საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთის პრეზიდენტმა თბილისში ყოფნისას, ქართველი კოლეგის საპატიო სტუმართა წიგნში არარატის მთა დახატა - რა უპასუხა მას თურქეთის ელჩმა?
სომხეთის პრეზიდენტმა თბილისში ყოფნისას, ქართველი კოლეგის საპატიო სტუმართა წიგნში არარატის მთა დახატა - რა უპასუხა მას თურქეთის ელჩმა?

სომ­ხე­თის პრე­სა­ში გრძელ­დე­ბა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლის­ში პრე­ზი­დენტ არ­მენ სარ­ქი­სი­ა­ნის ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ყუ­რა­დღე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ექ­ცე­ვა სო­მე­ხი ლი­დე­რის ჩა­ნა­წერს თა­ვი­სი ქარ­თვე­ლი კო­ლე­გის სა­პა­ტიო სტუ­მარ­თა წიგნ­ში, რო­მელ­შიც მან არა­რა­ტის მთის კონ­ტუ­რე­ბი გა­მო­ხა­ტა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, სომ­ხე­ბი­სათ­ვის ეს წმინ­და მთა ამ­ჟა­მად თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს.

რო­გორც სომ­ხუ­რი გა­მო­ცე­მის "ლრა­გი­რის" («Լրագիր») მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სა­რე­დაქ­ციო სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი (სა­თა­უ­რით: "თურ­ქე­თი სომ­ხე­თის ყვე­ლა­ზე დიდი ნა­წი­ლია“), თურ­ქე­თის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში ფატ­მა ჯე­რენ იაზ­გან­მა სომ­ხე­თის პრე­ზი­დენტს უპა­სუ­ხა და თა­ვის "ტვი­ტერ­ში" კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა:

"აგ­რის მთა (ასე უწო­დე­ბენ თურ­ქეთ­ში არა­რატს) თურ­ქე­თის ყვე­ლა­ზე მა­ღალ მთას წარ­მო­ად­გენს“. ელჩმა ასე­ვე და­ა­მა­ტა სომ­ხურ და ქარ­თულ ენებ­ზე, რომ პოს­ტი იმი­ტომ და­წე­რა, რომ "ფაქ­ტე­ბი კა­რი­კა­ტუ­რულ დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში არ და­ი­კარ­გოს“.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე ვკი­თხუ­ლობთ:

"რო­გორც ჩანს, ფატ­მა იაზ­გა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში იგი­ვე ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს, რა­საც რუ­სე­თის ელჩი სერ­გეი კო­პირ­კი­ნი სომ­ხეთ­ში. თურ­ქე­თის პო­ზი­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ ძლი­ე­რია და, შე­სა­ბა­მი­სად, ფატ­მა იაზ­გა­ნი პე­რი­ო­დუ­ლად მკვეთ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­დის.

არ­მენ სარ­ქი­სი­ანს შემ­დგომ­ში, ალ­ბათ, მო­უ­წევს, რომ არა­რა­ტის მთის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას თან გან­მარ­ტე­ბე­ბი და­ურ­თოს ტექ­სტით: "თურ­ქე­თი - სომ­ხე­თის ყვე­ლა­ზე დიდ ნა­წილს წარ­მო­ად­გენს“. ამა­ში არა­ვი­თა­რი შეც­დო­მა არ არის: თურ­ქე­თი ხომ სომ­ხურ ის­ტო­რი­ულ მიწა-წყალ­ზეა შექ­მნი­ლი - იმ სის­ხლით მორ­წყულ მიწა-წყალ­ზე, [კი­ლი­კი­ა­ში], რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა ოს­მა­ლებ­მა იძუ­ლე­ბით გა­ა­თურ­ქეს, გა­ა­მაჰ­მა­დი­ა­ნეს და ალა­ვი­ტე­ბი უწო­დეს.

თურ­ქე­თი სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რით და მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შე­იქ­მნა - სომ­ხე­ბის გე­ნო­ცი­დი­სა და დე­პორ­ტა­ცი­ის ფა­სად. სომ­ხუ­რი სა­კი­თხი - თურ­ქე­თის გე­ნე­რა­ლურ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს და ამ შემ­თხვე­ვა­ში ელ­ჩის გა­მო­ნათ­ქვა­მი "კა­რი­კა­ტუ­რუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის“ შე­სა­ხებ, ერთი მხრივ, თურ­ქე­თის შიშს გა­მო­ხა­ტავს, მე­ო­რე მხრივ კი - ეს სომ­ხუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი აზ­რის არარ­სე­ბო­ბის შე­დე­გია: 200 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ერ­თი­და­ი­გი­ვე პრი­მი­ტი­ულ სქე­მა­ზე ვდგა­ვართ: "ან პრო­რუ­სო­ბა, ან პრო­თურ­ქო­ბა“, ამის სა­ბო­ლოო შე­დე­გი კი ეროვ­ნულ-ის­ტო­რი­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის ცხრა-მე­ა­თე­დი ნა­წი­ლის და­კარ­გვა გახ­და. ახ­ლაც იგი­ვე ხდე­ბა... რო­დემ­დე უნდა გრძელ­დე­ბო­დეს ასე? ნუთუ სხვა გზა არ არ­სე­ბობს? წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
50

ერთი შეწვი, მეორე მოხარშე...მა საქართველოს რაღა? სასწრაფოდ ბუღაძე - ზურაბიშვილს მთელი გლობუსის დახატვა ასწავლოს!!! 

ანა
14

ყოჩაღ! ვისურვებდი ყველ ქართველი დიპლომატი ასეთი პირდაპირი იყოს და ასე უყვარდეს სამშობლო! 

sponsored by ContentRoom
რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

სომხეთის პრეზიდენტმა თბილისში ყოფნისას, ქართველი კოლეგის საპატიო სტუმართა წიგნში არარატის მთა დახატა - რა უპასუხა მას თურქეთის ელჩმა?

სომხეთის პრეზიდენტმა თბილისში ყოფნისას, ქართველი კოლეგის საპატიო სტუმართა წიგნში არარატის მთა დახატა - რა უპასუხა მას თურქეთის ელჩმა?

სომხეთის პრესაში გრძელდება გამოხმაურება საქართველოში, თბილისში პრეზიდენტ არმენ სარქისიანის ვიზიტთან დაკავშირებით. ყურადღება განსაკუთრებით ექცევა სომეხი ლიდერის ჩანაწერს თავისი ქართველი კოლეგის საპატიო სტუმართა წიგნში, რომელშიც მან არარატის მთის კონტურები გამოხატა. როგორც ცნობილია, სომხებისათვის ეს წმინდა მთა ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

როგორც სომხური გამოცემის "ლრაგირის" («Լրագիր») მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაშია აღნიშნული (სათაურით: "თურქეთი სომხეთის ყველაზე დიდი ნაწილია“), თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა სომხეთის პრეზიდენტს უპასუხა და თავის "ტვიტერში" კომენტარი გააკეთა:

"აგრის მთა (ასე უწოდებენ თურქეთში არარატს) თურქეთის ყველაზე მაღალ მთას წარმოადგენს“. ელჩმა ასევე დაამატა სომხურ და ქართულ ენებზე, რომ პოსტი იმიტომ დაწერა, რომ "ფაქტები კარიკატურულ დიპლომატიაში არ დაიკარგოს“.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ:

"როგორც ჩანს, ფატმა იაზგანი საქართველოში იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც რუსეთის ელჩი სერგეი კოპირკინი სომხეთში. თურქეთის პოზიციები საქართველოში საკმაოდ ძლიერია და, შესაბამისად, ფატმა იაზგანი პერიოდულად მკვეთრი განცხადებებით გამოდის.

არმენ სარქისიანს შემდგომში, ალბათ, მოუწევს, რომ არარატის მთის გამოსახულებას თან განმარტებები დაურთოს ტექსტით: "თურქეთი - სომხეთის ყველაზე დიდ ნაწილს წარმოადგენს“. ამაში არავითარი შეცდომა არ არის: თურქეთი ხომ სომხურ ისტორიულ მიწა-წყალზეა შექმნილი - იმ სისხლით მორწყულ მიწა-წყალზე, [კილიკიაში], რომლის მოსახლეობა ოსმალებმა იძულებით გაათურქეს, გაამაჰმადიანეს და ალავიტები უწოდეს.

თურქეთი სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის მხარდაჭერით და მონაწილეობით შეიქმნა - სომხების გენოციდისა და დეპორტაციის ფასად. სომხური საკითხი - თურქეთის გენერალურ პრობლემას წარმოადგენს და ამ შემთხვევაში ელჩის გამონათქვამი "კარიკატურული დიპლომატიის“ შესახებ, ერთი მხრივ, თურქეთის შიშს გამოხატავს, მეორე მხრივ კი - ეს სომხური პოლიტიკური აზრის არარსებობის შედეგია: 200 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთიდაიგივე პრიმიტიულ სქემაზე ვდგავართ: "ან პრორუსობა, ან პროთურქობა“, ამის საბოლოო შედეგი კი ეროვნულ-ისტორიული ტერიტორიის ცხრა-მეათედი ნაწილის დაკარგვა გახდა. ახლაც იგივე ხდება... როდემდე უნდა გრძელდებოდეს ასე? ნუთუ სხვა გზა არ არსებობს? წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

ნიკა მელია აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების თავდებობაზე თანახმაა

"ვაშაძემ ჰალსტუხი "აახია“ და კუჭავამ თანამდებობა" - ზურაბ ჯაფარიძე არჩილ თალაკვაძეზე

"ელისაშვილს, ხვიჩიას, მეგრელიშვილს და "ოცნების" დეპუტაციას გამოვალ და სათანადო ყურადღებას მივაქცევ" - მელია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"