საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქამდე მეგონა, მხოლოდ აფხაზეთში ვაბოლებდით ვიღაცეებს" - ოჩამჩირელი ქალის თაღლითური სქემა და ბინის გარეშე დარჩენილი რუსი მილიარდერი
"აქამდე მეგონა, მხოლოდ აფხაზეთში ვაბოლებდით ვიღაცეებს" - ოჩამჩირელი ქალის თაღლითური სქემა და ბინის გარეშე დარჩენილი რუსი მილიარდერი

აფხა­ზეთ­ში მო­ფიქ­რე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­ს­ქე­მე­ბი, რო­მე­ლიც ერთი და იგი­ვე სახ­ლის ან სხვა ნა­გე­ბო­ბის რამ­დენ­ჯერ­მე "გა­ყიდ­ვას" ისა­ხავს მიზ­ნად, კარ­გა ხა­ნია რე­გი­ონს გას­ცდა...

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ლონ­დონ­ში მცხოვ­რე­ბი მი­ლი­არ­დე­რი, ან­დრეი ან­დრე­ე­ვი-ოგა­ჯა­ნი­ან­ცი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ა­შია, გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს და სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში მდე­ბა­რე ერთ-ერთი ბი­ნაც გა­უ­ყი­დეს.

სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი ბი­ნის და­ვა­ზე იმ­სჯე­ლა 8 აპ­რილს სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ. და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ოჩამ­ჩი­რე­ლი ლუდ­მი­ლა თო­რი­აა, რომ­ლის­გა­ნაც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა შვი­დი წლის წინ კი­ნოპ­რო­დი­უ­სერ­მა ევ­გე­ნი არო­ნოვ­მა შე­ი­ძი­ნა.

თო­რია რე­გი­ონ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი "სა­ბუ­თე­ბის" სა­ფუძ­ველ­ზე ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ მისი "მე­უღ­ლე" ან­დრეი ან­დრე­ე­ვი ცოტა ხნის წინ გარ­და­იც­ვა­ლა და ეს ქო­ნე­ბა მი­ლი­არ­დე­რის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით ერგო.

სა­ბო­ლო­ოდ, ან­დრე­ევ­მა გა­ი­გო თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რი ამ ამ­ბავ­ში ის არის, რომ თა­ვის დრო­ზე რუ­სე­თის შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა აფხა­ზე­თი­დან წა­მო­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სი­ნამ­დვი­ლე­ში ეჭ­ვიც კი არ შე­ი­ტა­ნეს და აფხა­ზი ქა­ლის თაღ­ლი­თო­ბის შე­სა­ხებ ვე­რა­ფე­რი გა­ი­გეს.

forbes.ru-ის მი­ხედ­ვით, ახალ­გაზ­რდა მი­ლი­არ­დე­რის, ან­დრეი ან­დრე­ე­ვის ქო­ნე­ბა თით­ქმის 2 მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დეა შე­ფა­სე­ბუ­ლი. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სწო­რედ მისი შექ­მნი­ლია გაც­ნო­ბის ინ­ტერ­ნეტ­პორ­ტა­ლე­ბი Mamba, Badoo და Bumble. 2005 წელს, რუ­სე­თი­დან სა­ცხოვ­რებ­ლად დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­და­ვი­და, თუმ­ცა რუ­სეთ­ში რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნე­სი და ბინა დარ­ჩა, მათ შო­რის სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის ბინა, რო­მე­ლიც ბე­ბი­ის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღო. მთე­ლი ბავ­შვო­ბა იქ გა­ა­ტა­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა უკვე ორ­ჯერ გა­ი­ყი­და, ან­დრე­ე­ვი დღემ­დე იმ ბი­ნა­შია ჩა­წე­რი­ლი.

"რუ­სეთ­ში სა­ხელ­მწი­ფო რე­ესტრის ამო­ნა­წე­რე­ბის თა­ნახ­მად, 2012 წელს ბინა მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ვი­და აფხა­ზე­თის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქის, ლუდ­მი­ლა თო­რი­ას მფლო­ბე­ლო­ბა­ში. აფხა­ზუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბით, ის 2008 წელს გაჰ­ყვა ცო­ლად მი­ლი­არ­დერს, ოთხი წლის შემ­დეგ კი დაქვრივ­და. მის­მა მემ­კვიდ­რემ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ლე­გა­ლი­ზა­ცია რუ­სეთ­ში მო­ა­ხერ­ხა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ბი­ნის "მფლო­ბელ­მა" ქო­ნე­ბა გა­და­ი­ფორ­მა და 2013 წელს გა­ყი­და კი­დეც..." - წერს forbes.ru.

ან­დრეი ან­დრე­ე­ვი

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ბი­ნის ახა­ლი მფლო­ბე­ლი, კი­ნოპ­რო­დი­უ­სე­რი ევ­გე­ნი არო­ნო­ვი აცხა­დებს, რომ "ბინა კა­ნო­ნი­ე­რად, რუ­სე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ზე მორ­გე­ბულ და ად­გი­ლობ­რივ სა­ბუ­თებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, 2020 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქის­გან იყი­და და დათ­მო­ბას არ აპი­რებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ან­დრე­ე­ვის იუ­რის­ტებ­მა მის­გან მი­ლი­არ­დე­რის­თვის ბი­ნის დაბ­რუ­ნე­ბა მო­ი­თხო­ვეს..." - წერს გა­მო­ცე­მა.

ისე­დაც ჩახ­ლარ­თულ ურ­თი­ერ­თო­ბას კი­დევ უფრო ამ­ძი­მებს ის, რომ ან­დრე­ე­ვის ე.წ. ქვრი­ვი აფხა­ზი ლუდ­მი­ლა თო­რია, 2019 წელს კრას­ნო­დარ­ში პნევ­მო­ნი­ით გარ­და­იც­ვა­ლა. აფხა­ზეთ­ში სა­ბუ­თე­ბის შემ­დგე­ნელ პი­რებს ვერ მი­აგ­ნეს, რად­გან იქ მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბა რო­გორც "ნო­ტა­რი­უ­სი" ასე­ვე, სხვა სა­ჯა­რო და კერ­ძო უწყე­ბე­ბი. რამ­დე­ნი­მე დღეა აფხა­ზი თო­რი­ას, რუსი მი­ლი­არ­დე­რი ან­დრე­ე­ვი­სა და კი­ნოპ­რო­დი­უ­სე­რი არო­ნო­ვის ბიზ­ნეს-სა­ო­ჯა­ხო სამ­კუ­თხედს აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ...

"რამ­დენ­ჯერ­მე წა­ვი­კი­თხე, რომ აზრი გა­მო­მე­ტა­ნა... აქამ­დე მე­გო­ნა, მხო­ლოდ აფხა­ზეთ­ში ვა­ბო­ლებ­დით ვი­ღა­ცე­ებს, რო­გორც ირ­კვე­ვა, უფრო შორს წა­სუ­ლა ჩვე­ნი მა­ფი­ო­ზუ­რი კლა­ნი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თო­რია მარ­ტო იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ვინ გეგ­მავ­და ასეთ სე­რი­ო­ზულ ბიზ­ნეს-თაღ­ლი­თო­ბებს, ეგ ცალ­კე გა­სარ­კვე­ვია, რა­საც ალ­ბათ ვე­რა­ვინ ვე­რას­დროს გა­არ­კვევს" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ან­დრია ბარ­ცი­ცი.

"რუ­სულ-აფხა­ზუ­რი კლა­ნია, რომ­ლის­თვი­საც, რო­გორც მსმე­ნია, ეს პირ­ვე­ლი არ არის. თო­რია, დიდი ალ­ბა­თო­ბით, შეც­ვლი­ლი გვა­რია, რად­გან პა­ტა­რა აფხა­ზეთ­ში ამა­ზე არა­ვის არა­ფე­რი სმე­ნია... არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რუსი მი­ლი­არ­დე­რის გა­რე­მოც­ვი­და­ნაც არის ვი­ღაც ჩა­რე­უ­ლი, ასე ბრმად ან­დრე­ევს ვერ აარ­ჩევ­დნენ. კარ­გად აქვთ შეს­წავ­ლი­ლი დე­ტა­ლე­ბი. ეს პირ­ვე­ლი საქ­მე არ იქ­ნე­ბო­და მათ­თვის, საკ­მა­ოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად აქვთ დე­ტა­ლე­ბი გათ­ვლი­ლი..." - მი­აჩ­ნია დი­მიტ­რი ად­ლე­ი­ბას.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სინსილიო
8

ისევ სამეგრელო. როგორი საღი აზრის ხალხია?

lado
5

ნამდვილი პატრიოტია ყოჩაღ თორია ასე გააგრძელე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"აქამდე მეგონა, მხოლოდ აფხაზეთში ვაბოლებდით ვიღაცეებს" - ოჩამჩირელი ქალის თაღლითური სქემა და ბინის გარეშე დარჩენილი რუსი მილიარდერი

"აქამდე მეგონა, მხოლოდ აფხაზეთში ვაბოლებდით ვიღაცეებს" - ოჩამჩირელი ქალის თაღლითური სქემა და ბინის გარეშე დარჩენილი რუსი მილიარდერი

აფხაზეთში მოფიქრებული ბიზნესსქემები, რომელიც ერთი და იგივე სახლის ან სხვა ნაგებობის რამდენჯერმე "გაყიდვას" ისახავს მიზნად, კარგა ხანია რეგიონს გასცდა...

რამდენიმე წლის წინ, ლონდონში მცხოვრები მილიარდერი, ანდრეი ანდრეევი-ოგაჯანიანცი, რომელიც რუსეთის უმდიდრესი ადამიანების სიაშია, გარდაცვლილად გამოაცხადეს და სანკტ-პეტერბურგში მდებარე ერთ-ერთი ბინაც გაუყიდეს.

სწორედ აღნიშნული ბინის დავაზე იმსჯელა 8 აპრილს სანკტ-პეტერბურგის სასამართლომ. დანაშაულში ბრალდებული ოჩამჩირელი ლუდმილა თორიაა, რომლისგანაც უძრავი ქონება შვიდი წლის წინ კინოპროდიუსერმა ევგენი არონოვმა შეიძინა.

თორია რეგიონში დამზადებული "საბუთების" საფუძველზე ირწმუნებოდა, რომ მისი "მეუღლე" ანდრეი ანდრეევი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და ეს ქონება მილიარდერისგან მემკვიდრეობით ერგო.

საბოლოოდ, ანდრეევმა გაიგო თაღლითური სქემის შესახებ, თუმცა ყველაზე საოცარი ამ ამბავში ის არის, რომ თავის დროზე რუსეთის შესაბამისმა სამსახურებმა აფხაზეთიდან წამოღებული დოკუმენტაციის სინამდვილეში ეჭვიც კი არ შეიტანეს და აფხაზი ქალის თაღლითობის შესახებ ვერაფერი გაიგეს.

forbes.ru-ის მიხედვით, ახალგაზრდა მილიარდერის, ანდრეი ანდრეევის ქონება თითქმის 2 მილიარდ დოლარამდეა შეფასებული. გამოცემის ცნობით, სწორედ მისი შექმნილია გაცნობის ინტერნეტპორტალები Mamba, Badoo და Bumble. 2005 წელს, რუსეთიდან საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა, თუმცა რუსეთში რამდენიმე ბიზნესი და ბინა დარჩა, მათ შორის სანკტ-პეტერბურგის ბინა, რომელიც ბებიისგან მემკვიდრეობით მიიღო. მთელი ბავშვობა იქ გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონება უკვე ორჯერ გაიყიდა, ანდრეევი დღემდე იმ ბინაშია ჩაწერილი.

"რუსეთში სახელმწიფო რეესტრის ამონაწერების თანახმად, 2012 წელს ბინა მემკვიდრეობით გადავიდა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოქალაქის, ლუდმილა თორიას მფლობელობაში. აფხაზური დოკუმენტებით, ის 2008 წელს გაჰყვა ცოლად მილიარდერს, ოთხი წლის შემდეგ კი დაქვრივდა. მისმა მემკვიდრემ დოკუმენტაციის ლეგალიზაცია რუსეთში მოახერხა, რის საფუძველზეც ბინის "მფლობელმა" ქონება გადაიფორმა და 2013 წელს გაყიდა კიდეც..." - წერს forbes.ru.

ანდრეი ანდრეევი

გამოცემის ცნობით, ბინის ახალი მფლობელი, კინოპროდიუსერი ევგენი არონოვი აცხადებს, რომ "ბინა კანონიერად, რუსეთის კანონმდებლობაზე მორგებულ და ადგილობრივ საბუთებთან შესაბამისობაში გადაყვანილი დოკუმენტაციის საფუძველზე, 2020 წლის შემოდგომაზე, აფხაზეთის მოქალაქისგან იყიდა და დათმობას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ანდრეევის იურისტებმა მისგან მილიარდერისთვის ბინის დაბრუნება მოითხოვეს..." - წერს გამოცემა.

ისედაც ჩახლართულ ურთიერთობას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ანდრეევის ე.წ. ქვრივი აფხაზი ლუდმილა თორია, 2019 წელს კრასნოდარში პნევმონიით გარდაიცვალა. აფხაზეთში საბუთების შემდგენელ პირებს ვერ მიაგნეს, რადგან იქ მუდმივად იცვლება როგორც "ნოტარიუსი" ასევე, სხვა საჯარო და კერძო უწყებები. რამდენიმე დღეა აფხაზი თორიას, რუსი მილიარდერი ანდრეევისა და კინოპროდიუსერი არონოვის ბიზნეს-საოჯახო სამკუთხედს აქტიურად განიხილავენ...

"რამდენჯერმე წავიკითხე, რომ აზრი გამომეტანა... აქამდე მეგონა, მხოლოდ აფხაზეთში ვაბოლებდით ვიღაცეებს, როგორც ირკვევა, უფრო შორს წასულა ჩვენი მაფიოზური კლანი. რასაკვირველია, თორია მარტო იქნებოდა, მაგრამ ვინ გეგმავდა ასეთ სერიოზულ ბიზნეს-თაღლითობებს, ეგ ცალკე გასარკვევია, რასაც ალბათ ვერავინ ვერასდროს გაარკვევს" - წერს ადგილობრივი ანდრია ბარციცი.

"რუსულ-აფხაზური კლანია, რომლისთვისაც, როგორც მსმენია, ეს პირველი არ არის. თორია, დიდი ალბათობით, შეცვლილი გვარია, რადგან პატარა აფხაზეთში ამაზე არავის არაფერი სმენია... არ არის გამორიცხული, რუსი მილიარდერის გარემოცვიდანაც არის ვიღაც ჩარეული, ასე ბრმად ანდრეევს ვერ აარჩევდნენ. კარგად აქვთ შესწავლილი დეტალები. ეს პირველი საქმე არ იქნებოდა მათთვის, საკმაოდ პროფესიონალურად აქვთ დეტალები გათვლილი..." - მიაჩნია დიმიტრი ადლეიბას.

რუსი ოკუპანტები ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან სასაოფლო-სამეურნეო ტექნიკით გამოჩნდნენ (ფოტო, ვიდეო)

"მითხრა, განსაკუთრებულ ექსპერიმენტს ვატარებო" - რუსი ბლოგერი 40-დღიანი "გამაჯანსაღებელი შიმშილობის" შემდეგ აფხაზეთში გარდაცვლილი იპოვეს

"ახლა მთავარია, ადამიანებს აიძულონ, "ეს სიკეთე" მიიღონ" - როგორ შეხვდა აფხაზი მოსახლეობა რეგიონში რუსული ვაქცინის შეტანას?