მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ფაქტზე ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ - პროკურატურის განცხადება
ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ფაქტზე ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ - პროკურატურის განცხადება

ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის და წა­მე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი კ.პ. და ი.გ. დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2020 წლის 22 აგ­ვის­ტოს, კ.პ.-მ და ი.გ.-მ ას­პინ­ძის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხი­ზა­ბავ­რა­ში, იმ მო­ტი­ვით, რომ კ.პ.-ს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან თან­ხის ქურ­დო­ბის ფაქ­ტი მ.მ-ს ეღი­ა­რე­ბი­ნა, უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს მას თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მი­ა­ყე­ნეს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა და ცე­მით აი­ძუ­ლეს სა­კუ­თა­რი თა­ვის და­მარ­ხვის მიზ­ნით მიწა ამო­ე­თხა­რა.

ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა კ.პ და ი.გ. სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 2020 წლის 25 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. მათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტით (თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად) და 144 პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ე“ ქვე­პუნ­ქტით (წა­მე­ბა ჩა­დე­ნი­ლი, ჯგუ­ფუ­რად) წა­რედ­გი­ნათ და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ.

უწყე­ბის ცნო­ბით, ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ კ.პ და ი.გ. სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად, თი­თო­ე­ულს 9-9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ფაქტზე ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ - პროკურატურის განცხადება

ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ფაქტზე ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ - პროკურატურის განცხადება

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ფაქტზე ბრალდებულები კ.პ. და ი.გ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, კ.პ.-მ და ი.გ.-მ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში, იმ მოტივით, რომ კ.პ.-ს საცხოვრებელი სახლიდან თანხის ქურდობის ფაქტი მ.მ-ს ეღიარებინა, უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ცემით აიძულეს საკუთარი თავის დამარხვის მიზნით მიწა ამოეთხარა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცველებმა კ.პ და ი.გ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2020 წლის 25 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ჯგუფურად) და 144 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ე“ ქვეპუნქტით (წამება ჩადენილი, ჯგუფურად) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

უწყების ცნობით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ კ.პ და ი.გ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, თითოეულს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"ამჟამინდელი როლით მართლმსაჯულების განვითარება ნაკლებად რეალური ხდება" - უფროსი პროკურორი ზაზა დათუკიშვილი თანამდებობას ტოვებს

"უკრაინა ხდება ახალი პლაცდარმი ტერორისტებისთვის... მათი კავშირები ქართველ პოლიტიკოსებთან, ძველი და ახალი გეგმები" - სუს-ის ექსმაღალჩინოსნის სკანდალური განცხადება

ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებულ შსს-ს 2 თანამშრომელს ბრალი წარედგინა