სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ეს იქნება უკიდურესად აუცილებელი პრობლემის მოსაგვარებლად, მზად ვარ პარლამენტში და ბევრ სხვა შენობაში მივიდე" - დავით უსუფაშვილი
"თუ ეს იქნება უკიდურესად აუცილებელი პრობლემის მოსაგვარებლად, მზად ვარ პარლამენტში და ბევრ სხვა შენობაში მივიდე" - დავით უსუფაშვილი

ნიკა მე­ლი­ამ ამ პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან დიდი როლი შე­ას­რუ­ლა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო სე­რი­ო­ზულ როლს შე­ას­რუ­ლებს, - ამის შე­სა­ხებ „ლე­ლოს" ერთ-ერ­თმა წევ­რმა, და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

"ყვე­ლა თან­ხმდე­ბა, ევ­რო­პაც, ამე­რი­კაც, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­აც და ცხა­დია, ოპო­ზი­ცი­აც, რომ მე­ლია უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს და ეს დო­კუ­მენ­ტში წე­რია. ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ასეთ მა­ღალ დო­ნე­ზე დო­კუ­მენ­ტშია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ის ორი საქ­მე, რო­მელ­საც უნდა მო­ევ­ლოს. ე.ი პა­ტიმ­რე­ბი უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

ახლა ბუ­ნებ­რი­ვია, იქ­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და ბა­რი­ე­რე­ბი ამ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გზა­ზე, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს მოხ­დე­ბა და ნა­ბი­ჯებს წინ გა­დავ­დგამთ. ეს არ არის არაფ­რის და­სას­რუ­ლი, ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი შრო­მი­სა და მუ­შა­ო­ბის და­სა­წყი­სი ",-გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

ის ამ­ნის­ტი­ის კა­ნონპ­რო­ექტსაც შე­ე­ხო და აღ­ნიშ­ნა, რომ დო­კუ­მენ­ტში ამ­ნის­ტია ერთ-ერთ შე­საძ­ლო ვა­რი­ან­ტად გა­ნი­ხი­ლე­ბა. მისი თქმით, მთა­ვა­რია, ყვე­ლა შე­თან­ხმე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბით იყოს გან­მსჭვა­ლუ­ლი.

„რე­ა­ლუ­რი არსი ისაა, რომ ეს ხალ­ხი გა­რეთ უნდა იყ­ვნენ. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მოთ­მი­ნე­ბა და ნერ­ვე­ბის დამ­შვი­დე­ბა გვჭირ­დე­ბა. არ მოხ­დეს ისე, რომ ვინც შე­თან­ხმე­ბის და­დე­ბით და მისი შეს­რუ­ლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არ არის, მას მი­ე­ცეს რა­ი­მე სა­ბა­ბი, რომ ხელ­ზე და­იხ­ვი­ოს",-გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ამ შე­თან­ხმე­ბა­ში გა­წე­რი­ლია კონ­კრე­ტუ­ლი ვა­დე­ბი და ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­კი­თხი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაა.

„პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის თემა სხვა­თა­შო­რის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. ასე დამ­კვიდ­რდა, რომ თით­ქოს სა­დღაც შევ­დი­ვარ, არ­სად შევ­დი­ვარ, იქე­დან ვერ გა­მო­ვე­დი, არ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ჯერ კი­დევ ყვე­ლას ჰქვია, რაც შე­ე­ხე­ბა სხდო­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და უშუ­ა­ლოდ ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თვას, ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სა­კი­თხთან. თუ ეს იქ­ნე­ბა უკი­დუ­რე­სად აუ­ცი­ლე­ბე­ლი სწო­რედ ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად, მზად ვარ პარ­ლა­მენ­ტის და სხვა ბევრ შე­ნო­ბა­ში მი­ვი­დე.

რაც შე­ე­ხე­ბა სრულ­ფა­სოვ­ნად სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის და­წყე­ბას, ეს ნა­ბი­ჯებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
/
1

ეს ადამიანი მომწონდა ერთ დროს მაგრამ პოლიტიკა რისი პოლიტიკაა ყველას დააგლახავებს გააშიშვლებს და ხალხსაც შეაძულებს ასე დაემართა ყველას მაგრამ არა უშავს ფული აქვთ ბევრი ფული იცის პოლიტიკამ.

მეცინება
0

ამასაც მოუნდა პარლამენტში შესვლა, აბა როგორ?! კაროჩე, მეც მინდა პარლამენტში და მორჩა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"თუ ეს იქნება უკიდურესად აუცილებელი პრობლემის მოსაგვარებლად, მზად ვარ პარლამენტში და ბევრ სხვა შენობაში მივიდე" - დავით უსუფაშვილი

"თუ ეს იქნება უკიდურესად აუცილებელი პრობლემის მოსაგვარებლად, მზად ვარ პარლამენტში და ბევრ სხვა შენობაში მივიდე" - დავით უსუფაშვილი

ნიკა მელიამ ამ პროცესში ძალიან დიდი როლი შეასრულა და დარწმუნებული ვარ, ის მომავალში კიდევ უფრო სერიოზულ როლს შეასრულებს, - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა წევრმა, დავით უსუფაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტპატიმრები აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ.

"ყველა თანხმდება, ევროპაც, ამერიკაც, მმართველი პარტიაც და ცხადია, ოპოზიციაც, რომ მელია უნდა გათავისუფლდეს და ეს დოკუმენტში წერია. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ასეთ მაღალ დონეზე დოკუმენტშია დაფიქსირებული ის ორი საქმე, რომელსაც უნდა მოევლოს. ე.ი პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ.

ახლა ბუნებრივია, იქნება გარკვეული პრობლემები და ბარიერები ამ გათავისუფლების გზაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება და ნაბიჯებს წინ გადავდგამთ. ეს არ არის არაფრის დასასრული, ეს არის სერიოზული შრომისა და მუშაობის დასაწყისი ",-განაცხადა უსუფაშვილმა.

ის ამნისტიის კანონპროექტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ დოკუმენტში ამნისტია ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად განიხილება. მისი თქმით, მთავარია, ყველა შეთანხმების სულისკვეთებით იყოს განმსჭვალული.

„რეალური არსი ისაა, რომ ეს ხალხი გარეთ უნდა იყვნენ. ძალიან სერიოზული მოთმინება და ნერვების დამშვიდება გვჭირდება. არ მოხდეს ისე, რომ ვინც შეთანხმების დადებით და მისი შესრულებით დაინტერესებული არ არის, მას მიეცეს რაიმე საბაბი, რომ ხელზე დაიხვიოს",-განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ამ შეთანხმებაში გაწერილია კონკრეტული ვადები და ერთ-ერთი მთავარი საკითხი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

„პარლამენტში შესვლის თემა სხვათაშორის ძალიან საინტერესოა. ასე დამკვიდრდა, რომ თითქოს სადღაც შევდივარ, არსად შევდივარ, იქედან ვერ გამოვედი, არჩეული პარლამენტის წევრი ჯერ კიდევ ყველას ჰქვია, რაც შეეხება სხდომებში მონაწილეობას და უშუალოდ ამ პროცესში ჩართვას, ეს დაკავშირებულია პოლიტპატიმრების საკითხთან. თუ ეს იქნება უკიდურესად აუცილებელი სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მზად ვარ პარლამენტის და სხვა ბევრ შენობაში მივიდე.

რაც შეეხება სრულფასოვნად საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას, ეს ნაბიჯებზეა დამოკიდებული", - განაცხადა უსუფაშვილმა.

"სასამართლოზე უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ" - ზურაბ ჯაფარიძე

"ბარამიძე დღეს ერთს ამბობს, მეორე დღეს, მეორეს... იმის მიხედვით, რას ეტყვის სააკაშვილი" - სალომე სამადაშვილი

"რაში ხარჯავენ პარლამენტში ბენზინს, ხომ არ ტაქსაობენ? მე საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ" - ალეკო ელისაშვილი