დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში იქნება.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ვირუსისგან გამოჯანმრთელების მაჩვენებელმაც მოიკლო და 94%-ზე ჩამოვიდა.
"ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაუარესებულია და ალბათ, მოსალოდნელია კიდევ უფრო ზრდა. ჰელსმეტრიკის მონაცემებით ჩვენ პიკში უნდა შევიდეთ აპრილის ბოლოს - მაისის პირველ ორ კვირაში. გაინტენსივებულია ტესტირება. გუშინ გვქონდა 30241 ტესტი და 1310 ახალი შემთხვევა არის აქედან. გამოჯანმრთელების პროცენტი ოდნავ ქვემოთ მოდის, 94%-ია. იცით, რომ ასული ვიყავით 97%-ზე. სიკვდილიანობის პროცენტი ისევ 1,3-ის ფარგლებშია“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდის მსგავსი ეს პიკი არ იქნება.
"ვფიქრობ, ისეთი დრამატული, როგორც ნოემბერ-დეკემბერი გვქონდა, არ უნდა იყოს ეს პიკი ბევრი ფაქტორის გამო. ერთი - მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უკვე გადატანილი აქვს ინფექცია და ასეთი არის დაახლოებით, 600 ათასიდან 650 ათას ადამიანამდე ქვეყანაში. ოფიციალურად ჩვენ დღეს დადასტურებული გვყავს 299 ათასამდე ადამიანი, თუმცა, ვანგარიშობთ ორჯერ მეტს, რომ მათ უსიმპტომოდ ან ძალიან მცირეოდენი სიმპტომებით აქვთ გადატანილი დაავადება. თუმცა, ეს არ არის საკმარისი საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის.
ამავე დროს, მოქალაქეთა მცირე რაოდენობაც აიცრა. მესამე ფაქტორი კი არის ის, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით აღმავალ ტალღაზე, ცივ პერიოდში, რესპირაციული ვირუსებისთვის კომფორტულ პერიოდში, ახლა კი ჩვენ შევდივართ თბილ პერიოდში. დამტკიცებულია, რომ მზის სხივის პირდაპირი მოქმედება კორონავირუსზე მოქმედებს დამთრგუნველად და ველოდებით, რომ ეს შეიძლება იყოს უფრო რბილი და არა ისეთი დამანგრეველი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
Moshordi mandedan! caiges tvini!!!
Დაწყებითი კლასების არითმეტიკა მაინც ხომ აქვს ყველას ნასწავლი? Აგერ გუშინ თავისი პირით თქვა (წამოსცდა ალბათ) ერთ-ერთმა "მუშკეტერმა" ჯამში მინიმუმ მილიონ ადამიანს მაინც აქვს გადატანილი ეს ვირუსიო, დაღუპულია სულ 4 ათასამდე ადამიანი (ესეც საკითხავია ყველა ამ ვირუსის მსხვერპლია თუ არა) ანუ ამ ვირუსის ლეტალობის მაჩვენებელი ყველაზე ყველაზე უარესი მაჩვენებლით არის 0.4%, გაიგეთ ხალხო 0.4!!!!! Რეალურად კი 0.2%ს არ ასცდება ეს ციფრი თუ გარდაცვალების იმ რაოდენობას, გამოვაკლებთ რაც ტყუილად მიაწერეს კორონას, სტატისტიკის გასაზრდელად და რეალურად სულ სხვა დაავადებებისგან გარდაიცვალა ხალხი. Სხვა ქვეყნებშიც მსოფლიოს მასშტაბით ზუსტად იგივე ციფრები Და მონაცემებია და ჩემამდე არ დადის რატომ უჯერებთ ამ შარლატანებს აქაც და მსოფლიო მასშტაბითაც რომლებიც აბსოლუტურად ჩვეულებრივ ვირუსს გვასაღებენ როგორც რაღაც მკვლელ ვირუსს და აპოკალიფსს გვიხატავენ. Ტვინს ძალა დაატანეთ, ნუ იქცევით მონებივით, ნუთუ საღად აზროვნების უნარი სულ დაკარგეთ? გამოფხიზლდით დროა უკვე!!!!!