუჭების მიზეზად მოიაზრებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ზოგადად, რუსულ და ამერიკულ პროექტებს შორის ფუნდამენტური წინააღმდეგობა არსებობს, ამ ორი სახლემწიფოს ინტერესი არ ემთხვევა და ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დაშორდა ერთმანეთს.

პირველი - აბსოლუტურად განსხვავდება რუსეთის შეხედულება იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა იყოს აღმოსავლეთ ევროპა და განსხვავდება ევროკავშირისა და აშშ-ის ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი. ე.ი., ერთ მხარეს, როცა ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში დასავლურ კოალიციაზე, მათი ხედვა აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოთა მნიშვნელოვანი ნაწილის ხედვას ემთხვევა, რომ ეს უნდა იყოს რეგიონი, სადაც ლიბერალური დემოკრატია, კანონის უზენაესობაა და ადამიანის უფლებებია დაცული; ეს უნდა იყოს რეგიონი, რომელიც არის ევროპული და ევროატლანტიკური, როგორც უსაფრთხოების სისტემის, ასევე, მთლიანად აღნიშნული სივრცის ნაწილი; ხოლო რუსეთის ფედერაცია მოიაზრებს, რომ ეს არის ზონა, რომელიც წარმოადგენს რუსეთის ექსკლუზიური ინტერესებისა და ჰეგემონიის ზონას.

ესაა, ასე ვთქვათ, მისი ტრადიციული გავლენის სფერო, რომელსაც ყოველ შემთხვევაში, ასე უყურებს და ასეთად ხედავს, მაგალითად, როცა ლაპარაკია ბალტიისპირეთის სახელმწიფოებზე, იმავე, უკრაინაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაზე, ასევე საქართველოსთან მიმართებაშიც, მათი გადმოსახედიდან ერთპიროვნული ჰეგემონი რუსეთი უნდა იყოს. შესაბამისად, უპირველესი, ფუნდამენტური განსხვავება იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ ევროპული უსაფრთხოების გარემო, სისტემა და როგორ ხედავენ ისინი მათში საკუთარ როლს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ერთადერთი შანსი იმისა, რომ რუსეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობა გაუმჯობესდეს, არის ის, რომ ან რუსეთმა უნდა განახორციელოს სერიოზული რევიზია საკუთარი საგარეო პოლიტიკური ხედვების და გაიაზროს საკუთარი როლი და ადგილი თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში, ან იგივე უნდა მოახერხოს აშშ-მა, - არც ერთი და არც მეორე მხრიდან ამის ნიშნები არ შეინიშნება.

აქედან გამომდინარე, ვხედავთ გართულებულ ურთიერთობებს, რომელიც პერიოდულად კიდევ უფრო უარესდება, რაც უფრო მეტად ცდილობენ ეს სახელმწიფოები საკუთარი ინტერესების წინ წამოწევასა და დაცვას. შესაბამისად, თითოეული სახელმწიფოს მიერ მიღწეული წარმატება მეორის წარუმატებლობაა და პირიქით, ანუ საქმე გვაქვს ერთგვარ უსაფრთხოების დილემასთან, სადაც ერთი ძალის ცენტრის გაძლიერება უტოლდება მეორე ძალის ცენტრის დასუსტებას. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ ვითარება მხოლოდ უარესდება და მომავალშიც უნდა ველოდოთ, რომ ასე გაგრძელდება. ურთიერთობების სისტემატური და თანდათანობითი გაუარესება ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ვლინდება, - უპირველეს ყოვლისა, მაგალითად იმაში, რომ თუნდაც, სანქციების პაკეტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, აღნიშნულ სანქციათა პაკეტებში კიდევ ახალი კომპანიები შედის და ახალი ინდივიდები რუსეთის მოქალაქეები, ერთვებიან, რაზეც რუსეთს საკმაოდ მძიმე და მტკივნეული რეაქცია აქვს; ასევე ვხედავთ, რომ უკრაინის გარშემო სიტუაცია საკმაოდ რთულია და საკმაოდ სერიოზული დაძაბულობის საგანს წარმოადგენს“, - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე.

უცხოელი ექსპერტების შეფასებაზე, რომ რუსეთის მიერ აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა მოვლენათა განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი იქნება, გობრონიძე აცხადებს, რომ ეს ყველაზე ცუდი სცენარი კი არა, მისი მხოლოდ დასაწყისი იქნება.

"ბევრად უარესის მოფიქრებაც შეუძლიათ. დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა - ეს იქნება ყველაზე უარესი სცენარის განხორციელების დასაწყისი, თორემ ბევრად უარესი რაღაც შეიძლება მოიფიქრონ, დაწყებული ე.წ. Proxy ომებით, დამთავრებული ცალკეულ შემთხვევაში პირდაპირი შეტაკებებითაც. რა თქმა უნდა, ფართომასშტაბიანი ომი ბირთვული შეკავების პირობებში გამორიცხულია, მაგრამ იქნება საკმაოდ გართულებული კომუნიკაცია და ურთიერთობა ორ სახელმწიფოს შორის.

რაც შეეხება ბაიდენის შეთავაზებას უკრაინის საკითხთხზე მესამე ქვეყანაში შეხვედრაზე, რუსეთმა თქვა უარი, შესაბამისად, აშშ-ს აქვს შესაძლებლობა, აღნიშნოს, რომ კი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შესაბამისად, ვხედავთ, რა ხდება, ვცდილობთ ურთიერთობის დეესკალაციას, რასაც ეს გადაწყვეტილება ემსახურება და ა.შ. საერთაშორისო პოლიტიკის კვლევებში ვიცნობთ შეკავებისა და იძულების პოლიტიკას, შესაბამისად, აშშ ახორციელებს ევროკავშირთან ერთად რუსეთთან იძულების პოლიტიკას, რომელსაც ჯერჯერობით რუსეთის ფედერაცია ძალიან აქტიურ წინააღმდეგობას უწევს - იგივე, შეხვედრაზე უარიც ნიშნავდა იმას, რომ რუსეთი ჯერ არაა მზად, ამერიკისგან მოისმინოს ახალი წინადადებები, ამიტომ იღებს კონტრზომებს.

ერთი მხრივ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები (მაგ. ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, და ა.შ.) შეკავების რეჟიმში არიან, აშშ და ევროკავშირი მთლიანად, როგორც ორგანიზაცია, ცდილობენ, აიძულონ რუსეთს, აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონში თავისი აგრესიული თუ მებრძოლი პოლიტიკა შეაჩეროს. შესაბამისად, ჩვენ მთლიანობაში პროცესს უნდა შევხედოთ - თავისთავად ცხადია, მოსკოვი ასე ადვილად დასაყოლიებელი არ არის... ეს დასავლეთშიც ძალიან კარგად ესმით, უბრალოდ, ეს არის გარკვეული ფაზები, რადგან რაც უფრო მეტ დესტრუქციულობას გამოავლენს რუსეთის ფედერაცია, მით უფრო გაზრდის ზეწოლას აშშ. კი ბატონო, მესმის, რომ ეს ნერვებისა და რესურსების ომია, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთიც და მეორეც აშშ-ს ცალსახად მეტი აქვს“, - ამბობს გიორგი გობრონიძე.

იტალიელმა პროფესორმა G20-ის მონაწილეებს "შოუ მოჰპარა“ - წელს ზემოთ შიშველი ნიკოლა ფრანჯიონეს ფოტოები, რომელსაც პოლიტიკოსებმა მყუდროება დაურღვიეს

ჯილდო გულშემატკივრობისთვის: რა საჩუქრები მიიღო ფანმა, რომლის ვიდეოც ინტერნეტჰიტი გახდა - "მან მთელი შვეიცარიის ემოცია გამოხატა"

პუტინის "შავი ტანგო" - როგორ "ყიდულობს" კრემლი ევროპელ პოლიტიკოსებს და მათ გავლენებს