ოზურგეთში დაკარგული 17 წლის გოგონა პოლიციამ იპოვა. ის თავს კარგად გრძნობს. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, მარიამ ბურჭულაძეს სამართალდამცველები და ოჯახის წევრები რამდენიმე დღეა ეძებენ. გოგონა ორი დღის წინ სკოლაში გაკვეთილებს დაესწრო და სკოლის შენობიდან გასვლის შემდეგ ის აღარავის უნახავს.
ერთ-ერთი ვერსიით, არასრულწლოვანი ბოლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის გზაზე შენიშნეს, საიდანაც მისი კვალი იკარგებოდა.