ავტორი:

ყველაზე მოთხოვნადი საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამა საქართველოში

ყველაზე მოთხოვნადი საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამა საქართველოში

პარტნიორი წამყვანი ტექნოლოგიური ბრენდები, დასაქმების მაღალი მაჩვენებელი, კონკურენტუნარიანობა, სტუდენტთა კმაყოფილების დონე, ჰაკათონები, ინფრასტრუქტურა, კონკურსები და ოლიმპიადები, გაცვლითი პროგრამები, ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა, საერთაშორისო სერტიფიცირება, გადამზადების პროგრამები და პროექტები, თანამედროვე სასწავლო პროგრამები, პრაქტიკოსი ლექტორები - ეს ნაწილია იმ შესაძლებლობებისა, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტუდენტებს საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სთავაზობს.საინფორმაციო ტექნოლოგიები ერთ-ერთია იმ სექტორებს შორის, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდება. სხვადასხვა კვლევის თანახმად, მომავალი 5 წლის პერსპექტივაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 15%-ით გაიზრდება. დასაქმების მასშტაბური მაჩვენებლის გარდა აღსანიშნავია ისიც, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიებში დასაქმებული ადამიანები ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიანად ითვლებიან მსოფლიო მასშტაბით.თავად საინფორმაციო ტექნოლოგიები მეტად ფართო სექტორია და ბევრ მიმართულებას აერთიანებს. თითოეული ამ მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება და შესაბამისად, დიდი მოთხოვნაა საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამებზე. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე მნიშვნელოვნად გამოირჩევა.

საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამას ანალოგი არ გააჩნია საქართველოს საგანმანათლებ-ლო სივრცეში, რადგან სტუდენტი სწავლობს არა მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიებს, არამედ მისი ბიზ-ნესში გამოყენების ყველაზე ეფექტურ გზებს.სტუდენტები სწავლობენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს ყველა წამყვან მიმართულებას, მათ შორის, ღრუბლოვან სერვისებს, ხელოვნური ინტელექტს, ვირტუალურ და გაფართოვებულ რეალობას, კიბერუსაფრთხოებას და სხვა.

უნივერსიტეტში კომპიუტერული კლასების გარდა ფუნქციონირებს რამდენიმე ლაბორატორია:

  • ვირტუალური რეალობის ლაბორატორია -VR Lab, ინდუსტრია 4.0
  • კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია
  • ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია
  • ბლოკჩეინ ლაბორატორია
  • განახლებადი ენერგიების ლაბორატორია

უნივერსიტეტის ბაზაზე ყოველსემესტრულად ტარდება სხვადასხვა კონკურსები, ჰაკათონები, ოლიმპიადები ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.BTU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარება ხდება ერთიანი ეროვნული გა-მოცდების საშუალებით. პროგრამის კოდი: 1950103, პროგრამის ფასი: 2250 ლარი, პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული.

პროგრამაზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 450

საგნები, რომლითაც ბარდება საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამაზე:

  • ქართული ენა და ლიტერატურა,
  • უცხო ენა,
  • მათემატიკა - 450 ადგილი

R

"ზრდასრული მოსახლეობის მესამედის მიერ კორონავირუსის გადატანა პოპულაციური იმუნიტეტისთვის საკმარისი არ არის" - ბიძინა კულუმბეგოვი

დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში - მამა დანიელი მეუფე  პეტრესგან სამ კითხვაზე პასუხის გაცემას ითხოვს

"შანსი გაშვებულია, ჩვენ ჩავდექით ვაქცინების ძალიან გრძელ რიგში, რომელიც არავინ იცის, როდის მოგვიწევს" - რაში ადანაშაულებს ხელისუფლებას ვახტანგ კალოიანი