საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან გაეზარდათ მადა მეუფეებს... წყლის გარდა, სხვა რაღაცების გაყიდვაც მოინდომეს" - გიორგი სიგუა ამბობს, რომ Gem Fest-ი საპატრიარქოს ფულით შეიქმნა: სკანდალური "ლაივი" პეტრე კოლხთან ერთად
"ძალიან გაეზარდათ მადა მეუფეებს... წყლის გარდა, სხვა რაღაცების გაყიდვაც მოინდომეს" - გიორგი სიგუა ამბობს, რომ Gem Fest-ი საპატრიარქოს ფულით შეიქმნა: სკანდალური "ლაივი" პეტრე კოლხთან ერთად

ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა გი­ორ­გი სი­გუ­ამ "ფე­ის­ბუქ­ლა­ივ­ში" სხვა­დას­ხვა სა­კი­თხე­ბი მამა პეტ­რე კოლხთან ერ­თად გა­ნი­ხი­ლა, რა დრო­საც სა­პატ­რი­არ­ქოს­თან და­კავ­ში­რე­ბით სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა.

სი­გუა ამ­ბობს, რომ მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი GEM FEST სა­პატ­რი­არ­ქოს და­ფი­ნან­სე­ბით შე­იქ­მნა:

“მო­ვე­დი სა­პატ­რი­არ­ქო­ში და იმ მე­უ­ფე­ებს, იმ წმინ­და სი­ნოდს, რო­მე­ლიც "კა­ზან­ტი­პის" გამო მდევ­ნი­და, ვუ­თხა­რი - მე­გობ­რე­ბო, ხომ ნა­ხეთ, ცე­ცხლის წვი­მა არ წა­მო­ვი­და, ხომ ნა­ხეთ, რომ ზღვა არ და­იწ­ვა და არც წმინ­და გი­ორ­გი არ შე­მოტ­რი­ა­ლე­ბუ­ლა ცხე­ნით და არაფ­რით.

წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებს ვე­უბ­ნე­ბი, ძმე­ბო, ერ­თად გა­ვა­კე­თოთ, კაი ბიზ­ნე­სია, ვუ­თხა­რი, რომ ფული იშო­ვე­ბა ამა­ში და ამა­ში, ახლა არის სა­ჭი­რო 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და მა­შოვ­ნი­ნეთ ორი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი. ზუს­ტად სამ დღე­ში ხელ­ში მქონ­და 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ნაღ­დი ფული, სა­პატ­რი­არ­ქოს დახ­მა­რე­ბით, ჯემ ფეს­ტის ინ­ვეს­ტო­რი და გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი გახ­და წყა­ლი "სნო“, რომ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­ნა­მე­სა­კუთ­რეც გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო.

ხოლო ის კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც აწარ­მო­ებ­და და დის­ტრი­ბუ­ცი­ას უკე­თებ­და "სნოს“, რო­მელ­საც თა­ვის მხრივ, წილ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჰყავ­და სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის სა­პატ­რი­არ­ქო, გახ­და "ჯემ ფეს­ტის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ნაღ­დი ფული, სა­პატ­რი­არ­ქოს წმინ­და სი­ნო­დის ინ­ვეს­ტი­ცია, გა­მო­ვი­ტა­ნეთ "სნოს“ მო­წი­ლე­ე­ბის, ხა­რე­ბა­ვე­ბის ოფი­სი­დან და გა­ვა­კე­თეთ "ჯემ ფეს­ტი.“

ამის შემ­დეგ, ძა­ლი­ან გა­ე­ზარ­დათ მადა თქვენს მე­უ­ფე­ებს და წყლის და ღვი­ნის გარ­და, სხვა რა­ღა­ცე­ბის გა­ყიდ­ვაც მო­ინ­დო­მეს. მათ შო­რის, კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბის რომ იცო­დეთ და შე­მიძ­ლია, გვა­რე­ბი და­გი­სა­ხე­ლოთ მე­უ­ფე­ე­ბის, რომ­ლე­ბიც ე.წ კრი­შას უკე­თე­ბენ ე,წ, ბა­რი­გებს სა­ქარ­თე­ლო­ში“, - აღ­ნიშ­ნა სი­გუ­ამ, რა­ზეც პეტ­რე კოლ­ხმა მი­უ­გო, რომ არ და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა გვა­რე­ბი.

გი­ორ­გი სი­გუ­ას თქმით, სა­პატ­რი­არ­ქოს­თან მისი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და:

"ერთი წელი გაგ­რძელ­და, ასე ვთქვათ, ჩვე­ნი ბიზ­ნეს პარტნი­ო­რო­ბა და შემ­დეგ გა­ვე­ყა­რეთ. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, "ჯემ ფეს­ტი“, რო­მე­ლიც დღეს ტარ­დე­ბა კო­ლუმ­ბი­ა­ში, არის შექ­მნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ფუ­ლით”, - გა­ნა­ცხა­და სი­გუ­ამ.

მამა პეტ­რე კოლ­ხის თქმით, ის, რა­საც სი­გუა ამ­ბობს, სკან­და­ლურ­თან ერ­თად გულ­და­სა­წყვე­ტი­ცაა.

"თქვენ აღ­ნიშ­ნავთ, რომ ხართ და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტე­რი სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­სი, არის თუ არა ეს ასე? ამ ყვე­ლაფ­რის მერე, ბიზ­ნეს გა­რი­გე­ბე­ბი, ბიზ­ნეს პარტნი­ო­რო­ბა ისეთ ინ­სტი­ტუ­თან რა­ტომ მო­გინ­დათ, რო­მე­ლიც თქვენ­თვის არის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი და თქვენ ხართ მისი და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტე­რი. ამით თქვენ თქვენს იმიჯს ხომ არ გა­უფრ­თხილ­დით და მე­ტიც, სა­პატ­რი­არ­ქოს შე­მო­სავ­ლე­ბით ხომ არ იყა­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ ხელი მო­გეთ­ბოთ და სწო­რედ სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ხე­ლით თქვე­ნი საქ­მე­ე­ბიც ცოტა წინ წა­წე­უ­ლი­ყო...ეს კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბაა?“ - ჰკი­თხა პეტ­რე კოლ­ხმა გი­ორ­გი სი­გუ­ას, რა­ზეც ამ უკა­ნას­კნელ­მა მი­უ­გო, რომ ის "ან­გე­ლო­ზო­ბა­ზე თავს არ დებს.“

"არ არის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა, ნამ­დვი­ლად არ არის და არ ვდებ მე თავს ან­გე­ლო­ზო­ბა­ზე. სხვა­თა­შო­რის, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად გან­ვი­ხი­ლავ­დით სა­პატ­რი­არ­ქო­ში ჩემი მღვდლო­ბის სა­კითხს და სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და მე გა­მე­კე­თე­ბი­ნა კა­რი­ე­რა და გავმხდა­რი­ყა­ვი მა­გა­ლი­თად მე­უ­ფე...ან ჭყონ­დი­დის ეპის­კო­პი­სი გი­ორ­გი სი­გუა, რა, ვის­ზე ნაკ­ლე­ბი ეპის­კო­პო­სი ვიქ­ნე­ბო­დი და ვის­ზე ნაკ­ლებ ჯიპ­ში ჩავ­ჯდე­ბო­დი, მა­შინ დიდი ღიპი მქონ­და და რა, ღიპი ვერ მექ­ნე­ბო­და, თუ ახა­ლი აი­ფო­ნი?!“, - აღ­ნიშ­ნა სი­გუ­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mrevli
5

თუ ეს მართალია ვაი იმ მეუფეებს და მღდლებს ვინც ამ სიბინძურეში იყო ჩართული.ამ ქვეყანაზე ხომ ყოფა აქვთ ნატირები,იმ ქვეყანაზე ვაფშემ.. სიგუას ვთხოვ დაასახელოს ეს ნაზირალა სასულერო და საერო პირები ვინც ამ სიბინძურეში იყო ჩართული,რომ ქართულმა ეკლესიამ როგორც ჩირქიანი ძირმაგარები მოიშოროს ეს ქრისტეს გამყიდვლები გათახსირებული სასულიერო პირები

გეგი
43

აჰა ეს აფერისტი ააყაყანეს ახლა,ვახ სიგუა სიგუა ის სიგუა ხარ შენც ქვეყნის მტერი ვინც იყო იგივეს აკეთებ შენც შე ნაძირალა.მოკლედ ყველანაირად ცდილობთ ხალხს შეაძულოთ ეკლესია და ილაშქრებთ ყველანაირი ხერხით.მაინც არ გამოგივათ არაფერი და ვისთანაც გაომგივათ და დაიჯერებს ამ ნაბოდვარს ვაი მართლა იმას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ძალიან გაეზარდათ მადა მეუფეებს... წყლის გარდა, სხვა რაღაცების გაყიდვაც მოინდომეს" - გიორგი სიგუა ამბობს, რომ Gem Fest-ი საპატრიარქოს ფულით შეიქმნა: სკანდალური "ლაივი" პეტრე კოლხთან ერთად

"ძალიან გაეზარდათ მადა მეუფეებს... წყლის გარდა, სხვა რაღაცების გაყიდვაც მოინდომეს" - გიორგი სიგუა ამბობს, რომ Gem Fest-ი საპატრიარქოს ფულით შეიქმნა: სკანდალური "ლაივი" პეტრე კოლხთან ერთად

ელექტრონული მუსიკალური ფესტივალების ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ "ფეისბუქლაივში" სხვადასხვა საკითხები მამა პეტრე კოლხთან ერთად განიხილა, რა დროსაც საპატრიარქოსთან დაკავშირებით სკანდალური განცხადებები გააკეთა.

სიგუა ამბობს, რომ მუსიკალური ფესტივალი GEM FEST საპატრიარქოს დაფინანსებით შეიქმნა:

“მოვედი საპატრიარქოში და იმ მეუფეებს, იმ წმინდა სინოდს, რომელიც "კაზანტიპის" გამო მდევნიდა, ვუთხარი - მეგობრებო, ხომ ნახეთ, ცეცხლის წვიმა არ წამოვიდა, ხომ ნახეთ, რომ ზღვა არ დაიწვა და არც წმინდა გიორგი არ შემოტრიალებულა ცხენით და არაფრით.

წმინდა სინოდის წევრებს ვეუბნები, ძმებო, ერთად გავაკეთოთ, კაი ბიზნესია, ვუთხარი, რომ ფული იშოვება ამაში და ამაში, ახლა არის საჭირო 2 მილიონი დოლარი და მაშოვნინეთ ორი მილიონი დოლარი. ზუსტად სამ დღეში ხელში მქონდა 2 მილიონი დოლარი ნაღდი ფული, საპატრიარქოს დახმარებით, ჯემ ფესტის ინვესტორი და გენერალური სპონსორი გახდა წყალი "სნო“, რომლის ოფიციალური თანამესაკუთრეც გახლდათ საქართველოს საპატრიარქო.

ხოლო ის კომპანია, რომელიც აწარმოებდა და დისტრიბუციას უკეთებდა "სნოს“, რომელსაც თავის მხრივ, წილში ოფიციალურად ჰყავდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო, გახდა "ჯემ ფესტის“ დამფუძნებელი.

2 მილიონი დოლარი ნაღდი ფული, საპატრიარქოს წმინდა სინოდის ინვესტიცია, გამოვიტანეთ "სნოს“ მოწილეების, ხარებავების ოფისიდან და გავაკეთეთ "ჯემ ფესტი.“

ამის შემდეგ, ძალიან გაეზარდათ მადა თქვენს მეუფეებს და წყლის და ღვინის გარდა, სხვა რაღაცების გაყიდვაც მოინდომეს. მათ შორის, კლუბური ნარკოტიკების რომ იცოდეთ და შემიძლია, გვარები დაგისახელოთ მეუფეების, რომლებიც ე.წ კრიშას უკეთებენ ე,წ, ბარიგებს საქართელოში“, - აღნიშნა სიგუამ, რაზეც პეტრე კოლხმა მიუგო, რომ არ დაესახელებინა გვარები.

გიორგი სიგუას თქმით, საპატრიარქოსთან მისი თანამშრომლობა 1 წლის განმავლობაში გაგრძელდა:

"ერთი წელი გაგრძელდა, ასე ვთქვათ, ჩვენი ბიზნეს პარტნიორობა და შემდეგ გავეყარეთ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, "ჯემ ფესტი“, რომელიც დღეს ტარდება კოლუმბიაში, არის შექმნილი საქართველოს საპატრიარქოს ფულით”, - განაცხადა სიგუამ.

მამა პეტრე კოლხის თქმით, ის, რასაც სიგუა ამბობს, სკანდალურთან ერთად გულდასაწყვეტიცაა.

"თქვენ აღნიშნავთ, რომ ხართ დაუძინებელი მტერი საქართველოს საპატრიარქოსი, არის თუ არა ეს ასე? ამ ყველაფრის მერე, ბიზნეს გარიგებები, ბიზნეს პარტნიორობა ისეთ ინსტიტუთან რატომ მოგინდათ, რომელიც თქვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და თქვენ ხართ მისი დაუძინებელი მტერი. ამით თქვენ თქვენს იმიჯს ხომ არ გაუფრთხილდით და მეტიც, საპატრიარქოს შემოსავლებით ხომ არ იყავით დაინტერესებული, რომ ხელი მოგეთბოთ და სწორედ საპატრიარქოს სახელით თქვენი საქმეებიც ცოტა წინ წაწეულიყო...ეს კეთილსინდისიერებაა?“ - ჰკითხა პეტრე კოლხმა გიორგი სიგუას, რაზეც ამ უკანასკნელმა მიუგო, რომ ის "ანგელოზობაზე თავს არ დებს.“

"არ არის კეთილსინდისიერება, ნამდვილად არ არის და არ ვდებ მე თავს ანგელოზობაზე. სხვათაშორის, ძალიან სერიოზულად განვიხილავდით საპატრიარქოში ჩემი მღვდლობის საკითხს და საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა მე გამეკეთებინა კარიერა და გავმხდარიყავი მაგალითად მეუფე...ან ჭყონდიდის ეპისკოპისი გიორგი სიგუა, რა, ვისზე ნაკლები ეპისკოპოსი ვიქნებოდი და ვისზე ნაკლებ ჯიპში ჩავჯდებოდი, მაშინ დიდი ღიპი მქონდა და რა, ღიპი ვერ მექნებოდა, თუ ახალი აიფონი?!“, - აღნიშნა სიგუამ.