14 წლის გოგონა საკუთარი ბებიის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა თბილისში, მუხიანის დასახლებაში მოხდა. საქმის დეტალებს "ტვ პირველი" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, არასრულწლოვანმა 80 წლის ბებიას რამდენიმე დაზიანება ბლაგვი საგნით მიაყენა. დაზარალებული ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდარიდან მალევე მოზარდი პოლიციამ დააკავა. "ტვ პირველთან" საუბარში დაზარალებული ბებია ვარაუდობს, რომ შვილიშვილის გაღიზიანება სახლში დაწყებულმა კონფლიქტმა გამოიწვია.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.