მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბარამიძე დღეს ერთს ამბობს, მეორე დღეს, მეორეს... იმის მიხედვით, რას ეტყვის სააკაშვილი" - სალომე სამადაშვილი
"ბარამიძე დღეს ერთს ამბობს, მეორე დღეს, მეორეს... იმის მიხედვით, რას ეტყვის სააკაშვილი" - სალომე სამადაშვილი

ბა­რა­მი­ძე ერთ დღეს ერთს ამ­ბობს და მე­ო­რე დღეს - მე­ო­რეს, იმის მი­ხედ­ვით, სა­ა­კა­ში­ლი რაც ეტყვის. მე პო­ლი­ტი­კო­სე­ბის იმ რი­ცხვს არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი, ვინც იც­ვლის პო­ზი­ცი­ას სხვი­სი პო­ზი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ,- ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კოს­მა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­წო­დე­ბის შემ­დეგ, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ პარ­ტია შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლებს.

"მე მაქვს ჩემი პო­ზი­ცია, მათ შო­რის საკ­მა­ოდ მკაც­რი და კა­ტე­გო­რი­უ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი. პირ­ვე­ლად არ ხდე­ბა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­გან" გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია მაქვს. სა­ერ­თოდ ვერ ვხე­დავ პრობ­ლე­მას, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ან ნე­ბის­მი­ე­რი პარ­ტი­ის შიგ­ნით სხვა­დას­ხვა აზრი არ­სე­ბობ­დეს“,- გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ნიკა მე­ლი­ას სა­კითხს, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ შეს­თა­ვა­ზა, თა­ვად მი­ე­მარ­თათ ევ­რო­პუ­ლი ფონ­დის­თვის გი­რა­ოს გა­დახ­დის თა­ო­ბა­ზე, თუმ­ცა ეს გზა არ მო­ე­წო­ნათ.

"ნიკა მე­ლი­ას პო­ზი­ცია გა­სა­გე­ბია და ის სწო­რიც არის, რომ გი­რა­ოს არ იხ­დის. მაგ­რამ მე „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ შევ­თა­ვა­ზე გა­ნე­ხი­ლათ, რომ თა­ვად პარ­ტი­ას მი­ე­მარ­თა ევ­რო­პუ­ლი ფონ­დის­თვის, რომ რო­გორც პარ­ტია არაა წი­ნა­აღ­მდეგ, იმი­ტომ, რომ თა­ვის­თა­ვად უც­ნა­უ­რი და უპ­რე­ცე­დენ­ტო ფაქ­ტია, რომ ევ­რო­პუ­ლი ფონ­დი იხ­დის გი­რა­ოს. ნი­კას პო­ზი­ცია გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ჩემი შე­თა­ვა­ზე­ბა იყო, რომ ჩვენ ავი­ღოთ ჩვენს თავ­ზე ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­გორც პო­ლიტ­საბ­ჭომ. პარ­ტია არის კო­ლექ­ტი­უ­რი ორ­გა­ნო. პა­ტიმ­რო­ბა­შია ადა­მი­ა­ნი და თუ ჩავ­თვლი­დით, რომ მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შე­იძ­ლე­ბო­და სა­კუ­თარ თავ­ზე ასე­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა. მაგ­რამ, გა­სა­გე­ბია, რომ ეს გზა არ მო­ე­წო­ნათ“,- გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით­ვე, ბო­ი­კოტ­მა სა­კუ­თა­რი თავი ამო­წუ­რა.

"ბო­ი­კო­ტი პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის ისე­თი ინ­სტრუ­მენ­ტია, რო­მელ­საც ხში­რად მოჰ­ყვე­ბა შეკ­რუ­ლი პარ­ტი­ე­ბის დაშ­ლაც, არა­თუ ოპო­ზი­ცი­უ­რი ერ­თი­ა­ნო­ბის. ბო­ი­კო­ტი არის მძი­მე ინ­სტრუ­მენ­ტი. ამ მძი­მე ინ­სტრუ­მენ­ტმა იმუ­შა­ვა. მოგ­ვი­ტა­ნა შე­დე­გე­ბი ნიკა მე­ლი­ას თავ­გან­წირ­ვას­თან ერ­თად. ბო­ი­კოტ­მა თა­ვი­სი თავი ამო­წუ­რა. გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გი მოჰ­ყვა და გა­სა­გე­ბია, რომ ამას მოყ­ვე­ბო­და აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა პარ­ტი­ებს შო­რის. ეს მოხ­და კი­დეც, ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად თა­ვი­დან უნდა აგ­ვე­ცი­ლე­ბი­ნა ურ­თი­ერ­თა­და­პი­რის­პი­რე­ბა, მაგ­რამ ეს ასე არ მოხ­და. ამ შემ­თხვე­ვა­ში ბრძნუ­ლი იქ­ნე­ბო­და, რომ თავი შეგ­ვე­კა­ვე­ბი­ნა ერ­თმა­ნე­თის კრი­ტი­კის­გან. მაგ­რამ ცე­ცხლი ნამ­დვი­ლად არ გა­უხ­სნია იმ მხა­რეს, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის­თვის ხელი უნდა მო­ე­წე­რა და თუ მე­ო­რე მხა­რე სა­კუ­თარ სის­წო­რე­ში არაა საკ­მა­რი­სად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ამა­ზე ისე ისა­უბ­როს, რომ არ და­ა­და­ნა­შა­უ­ლოს ის ხალ­ხი, ვინც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელი მო­ა­წე­რა, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა“,- გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

ამას­თან, სა­მა­დაშ­ვი­ლი შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენ­ტის წა­ი­ნა­აღ­მდეგ მყოფ ადა­მი­ა­ნებს, მათ შო­რის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რებს დე­ბა­ტებს სთა­ვა­ზობს.

"ის ხალ­ხი, ვინც ამ შე­თან­ხმე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნი­ას აწარ­მო­ებს, ძა­ლი­ან მინ­და, რომ დე­ბა­ტებ­ზე ვინ­მემ მო­იწ­ვი­ოს. მათ­თან სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­ჯდე­ბო­დი დე­ბა­ტებ­ში. მო­ვის­მენ­დი მათ აზრს, რა არის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ან ნიკა მე­ლი­ას და გი­ორ­გი რუ­რუ­ას გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად, ან სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის შე­საც­ვლე­ლად, ან მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, ან რო­გორ აპი­რე­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი გაგ­რძე­ლე­ბას, ან პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის მო­გე­ბას და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის და­მარ­ცხე­ბას.

ოღონდ მა­ინ­ტე­რე­სებს არა ზო­გა­დი ფრა­ზე­ბი, არა­მედ კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა. მე ხელი ამ შე­თან­ხმე­ბას იმი­ტომ მო­ვა­წე­რე, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა და­არ­ქვა „გზა სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი­სათ­ვის“ და მჯე­რა, ამ შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბა არის გზა სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის­თვის. მათ შო­რის იმ ხალ­ხის­თვის, ვინც დე­მა­გო­გი­უ­რად იძა­ხის, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რა­ღა­ცას დაგ­პირ­დე­ბა და არ შე­ას­რუ­ლებს.

თუ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით არ­სე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს არ შე­ას­რუ­ლებს, მა­შინ სა­ერ­თოდ სხვა რე­ა­ლო­ბა­ში ვართ. სწო­რედ იმი­ტომ, რომ მჯე­რა, რომ ჩვენ მი­ვი­ღეთ ისე­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბა ამ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­შია და შე­საძ­ლე­ბე­ლი­ცაა, რომ შეს­რულ­დეს. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რი­თაც ევ­რო­კავ­ში­რის და ამე­რი­კის ჩარ­თუ­ლო­ბა უზ­რუნ­ველ­ვყა­ვით პრო­ცეს­ში, ამი­ტომ მო­ვა­წე­რე ხელი და ამი­ტომ ვი­ღებ მად­ლო­ბის წე­რი­ლებს მა­გა­ლი­თად, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან, ბრი­უ­სე­ლი­დან, ვა­შინგტო­ნი­დან, რომ ჩემს თავ­ზე ავი­ღე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა “,- გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სალი
31

აკო სადაა მინაშვილი? რაო მაგან?

Dudu
53

როცა ერთად უნდა იყოთ მაშინ იწყებთ ერთმანეთის ჭამას!!!!

ავტორი:

"ბარამიძე დღეს ერთს ამბობს, მეორე დღეს, მეორეს... იმის მიხედვით, რას ეტყვის სააკაშვილი" - სალომე სამადაშვილი

"ბარამიძე დღეს ერთს ამბობს, მეორე დღეს, მეორეს... იმის მიხედვით, რას ეტყვის სააკაშვილი" - სალომე სამადაშვილი

ბარამიძე ერთ დღეს ერთს ამბობს და მეორე დღეს - მეორეს, იმის მიხედვით, სააკაშილი რაც ეტყვის. მე პოლიტიკოსების იმ რიცხვს არ მივეკუთვნები, ვინც იცვლის პოზიციას სხვისი პოზიციიდან გამომდინარე ,- ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მოწოდების შემდეგ, გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის საკითხზე იმსჯელებს.

"მე მაქვს ჩემი პოზიცია, მათ შორის საკმაოდ მკაცრი და კატეგორიული პოზიციები. პირველად არ ხდება, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებული პოზიცია მაქვს. საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ ან ნებისმიერი პარტიის შიგნით სხვადასხვა აზრი არსებობდეს“,- განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება ნიკა მელიას საკითხს, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას“ შესთავაზა, თავად მიემართათ ევროპული ფონდისთვის გირაოს გადახდის თაობაზე, თუმცა ეს გზა არ მოეწონათ.

"ნიკა მელიას პოზიცია გასაგებია და ის სწორიც არის, რომ გირაოს არ იხდის. მაგრამ მე „ნაციონალურ მოძრაობას“ შევთავაზე განეხილათ, რომ თავად პარტიას მიემართა ევროპული ფონდისთვის, რომ როგორც პარტია არაა წინააღმდეგ, იმიტომ, რომ თავისთავად უცნაური და უპრეცედენტო ფაქტია, რომ ევროპული ფონდი იხდის გირაოს. ნიკას პოზიცია გასაგებია, მაგრამ ჩემი შეთავაზება იყო, რომ ჩვენ ავიღოთ ჩვენს თავზე ეს პასუხისმგებლობა, როგორც პოლიტსაბჭომ. პარტია არის კოლექტიური ორგანო. პატიმრობაშია ადამიანი და თუ ჩავთვლიდით, რომ მისი გათავისუფლება ჩვენი პოლიტიკური ბრძოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლებოდა საკუთარ თავზე ასეთი პასუხისმგებლობის აღება. მაგრამ, გასაგებია, რომ ეს გზა არ მოეწონათ“,- განაცხადა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის განცხადებითვე, ბოიკოტმა საკუთარი თავი ამოწურა.

"ბოიკოტი პოლიტიკური ბრძოლის ისეთი ინსტრუმენტია, რომელსაც ხშირად მოჰყვება შეკრული პარტიების დაშლაც, არათუ ოპოზიციური ერთიანობის. ბოიკოტი არის მძიმე ინსტრუმენტი. ამ მძიმე ინსტრუმენტმა იმუშავა. მოგვიტანა შედეგები ნიკა მელიას თავგანწირვასთან ერთად. ბოიკოტმა თავისი თავი ამოწურა. გარკვეული შედეგი მოჰყვა და გასაგებია, რომ ამას მოყვებოდა აზრთა სხვადასხვაობა პარტიებს შორის. ეს მოხდა კიდეც, ჩვენ მაქსიმალურად თავიდან უნდა აგვეცილებინა ურთიერთადაპირისპირება, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამ შემთხვევაში ბრძნული იქნებოდა, რომ თავი შეგვეკავებინა ერთმანეთის კრიტიკისგან. მაგრამ ცეცხლი ნამდვილად არ გაუხსნია იმ მხარეს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ხელშეკრულებისთვის ხელი უნდა მოეწერა და თუ მეორე მხარე საკუთარ სისწორეში არაა საკმარისად დარწმუნებული, რომ ამაზე ისე ისაუბროს, რომ არ დაადანაშაულოს ის ხალხი, ვინც ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ძალიან სამწუხაროა“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილი შეთანხმების დოკუმენტის წაინააღმდეგ მყოფ ადამიანებს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დებატებს სთავაზობს.

"ის ხალხი, ვინც ამ შეთანხმების წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს, ძალიან მინდა, რომ დებატებზე ვინმემ მოიწვიოს. მათთან სიამოვნებით დავჯდებოდი დებატებში. მოვისმენდი მათ აზრს, რა არის ალტერნატივა ან ნიკა მელიას და გიორგი რურუას გასათავისუფლებლად, ან საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, ან მართლმსაჯულების სისტემის გასაუმჯობესებლად, ან როგორ აპირებენ პოლიტიკური გაგრძელებას, ან პოლიტიკური ბრძოლის მოგებას და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას.

ოღონდ მაინტერესებს არა ზოგადი ფრაზები, არამედ კონკრეტული გეგმა. მე ხელი ამ შეთანხმებას იმიტომ მოვაწერე, რომ ევროკავშირმა დაარქვა „გზა საქართველოს მომავალისათვის“ და მჯერა, ამ შეთანხმების შესრულება არის გზა საქართველოს მომავლისთვის. მათ შორის იმ ხალხისთვის, ვინც დემაგოგიურად იძახის, რომ „ქართული ოცნება“ რაღაცას დაგპირდება და არ შეასრულებს.

თუ „ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამონაწილეობით არსებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, მაშინ საერთოდ სხვა რეალობაში ვართ. სწორედ იმიტომ, რომ მჯერა, რომ ჩვენ მივიღეთ ისეთი ხელშეკრულება, რომლის შესრულება ამ ქვეყნის ინტერესებშია და შესაძლებელიცაა, რომ შესრულდეს. ხელშეკრულება, რითაც ევროკავშირის და ამერიკის ჩართულობა უზრუნველვყავით პროცესში, ამიტომ მოვაწერე ხელი და ამიტომ ვიღებ მადლობის წერილებს მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, რომ ჩემს თავზე ავიღე პასუხისმგებლობა “,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

"ნაცმოძრაობა გადამგდებ ძალად ჩამოყალიბდა, ოპოზიციაში დომხალი მოაწყო" - რას ამბობს გიორგი ვაშაძე ნიკა მელიას მიერ პარტიის შესაძლო დატოვებაზე

"იმედია, თამარ ჟვანიას გაგება ეყოფა, რომ აღარავის უნდა მისი ცესკო-ს თავმჯდომარეობა და წავა" - გიორგი ვაშაძე

"პარლამენტში შემოსვლა, შეთანხმების ხელმოწერას გულისხმობს, შთაბეჭდილება მაქვს, რომ "ნაცმოძრაობაში" ამაზე აზრთა სხვადასხვაობაა" - სალომე სამადაშვილი