ავტორი:

„პალიტრა მედია ჰოლგდინგმა“ 3 000-მდე თანამშრომელი წიგნებით დაასაჩუქრა

„პალიტრა მედია ჰოლგდინგმა“ 3 000-მდე თანამშრომელი წიგნებით დაასაჩუქრა

წიგნის ჩუქების თვესა და „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ იუბილესთან დაკავშირებით, კომპანიამ 3000-მდე თანამშრომელი წიგნებით დაასაჩუქრა.

18 აპრილს 26 წელი შესრულდა, რაც „პალიტრა მედია ჰოლდინგი“ ქართულ ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, თანამშრომლებისთვის წიგნების ჩუქებით სურდათ, ხაზი გაესვათ ლიტერატურის მნიშვნელობაზე ადამიანის განვითარების პროცესში და ამავდროულად, თავიანთი წვლილი შეეტანათ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის მიერ წამოწყებულ კამპანიაში.

გიორგი კეკელიძემ ინიციატივა გამოთქვა, წიგნის ჩუქების დღე 23 აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადებულიყო, „ბიბლუსი” და„ანაგრამა“ კი ამ იდეისა დამასთან დაკავშირებული აქციების აქტიური მხარდამჭერები არიან. ინიციატივა მალევე გახდა პოპულარული სოციალურ ქსელებში და მისმა მომხმარებლებმა ერთმანეთის გამოწვევა დაიწყეს.

კამპანიის ფარგლებში გიორგი კეკელიძე „ბიბლუსისა“ და „ანაგრამას“ წარმომადგენლებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცს ეწვია და ბებიასა და შვილიშვილს ბიბლიოთეკა მოუწყო. ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა და ხორციელდება სხვადასხვა აქტივობა, რომელშიც „პალიტრა მედია ჰოლდინგი“ და მის შემადგენლობაში არსებული წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსიც“ აქტიურად ერთვება.

„წიგნი იმედზე“ - მარკ მენსონის ახალი ბესტსელერი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო

უკვე დღეიდან სერიაში „ომებსა და ადამიანებზე“ მერვე წიგნი „აუშვიცის ტატუისტი“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად

რისთვის ემზადება საქართველო  23 აპრილს?