მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მონური დამოკიდებულება, რომ თურმე ევროპელებთან შედავება არ შეიძლება, სამარცხვინოა... ხელმოწერაზე ბატონი მიშელი თითქოს პატაკს იბარებდა" - ბურჯანაძე
"მონური დამოკიდებულება, რომ თურმე ევროპელებთან შედავება არ შეიძლება, სამარცხვინოა... ხელმოწერაზე ბატონი მიშელი თითქოს პატაკს იბარებდა" - ბურჯანაძე

მო­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ თურ­მე ევ­რო­პე­ლებ­თან შე­და­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა და ვერ ვე­ტყვით: „ჩვენ ამას ვერ მო­ვა­წერთ ხელს“, არის სა­მარ­ცხვი­ნო. ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის ნა­წილ­მა რუ­სეთ­თან მო­ნო­ბა ჩა­ა­ნაც­ვლა და­სავ­ლეთ­თან მო­ნო­ბით, - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „დღის ნი­უს­რუ­მი“ ევ­რო­პის საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის, შარლ მი­შე­ლის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენტზე, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან ხელ­მო­წე­რა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის თქმით, დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რით არას­წო­რი შე­დე­გი და­ი­დო მა­შინ, როცა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო და­დე­ბუ­ლი­ყო გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი შე­დე­გი, „პარ­ტი­ებს რომ არ და­ე­წყოთ რყე­ვა და პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა არ და­ე­ყე­ნე­ბი­ნათ“. მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, უხერ­ხუ­ლი იყო ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი ნიკა მე­ლი­ას დო­კუ­მენტზე ხე­ლის მო­წე­რის შე­სა­ხებ არ შე­უ­თან­ხმდნენ.

"ეს დო­კუ­მენ­ტი არც ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლის გა­დარ­ჩე­ნაა, არც მისი კრი­ზი­სი­დან გა­მოყ­ვა­ნა. კრი­ზი­სი არ გა­ნი­მუხ­ტე­ბა არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში, ვიდ­რე ნიკა მე­ლია ცი­ხე­შია, პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის სა­კი­თხი არ გა­და­წყვე­ტი­ლა და ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ და­ნიშ­ნუ­ლა. სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­წუ­ხა­როდ, ჩა­მო­ყა­ლიბ­და კლი­შე - მთა­ვა­რია არ შე­ე­და­ვო ევ­რო­პას, ან ამე­რი­კას, რომ რა­ღაც არ დაგ­ვბრალ­დეს. ძა­ხი­ლი, რომ რუ­სე­თი იქ­ნე­ბო­და ბედ­ნი­ე­რი, თუ პარ­ტი­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტში არ შე­ვი­დოდ­ნენ, არის სა­სა­ცი­ლო. რუ­სე­თი დღეს არის ბედ­ნი­ე­რი, რო­დე­საც "გაპ­რავ­და" რუსი ოლი­გარ­ქი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი პარ­ლა­მენ­ტი. რა თქმა უნდა, ევ­რო­პე­ლებს სხვა ინ­ტე­რე­სი ჰქონ­დათ. მი­ვი­ღეთ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტი, სა­დაც რიგი ჩად­გა ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც შეს­ვლას აპი­რე­ბენ.

დღე­ვან­დე­ლი „გა­მარ­ჯვე­ბა“ თუ ასე უწო­დე­ბენ ამ ხელ­მო­წე­რას, არის ნიკა მე­ლი­ას დამ­სა­ხუ­რე­ბა და იმ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წვლი­ლიც, ვინც შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლის ოფის­ში ვის­ხე­დით. უხერ­ხუ­ლი იყო ის, რომ კე­თი­ლი არ ინე­ბეს და ნიკა მე­ლი­ას არ შე­უ­თან­ხმეს, რომ ამ დო­კუ­მენტზე ხე­ლის მო­წე­რას აპი­რებ­დნენ. რომ ეთ­ქვათ ევ­რო­პე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის, „ჩვე­ნი კო­ლე­გა ცი­ხე­ში ზის და ელე­მენ­ტა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნო­ბა, ვაჟ­კა­ცო­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი მო­რა­ლი მო­ი­თხოვს, სა­ნამ ხელს მო­ვა­წერთ მას და­ვე­ლა­პა­რა­კოთ და ხვალ დი­ლით მო­ვა­წერთ ხელ­სო“, არ შე­იძ­ლე­ბო­და?“, - აღ­ნიშ­ნა ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ.

„ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­პე­ლებს ჰგო­ნი­ათ, რომ კრი­ზი­სი მო­აგ­ვა­რეს, მაგ­რამ ეს კრი­ზი­სი არ მოგ­ვა­რე­ბუ­ლა და "მე­ტას­ტა­ზე­ბი, რაც ქვე­ყა­ნას სჭირს, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გაქ­რე­ბა“.

„მო­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ თურ­მე ევ­რო­პე­ლებ­თან შე­და­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა და იმის თქმა, რომ „ჩვენ ამას ვერ მო­ვა­წერთ ხელს“, არის სა­მარ­ცხვი­ნო. ქარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა სპექტრმა რუ­სეთ­თან მო­ნო­ბა ჩა­ა­ნაც­ვლა და­სავ­ლეთ­თან მო­ნო­ბით, მო­ნო­ბა არა­ვი­სი არ ვარ­გა. ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­თვის ჩვენ ახლა უკეთ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბით? არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი აღარ გვყავს, სა­სა­მარ­თლო გა­თა­ვი­სუფ­ლდა, პარ­ლა­მენ­ტი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გახ­და თუ რო­მელ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ზე ვლა­პა­რა­კობთ? - 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ჩირ­გვე­ბი­დან გვმარ­თავს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და ბოსტნად გა­და­აქ­ცია მთე­ლი ქვე­ყა­ნა. ახლა ევ­რო­პე­ლებს ჰგო­ნი­ათ, რომ მათ კრი­ზი­სი მო­აგ­ვა­რეს, მაგ­რამ ეს კრი­ზი­სი არ მოგ­ვა­რე­ბუ­ლა, ეს მე­ტას­ტა­ზე­ბი, რაც ქვე­ყა­ნას სჭირს, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გაქ­რე­ბა. რომ "შე­ლაგ­დნენ" ეს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი პარ­ლა­მენ­ტში, ერთი თვის შემ­დეგ ლა­რის კურ­სი გამ­ყარ­დე­ბა, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი შე­იქ­მნე­ბა, კო­ვიდ­თან უკეთ ვიბ­რძო­ლებთ თუ რას გა­ა­კე­თე­ბენ?“, - გა­ნა­ცხა­და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ.

ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ მე­დი­ა­ტო­რის მიერ შექ­მნი­ლი დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­აც გა­აკ­რი­ტი­კა და აღ­ნიშ­ნა, რომ პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში „ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­ვით იდ­გნენ“.

„ევ­რო­პუ­ლი ტი­პის სა­ქარ­თვე­ლო­ზე რომ ვლა­პა­რა­კობთ, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე და ღირ­სე­ბა­ზე, თქვენ მო­გე­წო­ნათ ხე­ლის მო­წე­რის პრო­ცე­სი? „სწორ­დი-სმე­ნა­ზე“ რომ იყო ჩა­მო­რი­გე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ბა­ტო­ნი შარლ მი­შე­ლი კი იჯდა და თით­ქოს პა­ტაკს იბა­რებ­და ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის­გან. მა­გი­და რომ მა­ინც გა­ე­კე­თე­ბი­ნათ და და­ეს­ვათ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და ისე მო­ეს­მი­ნათ არ შე­იძ­ლე­ბო­და? მე პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ვარ, ეუ­თოს ყო­ფი­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, შავი ზღვის სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტი და უამ­რა­ვი თა­ნამ­დე­ბო­ბა მქონ­და, ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, პრო­ტო­კოლს რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­ვით ვი­დე­ქით, ოღონდ ეს მი­შე­ლის ბრა­ლი კი არ არის, ჩვენ რომ არ გვაქვს სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბის გან­ცდა და მო­ნო­ბის გან­ცდა გვაქვს, „ე მანდ ევ­რო­პე­ლე­ბი არ გა­ვაბ­რაზ­როთ“, ისიც კი არ გვა­ფიქ­რდე­ბა, რომ მა­გი­დას­თან დავ­სხდეთ და ისე ვე­ლა­პა­რა­კოთ, ეგ არის ყვე­ლა­ზე დიდი და სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
777
0

Бурджанашвили.... გახსოვ? შენი გვარიც კი ვერ დაიმახსოვრეს რუსებმა.

qalooooooooooo
11

მარადმწვანე პარლამენტარო,გაგვანებე თავიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ავტორი:

"მონური დამოკიდებულება, რომ თურმე ევროპელებთან შედავება არ შეიძლება, სამარცხვინოა... ხელმოწერაზე ბატონი მიშელი თითქოს პატაკს იბარებდა" - ბურჯანაძე

"მონური დამოკიდებულება, რომ თურმე ევროპელებთან შედავება არ შეიძლება, სამარცხვინოა... ხელმოწერაზე ბატონი მიშელი თითქოს პატაკს იბარებდა" - ბურჯანაძე

მონური დამოკიდებულება, რომ თურმე ევროპელებთან შედავება არ შეიძლება და ვერ ვეტყვით: „ჩვენ ამას ვერ მოვაწერთ ხელს“, არის სამარცხვინო. ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილმა რუსეთთან მონობა ჩაანაცვლა დასავლეთთან მონობით, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტზე, ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხრიდან ხელმოწერაზე საუბრისას განაცხადა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, დოკუმენტზე ხელმოწერით არასწორი შედეგი დაიდო მაშინ, როცა შესაძლებელი იყო დადებულიყო გაცილებით უკეთესი შედეგი, „პარტიებს რომ არ დაეწყოთ რყევა და პარტიული ინტერესი საერთო ინტერესებზე მაღლა არ დაეყენებინათ“. მისივე შეფასებით, უხერხული იყო ის დამოკიდებულება, რომ ოპოზიციონერები ნიკა მელიას დოკუმენტზე ხელის მოწერის შესახებ არ შეუთანხმდნენ.

"ეს დოკუმენტი არც ქვეყნის ევროპული მომავალის გადარჩენაა, არც მისი კრიზისიდან გამოყვანა. კრიზისი არ განიმუხტება არცერთ შემთხვევაში, ვიდრე ნიკა მელია ციხეშია, პოლიტიკური დევნის საკითხი არ გადაწყვეტილა და ვადამდელი არჩევნები არ დანიშნულა. საქართველოში სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა კლიშე - მთავარია არ შეედავო ევროპას, ან ამერიკას, რომ რაღაც არ დაგვბრალდეს. ძახილი, რომ რუსეთი იქნებოდა ბედნიერი, თუ პარტიები პარლამენტში არ შევიდოდნენ, არის სასაცილო. რუსეთი დღეს არის ბედნიერი, როდესაც "გაპრავდა" რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი პარლამენტი. რა თქმა უნდა, ევროპელებს სხვა ინტერესი ჰქონდათ. მივიღეთ გაყალბებული პარლამენტი, სადაც რიგი ჩადგა ადამიანებისა, რომლებიც შესვლას აპირებენ.

დღევანდელი „გამარჯვება“ თუ ასე უწოდებენ ამ ხელმოწერას, არის ნიკა მელიას დამსახურება და იმ ოპოზიციური პარტიების წვლილიც, ვინც შალვა ნათელაშვილის ოფისში ვისხედით. უხერხული იყო ის, რომ კეთილი არ ინებეს და ნიკა მელიას არ შეუთანხმეს, რომ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას აპირებდნენ. რომ ეთქვათ ევროპელი წარმომადგენლისთვის, „ჩვენი კოლეგა ციხეში ზის და ელემენტარული ადამიანობა, ვაჟკაცობა და პოლიტიკური მორალი მოითხოვს, სანამ ხელს მოვაწერთ მას დაველაპარაკოთ და ხვალ დილით მოვაწერთ ხელსო“, არ შეიძლებოდა?“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, ევროპელებს ჰგონიათ, რომ კრიზისი მოაგვარეს, მაგრამ ეს კრიზისი არ მოგვარებულა და ,,მეტასტაზები, რაც ქვეყანას სჭირს, არავითარ შემთხვევაში არ გაქრება“.

„მონური დამოკიდებულება, რომ თურმე ევროპელებთან შედავება არ შეიძლება და იმის თქმა, რომ „ჩვენ ამას ვერ მოვაწერთ ხელს“, არის სამარცხვინო. ქართველმა პოლიტიკურმა სპექტრმა რუსეთთან მონობა ჩაანაცვლა დასავლეთთან მონობით, მონობა არავისი არ ვარგა. ევროპული ქვეყნებისთვის ჩვენ ახლა უკეთ გამოვიყურებით? არაფორმალური მმართველი აღარ გვყავს, სასამართლო გათავისუფლდა, პარლამენტი დამოუკიდებელი გახდა თუ რომელ ევროპულ ქვეყანაზე ვლაპარაკობთ? - 21-ე საუკუნეში ჩირგვებიდან გვმართავს ბიძინა ივანიშვილი და ბოსტნად გადააქცია მთელი ქვეყანა. ახლა ევროპელებს ჰგონიათ, რომ მათ კრიზისი მოაგვარეს, მაგრამ ეს კრიზისი არ მოგვარებულა, ეს მეტასტაზები, რაც ქვეყანას სჭირს, არავითარ შემთხვევაში არ გაქრება. რომ "შელაგდნენ" ეს ოპოზიციონერები პარლამენტში, ერთი თვის შემდეგ ლარის კურსი გამყარდება, სამუშაო ადგილები შეიქმნება, კოვიდთან უკეთ ვიბრძოლებთ თუ რას გააკეთებენ?“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ მედიატორის მიერ შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში „ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები მეორეხარისხოვანი ქვეყნის წარმომადგენლებივით იდგნენ“.

„ევროპული ტიპის საქართველოზე რომ ვლაპარაკობთ, დამოუკიდებლობაზე და ღირსებაზე, თქვენ მოგეწონათ ხელის მოწერის პროცესი? „სწორდი-სმენაზე“ რომ იყო ჩამორიგებული პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები, ბატონი შარლ მიშელი კი იჯდა და თითქოს პატაკს იბარებდა ქართული პოლიტიკური სპექტრისგან. მაგიდა რომ მაინც გაეკეთებინათ და დაესვათ ეს ადამიანები და ისე მოესმინათ არ შეიძლებოდა? მე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ვარ, ეუთოს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და უამრავი თანამდებობა მქონდა, ძალიან კარგად ვიცი, პროტოკოლს რამხელა მნიშვნელობა აქვს. მეორეხარისხოვანი ქვეყნის წარმომადგენლებივით ვიდექით, ოღონდ ეს მიშელის ბრალი კი არ არის, ჩვენ რომ არ გვაქვს საკუთარი ღირსების განცდა და მონობის განცდა გვაქვს, „ე მანდ ევროპელები არ გავაბრაზროთ“, ისიც კი არ გვაფიქრდება, რომ მაგიდასთან დავსხდეთ და ისე ველაპარაკოთ, ეგ არის ყველაზე დიდი და სერიოზული პრობლემა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.