მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის თქმით, გიორგი რურუას შეწყალების აქტი 27 აპრილს გამოიცემა
პრეზიდენტის თქმით, გიორგი რურუას შეწყალების აქტი 27 აპრილს გამოიცემა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა 27 აპ­რილს იგეგ­მე­ბა, პრე­ზი­დენ­ტი, აქამ­დე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, შე­წყა­ლე­ბის აქტს იმა­ვე დღეს გა­მოს­ცემს.

რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, შე­წყა­ლე­ბის აქ­ტის გა­მო­სა­ცე­მად პრე­ზი­დენ­ტის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ორი­ვე პი­რო­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლია.

„სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მისი 19 აპ­რი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა: იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა და პარ­ლა­მენ­ტი ნორ­მა­ლურ პო­ლი­ტი­კურ რე­ჟიმს შე­უდ­გეს და გა­მოწ­ვე­ვებს გა­უმკლავ­დეს, მი­ი­ღო შე­წყა­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბით.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა - მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ და ოპო­ზი­ცი­ამ, შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ეს და ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა ისე­ვე რო­გორც აშშ-ს ელჩმა ეს ფაქ­ტი და­ა­დას­ტუ­რეს, ამ­გვა­რად პირ­ვე­ლი პი­რო­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე პი­რო­ბას, პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა სა­ჯა­როდ მო­ა­წე­რეს ხელი სა­ბო­ლოო შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენტს და მათი შეს­ვლა პარ­ლა­მენ­ტში 27 აპ­რილს პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე იგეგ­მე­ბა.

ეს ნიშ­ნავს, რომ რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ერთი კვი­რის ვა­და­ში შეს­რულ­დე­ბა მე­ო­რე პი­რო­ბაც, მა­შა­სა­და­მე იმ დღეს­ვე გა­მო­ი­ცე­მა პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბის აქტი!“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ „ფე­ი­უს­ბუქ“ გვერ­დზე ვრცელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sss
15

აი იმ ქალბატონს (გვარი არ მახსოვს) როდის შეიწყალებთ, რომელსაც ოჯახი ამოუწყვიტა შეწყალრბულმა.თუ მაინც სხვამ უნდა გვიკარნახოს მაშინ პრეზიდენტიც ის ყოფილა და თქვენ ამ შემთხვევაში გამოდიხართ მაპატიეთ და ვიღაცის შემსრულებელი ანუ შნირი.

Iakob
11

Romeli politpatimari ruruaa???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

პრეზიდენტის თქმით, გიორგი რურუას შეწყალების აქტი 27 აპრილს გამოიცემა

პრეზიდენტის თქმით, გიორგი რურუას შეწყალების აქტი 27 აპრილს გამოიცემა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამენტში შესვლა 27 აპრილს იგეგმება, პრეზიდენტი, აქამდე გაკეთებული განცხადების თანახმად, შეწყალების აქტს იმავე დღეს გამოსცემს.

როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეწყალების აქტის გამოსაცემად პრეზიდენტის მიერ დასახელებული ორივე პირობა შესრულებულია.

„საქართველოს პრეზიდენტმა მისი 19 აპრილის განცხადებაში აღნიშნა: იმისთვის, რომ ქვეყანა და პარლამენტი ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს შეუდგეს და გამოწვევებს გაუმკლავდეს, მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება გარკვეული პირობებით.

იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა - მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, შეთანხმებას მიაღწიეს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ისევე როგორც აშშ-ს ელჩმა ეს ფაქტი დაადასტურეს, ამგვარად პირველი პირობა შესრულებულია.

რაც შეეხება მეორე პირობას, პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ მოაწერეს ხელი საბოლოო შეთანხმების დოკუმენტს და მათი შესვლა პარლამენტში 27 აპრილს პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

ეს ნიშნავს, რომ როგორც განცხადებაშია გათვალისწინებული ერთი კვირის ვადაში შესრულდება მეორე პირობაც, მაშასადამე იმ დღესვე გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი!“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ „ფეიუსბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

ლევან იოსელიანის თქმით, როგორც კი დათბება პარლამენტში სკუტერით ივლის - "ხშირად მეტროთი დავდივარ"

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ქალები დაწერენ განცხადებას, რომ მანდატზე ამბობენ უარს" - "გირჩი“ პარლამენტში ალექსანდრე რაქვიაშვილის შეყვანის მიზნით, პარტიის სიიდან ყველა ქალის ჩახსნას გეგმავს