ლამაზ გოგონებზე ხშირად ამბობენ, მარტო პოდიუმზე დადიან და ბევრი რამ არ იციანო. გამონაკლისები არც ქართველი მოდელები არიან, თუმცა როგორც ამბობენ, სწავლა არასდროს არაა დაგვიანებული. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ გიორგი კოდუას მეუღლე თეონა ჩარკვიანი სტუდენტი გახდა. ლამაზმანი ბრიტანულ უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. თეოს მაშინვე დავეკონტაქტე და ამბები დაწვრილებით გამოვკითხე.
- თეო, პირველ რიგში, გილოცავ სტუდენტობას. იურიდიულზე ჩაბარება რატომ გადაწყვიტე?
- რა ვიცი, მომწონს ეს პროფესია. დარწმუნებული ვარ, კარგი ადვოკატი ვიქნები. სწავლას 27 სექტემბერს დავიწყებ. ერთი სული მაქვს, ეს დღე როდის დადგება.
- მეუღლე როგორ შეხვდა შენი სტუდენტობის ამბავს?
- კარგად.
- ახლა შვილთან ურთიერთობისთვის ალბათ ნაკლები დრო გექნება.
- ლულუ უკვე დიდი გოგოა. ჩემს სტუდენტობას არ აპროტესტებს.
- გასულ ზაფხულს მოახერხე დასვენება?
- არა, სულ ვსწავლობდი. გამოცდები მქონდა და დასვენება ვერ მოვახერხე.
- მოდელობას აღარ გააგრძელებ?
- არა. მირჩევნია, ვისწავლო და პროფესიონალი ადვოკატი გავხდე.
P.S. კარგი იქნებოდა, თეონასთვის სხვა ქართველ ლამაზმანებსაც მიებაძათ.