პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდებოდა შარლ მიშელის, "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრაზე - განცხადებები პარლამენტიდან
რა ხდებოდა შარლ მიშელის, "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრაზე - განცხადებები პარლამენტიდან

პარ­ლა­მენ­ტში ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტთან შარლ მი­შელ­თან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რა დას­რულ­და.

შეხ­ვედ­რას მხო­ლოდ ის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ, რომ­ლებ­მაც შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტს ხელი მო­ა­წე­რეს.

შარლ მი­შელს შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­ე­რა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს, ევ­რო­პის საბ­ჭოს პრე­ზი­დენტ მი­შელს სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ ერთხელ ვზი­ტის­თვის.

„სწო­რედ მისი მე­დი­ა­ცი­ით, ძა­ლის­ხმე­ვით ჩვენ შევ­ძე­ლით ის, რომ შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენ­ტი გა­ვა­ფორ­მეთ, რო­მე­ლიც ფარ­თო კონ­სე­სუსს ეფუძ­ნე­ბა და რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს უკვე მო­მავ­ლი კვრი­დან საქ­რათ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას ისე­თი სა­ხით, რო­გორ ის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ აირ­ჩია. რა საკ­ვირ­ვე­ლია რჩე­ბა რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ამ შე­თან­ხმე­ბას ხელს არ აწერს. ვფიქ­რობ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა გან­სა­ჯოს, რო­დე­საც ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ოპო­ზი­ცი­ის დიდი ნა­წი­ლი ეთან­ხმე­ბა იმ სა­ერ­თო წი­ნა­და­დე­ბებ­სა და პი­რო­ბებს, რო­მელ­საც ჩვენ ხელი მო­ვა­წე­რეთ. ამ დროს, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე პარ­ტია რჩე­ბა ამ შე­თან­ხმე­ბის მიღ­მა ალ­ბათ, ეს არის ის, რაც ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა შე­ა­ფა­სოს, რად­გან ბო­ლოს, ამ ხელ­მო­წე­რის შემ­დეგ დღეს უკვე ნა­თე­ლია, ვის აწყობ­და და ვის სურ­და ეს პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი და ვინ მუ­შა­ობ­და რე­ა­ლუ­რად მის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

სი­ნამ­დვი­ლე­ში ფაქ­ტი არის ერთი, რომ რაც გა­ფორმ­და გუ­შინ და რაც იქ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან, ანუ უმ­რავ­ლე­სო­ბა და ოპო­ზი­ცია პარ­ლა­მენ­ტში, ეს ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ჯერ კი­დევ ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში, გა­სულ წელს გა­ა­ფორ­მა. სწო­რედ მათ გვი­თხრეს და მათ გა­ა­კე­თეს ეს არ­ჩე­ვა­ნი, რომ პარ­ლა­მენტს, ოპო­ზი­ცი­ას და უმ­რავ­ლე­სო­ბას ერ­თად უნდა ემუ­შა­ვათ ამ პარ­ლა­მენ­ტში. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩემ­თვის არის მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს იმი­სათ­ვის, რომ ამ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი მოთ­მი­ნე­ბით ადევ­ნებ­დნენ თვალს ამ და­ძა­ბულ პო­ლი­ტი­კურ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს.

ჩვენ პი­რო­ბას ვაძ­ლევბთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­მა­ვალ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს პროგ­რესს უზ­რუნ­ველ­ვყოფთ ერ­თად. მაქ­სი­მა­ლურ ყუ­რა­დღებ­ვას და დროს დავ­ხარ­ჯავთ იმ პრობ­ლე­მებ­ზე სა­მუ­შა­ოდ, რო­მე­ლიც ჩვენს მოქ­ლა­ქე­ებს აქვთ პან­დე­მი­ის­გან გა­მომ­დი­ნა­რე, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ამო­ცა­ნე­ბია, ეკო­ნო­მი­კი­რი ამო­ცა­ნე­ბია. ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ უნდა გა­ნაგ­რძოს წინსვლა, დე­მოკ­რა­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა და პროგ­რე­სი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის იმარ­თუ­ლე­ბით’, - აცხა­დებს თა­ლაკ­ვა­ძე.

პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ შეხ­ვედ­რა­ზე არა­ფე­რი ახა­ლი არ თქმუ­ლა.

"ჩვენ­გან იყო თხოვ­ნა, რომ არ დაგ­ვი­ვი­წყონ, დრო და დრო მოგ­ვაქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა, რომ სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მა ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნოთ. რაც შე­თან­ხმე­ბა­ში წე­რია, ყვე­ლა­ფერ­ზე ვი­სა­უბ­რეთ. ახა­ლი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. რაც წე­რია შე­თან­ხმე­ბა­ში, ის რომ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია, ამა­ზე იყო სა­უ­ბა­რი", - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძე­მაც.

მან თხოვ­ნით მი­მარ­თა თი­თო­ე­ულ პო­ლი­ტი­კოს­სა და სა­ჯა­რო პირს, რომ ეს დღე გა­მო­ი­ყე­ნონ და ისევ ლან­ძღვა-გი­ნე­ბა­ზე არ გა­და­ვიდ­ნენ. მისი თქმით, სწო­რედ ეს იყო ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი.

„დღეს შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­უ­ლია, კრი­ზი­სი დაძ­ლე­უ­ლია, მაგ­რამ იმის­თვის, რომ გა­ფორმ­დეს კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვა, ამას კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სჭირ­დე­ბა და ამა­ზე მო­გახ­სე­ნებთ, მაგ­რამ გულ­წრფე­ლად მინ­და თი­თო­ე­ულ პო­ლი­ტი­კოსს, თი­თო­ე­ულ სა­ჯა­რო პირს ვთხო­ვო, ეს დღე გა­მო­ვი­ყე­ნოთ იმის­თვის, რომ კინ­კლა­ო­ბებს კი ნუ და­ვი­წყებთ და ისევ ლან­ძღვა-გი­ნე­ბა­ზე კი ნუ გა­და­ვალთ, რაც ხელ­ში გვი­ჭი­რავს, ძა­ლი­ან სო­ლი­დუ­რი დო­კუ­მენ­ტი, ამის რე­ა­ლი­ზე­ბა­სა და იმ­პელ­მენ­ტა­ცი­ა­ზე გვქოდ­ნეს საქ­მე და ამა­ზე იყო სა­უ­ბა­რი ბა­ტო­ნი შარლ მი­შე­ლის მხრი­და­ნაც. ეს იყო მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ვა­შა­ძის თქმით, რად­გან ის უარს აცხა­დებს ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან გი­რა­ოს გა­დახ­და­ზე, ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნი და­რე­გის­ტრირ­დე­ბა.

„ვე­ლო­დე­ბი გი­ორ­გი რუ­რუ­ას შე­წყა­ლე­ბას, ამა­ზე სა­უ­ბა­რი გვქონ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ნიკა მე­ლი­ას, რად­გან ის უარს ამ­ბობს ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან გი­რა­ოს გა­დახ­და­ზე, და­რე­გის­ტრირ­დე­ბა ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნი. პი­რა­დად ვა­ცხა­დებ, რომ ჩემი ხმა ექ­ნე­ბა ამ­ნის­ტი­ის კა­ნონს იმის­თვის, რომ ნიკა მე­ლია სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მო­ვი­დეს. მა­ნამ­დე ჩვენ ვართ იმ რე­ჟიმ­ში, რო­მელ­შიც ვართ. ეს არის კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც მათ შო­რის შე­თან­ხმე­ბა­შია გა­წე­რი­ლი, რომ ერთი კვი­რის მან­ძილ­ზე უნდა გა­და­იდ­გას ყვე­ლა ის ნა­ბი­ჯი და დღე­ი­დან ეს ერთი კვი­რა ჩარ­თუ­ლია. მო­ვუ­წო­დებ ასე­ვე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც და ვთხოვ, რომ ამ შე­თან­ხმე­ბის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბის დრო აღარ არის“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დე­პუ­ტატ­მა და­ვით ბაქ­რა­ძემ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტა, რა­ტომ მი­ი­ღო მე­დი­ა­ტორ შარლ მი­შე­ლის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და აღ­ნიშ­ნუ­ლის სამი მი­ზე­ზი ჩა­მოთ­ვა­ლა.

„მი­ზე­ზი პირ­ვე­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი გზა არის უალ­ტერ­ნა­ტი­ვო. ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ჩი­ხის და კრი­ზი­სის გაგ­რძე­ლე­ბით საფრ­თხე ექ­მნე­ბო­და ქვეყ­ნის ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას. მე ვერ და­ვუშ­ვებ და ვერ მი­ვი­ღებ, რომ ამ ქვეყ­ნის ევ­რო­პულ მო­მა­ვალს საფრ­თხე შე­ექ­მნას და მე ამ დროს არა­ფერს ვა­კე­თებ­დე. ვი­საც რა შეგ­ვიძ­ლია, ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი იყოს ევ­რო­კავ­ში­რი და ნატო.

მე­ო­რე მი­ზე­ზი გახ­ლავთ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ორი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გახ­და სიმ­ბო­ლო უსა­მარ­თლო პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის ამ ქვე­ყა­ნა­ში, უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს - გი­ორ­გი რუ­რუა და ნიკა მე­ლია უნდა გა­მო­ვი­დეს გა­რეთ და ამას უზ­რუნ­ველ­ყოფს ეს შე­თან­ხმე­ბა.

მე­სა­მე მი­ზი­ზი - უნდა შე­იც­ვა­ლოს სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა. ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გა­და­ვი­დეთ მთლი­ა­ნად პრო­პორ­ცი­ულ­ზე და აღარ მივ­ცეთ „ოც­ნე­ბას“ სა­შუ­ა­ლე­ბა მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის ხარ­ჯზე გაძ­ვრეს ისე, რო­გორც ძვრე­ბო­და ყვე­ლა წინა არ­ჩევ­ნებ­ში. ეს დო­კუ­მენ­ტი ასე­ვე აჩენს ტესტს, შეძ­ლებს თუ არა „ოც­ნე­ბა“ 43 %-ის აღე­ბას. ახლა თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ და­ვა­მარ­ცხოთ ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და და­ვით ბაქ­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, შარლ მი­შე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ჩა­მო­ვი­და. ის უკვე შეხ­ვდა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
)))
3

ამ ევროპელებმა გადაწყვიტეს, რუსების ჯინაზე იარონ საქართველოში))

buratinos
143

ბურატინო! ნაცების გარეშე ცარიელი ადგილი ხართ მთელი ოპოზიცია.1 და 2 პროცენტიანი პარტიებით. მალე ეგაც აღარ გექნებათ თქვენი არასწორი საქციელით,რომ მიგდეთ მელია და უნახავებივით შეცვივით პარლამენტში, თქვე ფარჩაკებო, ეხლა აბოლებთ ხალხს, ამინისტია უნდა მივიღით იმითომ შევედითო.ისემც თქვენი თვალთმაქცი ყოფა ვატირე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

რა ხდებოდა შარლ მიშელის, "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრაზე - განცხადებები პარლამენტიდან

რა ხდებოდა შარლ მიშელის, "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრაზე - განცხადებები პარლამენტიდან

პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრას მხოლოდ ის ოპოზიციონერი დეპუტატები ესწრებოდნენ, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

შარლ მიშელს შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის შემდეგ მადლობა გადაუხადა საერაშორისო პარტნიორებს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ მიშელს საქართველოში კიდევ ერთხელ ვზიტისთვის.

„სწორედ მისი მედიაციით, ძალისხმევით ჩვენ შევძელით ის, რომ შეთანხმების დოკუმენტი გავაფორმეთ, რომელიც ფართო კონსესუსს ეფუძნება და რომელიც უზრუნველყოფს უკვე მომავლი კვრიდან საქრათველოს პარლამენტის ფუნქციონირებას ისეთი სახით, როგორ ის საზოგადოებამ აირჩია. რა საკვირველია რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ამ შეთანხმებას ხელს არ აწერს. ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლება და ოპოზიციის დიდი ნაწილი ეთანხმება იმ საერთო წინადადებებსა და პირობებს, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ. ამ დროს, როდესაც რამდენიმე პარტია რჩება ამ შეთანხმების მიღმა ალბათ, ეს არის ის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რადგან ბოლოს, ამ ხელმოწერის შემდეგ დღეს უკვე ნათელია, ვის აწყობდა და ვის სურდა ეს პოლიტიკური კრიზისი და ვინ მუშაობდა რეალურად მის მოსაგვარებლად.

სინამდვილეში ფაქტი არის ერთი, რომ რაც გაფორმდა გუშინ და რაც იქნება მომავალი კვირიდან, ანუ უმრავლესობა და ოპოზიცია პარლამენტში, ეს ჩვენმა საზოგადოებამ, ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, გასულ წელს გააფორმა. სწორედ მათ გვითხრეს და მათ გააკეთეს ეს არჩევანი, რომ პარლამენტს, ოპოზიციას და უმრავლესობას ერთად უნდა ემუშავათ ამ პარლამენტში. შესაბამისად, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩემთვის არის მადლობა გადავუხადო ჩვენს საზოგადოებას, თანამოქალაქეებს იმისათვის, რომ ამ თვეების განმავლობაში ისინი მოთმინებით ადევნებდნენ თვალს ამ დაძაბულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს.

ჩვენ პირობას ვაძლევბთ საზოგადოებას, რომ მაქსიმალურად მომავალშიც საქართველოს პროგრესს უზრუნველვყოფთ ერთად. მაქსიმალურ ყურადღებვას და დროს დავხარჯავთ იმ პრობლემებზე სამუშაოდ, რომელიც ჩვენს მოქლაქეებს აქვთ პანდემიისგან გამომდინარე, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანებია, ეკონომიკირი ამოცანებია. ჩვენმა ქვეყანამ უნდა განაგრძოს წინსვლა, დემოკრატიის გაძლიერება და პროგრესი ევროინტეგრაციის იმართულებით’, - აცხადებს თალაკვაძე.

პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე არაფერი ახალი არ თქმულა.

"ჩვენგან იყო თხოვნა, რომ არ დაგვივიწყონ, დრო და დრო მოგვაქციონ ყურადღება, რომ საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულების რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ. რაც შეთანხმებაში წერია, ყველაფერზე ვისაუბრეთ. ახალი არაფერი ყოფილა. რაც წერია შეთანხმებაში, ის რომ შესასრულებელია, ამაზე იყო საუბარი", - განაცხადა ელისაშვილმა.

შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც.

მან თხოვნით მიმართა თითოეულ პოლიტიკოსსა და საჯარო პირს, რომ ეს დღე გამოიყენონ და ისევ ლანძღვა-გინებაზე არ გადავიდნენ. მისი თქმით, სწორედ ეს იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მთავარი გზავნილი.

„დღეს შეთანხმება მიღწეულია, კრიზისი დაძლეულია, მაგრამ იმისთვის, რომ გაფორმდეს კრიზისის დაძლევა, ამას კონკრეტული ნაბიჯები სჭირდება და ამაზე მოგახსენებთ, მაგრამ გულწრფელად მინდა თითოეულ პოლიტიკოსს, თითოეულ საჯარო პირს ვთხოვო, ეს დღე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კინკლაობებს კი ნუ დავიწყებთ და ისევ ლანძღვა-გინებაზე კი ნუ გადავალთ, რაც ხელში გვიჭირავს, ძალიან სოლიდური დოკუმენტი, ამის რეალიზებასა და იმპელმენტაციაზე გვქოდნეს საქმე და ამაზე იყო საუბარი ბატონი შარლ მიშელის მხრიდანაც. ეს იყო მთავარი გზავნილი“, - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, ვაშაძის თქმით, რადგან ის უარს აცხადებს ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდაზე, ამნისტიის კანონი დარეგისტრირდება.

„ველოდები გიორგი რურუას შეწყალებას, ამაზე საუბარი გვქონდა. რაც შეეხება ნიკა მელიას, რადგან ის უარს ამბობს ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდაზე, დარეგისტრირდება ამნისტიის კანონი. პირადად ვაცხადებ, რომ ჩემი ხმა ექნება ამნისტიის კანონს იმისთვის, რომ ნიკა მელია საპატიმრო დაწესებულებიდან გამოვიდეს. მანამდე ჩვენ ვართ იმ რეჟიმში, რომელშიც ვართ. ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც მათ შორის შეთანხმებაშია გაწერილი, რომ ერთი კვირის მანძილზე უნდა გადაიდგას ყველა ის ნაბიჯი და დღეიდან ეს ერთი კვირა ჩართულია. მოვუწოდებ ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც და ვთხოვ, რომ ამ შეთანხმების ინტერპრეტაციების დრო აღარ არის“, - განაცხადა ვაშაძემ.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ მიიღო მედიატორ შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება და აღნიშნულის სამი მიზეზი ჩამოთვალა.

„მიზეზი პირველი - საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური გზა არის უალტერნატივო. ამ პოლიტიკური ჩიხის და კრიზისის გაგრძელებით საფრთხე ექმნებოდა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მე ვერ დავუშვებ და ვერ მივიღებ, რომ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე შეექმნას და მე ამ დროს არაფერს ვაკეთებდე. ვისაც რა შეგვიძლია, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი იყოს ევროკავშირი და ნატო.

მეორე მიზეზი გახლავთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ორი ადამიანი, რომელიც გახდა სიმბოლო უსამართლო პოლიტიკური დევნის ამ ქვეყანაში, უნდა გათავისუფლდეს - გიორგი რურუა და ნიკა მელია უნდა გამოვიდეს გარეთ და ამას უზრუნველყოფს ეს შეთანხმება.

მესამე მიზიზი - უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. ერთხელ და სამუდამოდ გადავიდეთ მთლიანად პროპორციულზე და აღარ მივცეთ „ოცნებას“ საშუალება მაჟორიტარების ხარჯზე გაძვრეს ისე, როგორც ძვრებოდა ყველა წინა არჩევნებში. ეს დოკუმენტი ასევე აჩენს ტესტს, შეძლებს თუ არა „ოცნება“ 43 %-ის აღებას. ახლა თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რომ დავამარცხოთ ადგილობრივ არჩევნებზე „ქართული ოცნება“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, შარლ მიშელი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

"დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?!" - შალვა პაპუაშვილი

"გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა და მით უფრო პარლამენტში" - რა განცხადებას არვცელებს სალომე ზურაბიშვილი

შარლ მიშელი საქართველოშია - მედიის წარმომადგენლები მას ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვდნენ