მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფონიჭალაში,  წითელი ხიდის მაგისტრალზე და ლილოში 10 ნარკორეალიზატორი დააკავეს - ამოღებულია 7 კილოგრამამდე "ჰეროინი“
ფონიჭალაში,  წითელი ხიდის მაგისტრალზე და ლილოში 10 ნარკორეალიზატორი დააკავეს - ამოღებულია 7 კილოგრამამდე "ჰეროინი“

პო­ლი­ცი­ამ ფო­ნი­ჭა­ლა­ში, წი­თე­ლი ხი­დის მა­გის­ტრალ­ზე და ლი­ლო­ში 10 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი და­ა­კა­ვა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის გი­ორ­გი ლი­ლუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პო­ლი­ცი­ამ, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კი­სას, ფული და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 10 პირი და­ა­კა­ვეს.

1988 წელს და­ბა­დე­ბულ რ.ა.-ს, 1973 წელს და­ბა­დე­ბულ ჰ.ფ.-ს, 1996 წელს და­ბა­დე­ბულ ე.ე.-ს, 1971 წელს და­ბა­დე­ბულ რ.ე.-ს, 1985 წელს და­ბა­დე­ბულ გ.თ.-ს და 1996 წელს და­ბა­დე­ბულ ი.ჯ.-ს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა და გა­სა­ღე­ბა ედე­ბათ ბრა­ლად.

და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს სის­ტე­მა­ტუ­რად ყიდ­დნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ჰე­რო­ი­ნის“ სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­წე­რა.

პო­ლი­ცი­ამ, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კი­სას, ფული და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

რაც შე­ე­ხე­ბა 2001 წელს და­ბა­დე­ბულ ი.ი.-სა და 1988 წელს და­ბა­დე­ბულ გ.ა.-ს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ისი­ნი წი­თე­ლი ხი­დის ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე იმ დროს და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც მათ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ჰე­რო­ი­ნი“ ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­დაჰ­ქონ­დათ. პო­ლი­ცი­ამ, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და ავ­ტო­მან­ქა­ნის ჩხრე­კი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით - 6 კი­ლოგ­რა­მამ­დე ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ჰე­რო­ი­ნი“ ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ და „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, მე-4 ნა­წი­ლით, ასე­ვე, მე-6 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს”,- აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი ლი­ლუ­აშ­ვი­ლი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თბი­ლი­სი-რუს­თა­ვი-წი­თე­ლი ხი­დის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მა­გის­ტრალ­ზე სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე პი­რა­დი ჩხრე­კა ჩა­უ­ტა­რეს 1967 წელს და­ბა­დე­ბულ ე.ფ.-ს, რომ­ლის ჩხრე­კის შე­დე­გად ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ღე­ბუ­ლია გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ჰე­რო­ი­ნი“ და ფული.

პო­ლი­ცი­ამ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის ლი­ლოს ბაზ­რო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კი­დევ ერთი პირი და­ა­კა­ვა. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბუ­ლია 1960 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ბ., რომ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ღე­ბუ­ლია „ჰე­რო­ი­ნის“ შემ­ცვე­ლი 1 კი­ლოგ­რა­მამ­დე ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ფონიჭალაში,  წითელი ხიდის მაგისტრალზე და ლილოში 10 ნარკორეალიზატორი დააკავეს - ამოღებულია 7 კილოგრამამდე "ჰეროინი“

ფონიჭალაში,  წითელი ხიდის მაგისტრალზე და ლილოში 10 ნარკორეალიზატორი დააკავეს - ამოღებულია 7 კილოგრამამდე "ჰეროინი“

პოლიციამ ფონიჭალაში, წითელი ხიდის მაგისტრალზე და ლილოში 10 ნარკორეალიზატორი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 10 პირი დააკავეს.

1988 წელს დაბადებულ რ.ა.-ს, 1973 წელს დაბადებულ ჰ.ფ.-ს, 1996 წელს დაბადებულ ე.ე.-ს, 1971 წელს დაბადებულ რ.ე.-ს, 1985 წელს დაბადებულ გ.თ.-ს და 1996 წელს დაბადებულ ი.ჯ.-ს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება ედებათ ბრალად.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო.

რაც შეეხება 2001 წელს დაბადებულ ი.ი.-სა და 1988 წელს დაბადებულ გ.ა.-ს, სამართალდამცველებმა ისინი წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ავტომანქანით გადაჰქონდათ. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილით, ასევე, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,- აღნიშნავს გიორგი ლილუაშვილი.

სამართალდამცველებმა თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო მაგისტრალზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს 1967 წელს დაბადებულ ე.ფ.-ს, რომლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და ფული.

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი პირი დააკავა. ბრალდებულის სახით დაკავებულია 1960 წელს დაბადებული ზ.ბ., რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია „ჰეროინის“ შემცველი 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ლანჩხუთში, 50 წლამდე მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი ნახეს - წინასწარი ინფორმაციით, კაცი მოკლულია

ნაკაშიძის ქუჩაზე ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს - სავარაუდო თავდამსხმელი დაკავებულია

"ჯერ ერთი ძმა მომიკლეს მაგისმა შვილებმა, გამოვიდნენ ციხიდან და ახლა ჩემი მეორე ძმაც მოკლეს" - ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის უცნობი დეტალები