სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის მიიღებს საქართველო ვაქცინების მორიგ პარტიას? -  "ჯერ "ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები შემოვა, შემდეგ არის "ფაიზერის“ მოლოდინი"
როდის მიიღებს საქართველო ვაქცინების მორიგ პარტიას? -  "ჯერ "ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები შემოვა, შემდეგ არის "ფაიზერის“ მოლოდინი"

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ვაქ­ცი­ნე­ბის მო­რიგ პარ­ტი­ას მა­ი­სი­დან მი­ი­ღებს.

რო­გორც ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ და­მა­ტე­ბი­თი დოზა შე­მო­ვა, შემ­დეგ არის "ფა­ი­ზე­რის“ მო­ლო­დი­ნი. ამას­თან, მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს "მო­დერ­ნას­თა­ნაც“, თუმ­ცა, კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ ცნო­ბი­ლი არ არის.

"პორ­ტალ­მა გვიჩ­ვე­ნა, რომ "ფა­ი­ზერ­ზე“ და "მო­დერ­ნა­ზე“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სან­დო­ო­ბა და მო­თხოვ­ნაა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან, მაგ­რამ ასე­ვე ჩვენ ვაკ­ვირ­დე­ბით, რომ მე­სა­მე ად­გილ­ზეა "ას­ტრა­ზე­ნე­კა“, რაც მი­უ­თი­თებს სა­ხელ­მწი­ფოს სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "ას­ტრა­ზე­ნე­კას­თან“ მი­მარ­თე­ბა­ში. აქ უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ თვის ბო­ლოს შე­მო­ვა "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ შემ­დე­გი მო­ცუ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში - 50 ათა­სამ­დე დოზა. შემ­დე­გი დოზა შე­მო­ვა მა­ის­ში, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო "კო­ვაქსპლატ­ფორ­მამ“ გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ ჩვენ ვი­ცით თი­თო­ე­ულ ვაქ­ცი­ნას აქვს მოკ­ლე ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვა­დით და­ცუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი შე­მო­ვი­დეს ქვე­ყა­ნა­ში.

ასე­ვე, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს "ფა­ი­ზერ­თან“, ვაქ­ცი­ნე­ბის პირ­და­პირ მო­წო­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­თან­ხმე­ბა ერთ მი­ლი­ონ დო­ზა­ზე მიღ­წე­უ­ლია და ამ ეტა­პის­თვის ჩვენ ვმუ­შა­ობთ თა­რი­ღის დად­გე­ნა­ზე, რაც შე­ე­ხე­ბა "მო­დერ­ნას“, მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა, ამ ეტა­პის­თვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვერ მი­ვაწ­ვდით კონ­კრე­ტულ ინ­ფორ­მა­ცი­ას“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ და დას­ძი­ნა: "ჯერ ას­ტრა­ზე­ნე­კა“ შე­მო­ვა, შემ­დეგ გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ შე­მო­ვა „ფა­ი­ზე­რი“.

ამას­თან, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ვა­რა­უ­დობს, რომ "სი­ნო­ფარ­მთან“ და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ვაქ­ცი­ნის მიერ აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ შე­იც­ვლე­ბა.

"სი­ნო­ფარ­მთან“ მი­მარ­თე­ბა­ში ვი­ცით, რომ ის არის მო­ლო­დი­ნის ფურ­ცელ­ზე, სა­ნამ მი­ი­ღებს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხრი­დან აკ­რე­დი­ტა­ცი­ას. თუმ­ცა, რად­გან "სი­ნო­ფარ­მი“ წარ­მო­ად­გენს ტრა­დი­ცი­ულ მე­თოდ­ზე შექ­მნილ ვაქ­ცი­ნაც, მის მი­მართ მო­თხოვ­ნა და სან­დო­ო­ბა არის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი. ის, რომ დღეს­დღე­ო­ბით არის ბოლო პო­ზი­ცი­ებ­ზე, გა­მომ­დი­ნა­რე­ობს იქე­დან, რომ მას არ აქვს ამ ეტა­პის­თვის მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხრი­დან აკ­რე­დი­ტა­ცია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, მისი პო­ზი­ცი­ე­ბი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ და­წი­ნა­ურ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის წი­ნას­წა­რი რე­გის­ტრა­ცი­ის პორ­ტა­ლი შე­იქ­მნა.

წი­ნას­წა­რი რე­გის­ტრა­ცი­ის მი­ზა­ნია, ცნო­ბი­ლი იყოს ინ­ფორ­მა­ცია COVID-19 ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ.

რე­გის­ტრა­ცი­ის დროს, მო­ქა­ლა­ქე­ებს ეძ­ლე­ვათ ვაქ­ცი­ნებს შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

COVID-19 ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლია 18 წელ­ზე უფ­როს მო­სახ­ლე­ო­ბას.

წი­ნას­წა­რი რე­გის­ტრა­ცი­ის ფორ­მაა - https://www.moh.gov.ge/covid-chart/register/welcome

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
5

თქვენ მართლა გჯერათ რომ მილიონ დოზა ვაქცინას გახარჯავთ?იმიტომ არ უნდა ისხდეთ იქ სადაც ყრიხართ.

v
2

vai tqvens patrons!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როდის მიიღებს საქართველო ვაქცინების მორიგ პარტიას? -  "ჯერ "ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები შემოვა, შემდეგ არის "ფაიზერის“ მოლოდინი"

როდის მიიღებს საქართველო ვაქცინების მორიგ პარტიას? -  "ჯერ "ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები შემოვა, შემდეგ არის "ფაიზერის“ მოლოდინი"

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო ვაქცინების მორიგ პარტიას მაისიდან მიიღებს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში ჯერ "ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზა შემოვა, შემდეგ არის "ფაიზერის“ მოლოდინი. ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს "მოდერნასთანაც“, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის.

"პორტალმა გვიჩვენა, რომ "ფაიზერზე“ და "მოდერნაზე“ განსაკუთრებული სანდოობა და მოთხოვნაა საზოგადოების მხრიდან, მაგრამ ასევე ჩვენ ვაკვირდებით, რომ მესამე ადგილზეა "ასტრაზენეკა“, რაც მიუთითებს სახელმწიფოს სწორ გადაწყვეტილებას "ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში. აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ თვის ბოლოს შემოვა "ასტრაზენეკას“ შემდეგი მოცულობა საქართველოში - 50 ათასამდე დოზა. შემდეგი დოზა შემოვა მაისში, ეს გადაწყვეტილება მიიღო "კოვაქსპლატფორმამ“ გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვიცით თითოეულ ვაქცინას აქვს მოკლე ვარგისიანობის ვადა და მნიშვნელოვანია ვადით დაცული ვაქცინები შემოვიდეს ქვეყანაში.

ასევე, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს "ფაიზერთან“, ვაქცინების პირდაპირ მოწოდებასთან დაკავშირებით. შეთანხმება ერთ მილიონ დოზაზე მიღწეულია და ამ ეტაპისთვის ჩვენ ვმუშაობთ თარიღის დადგენაზე, რაც შეეხება "მოდერნას“, მასთან მიმართებაში მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპისთვის, საზოგადოებას ვერ მივაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას“, - განაცხადა ტიკარაძემ და დასძინა: "ჯერ ასტრაზენეკა“ შემოვა, შემდეგ გვაქვს მოლოდინი, რომ შემოვა „ფაიზერი“.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ "სინოფარმთან“ დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულება ვაქცინის მიერ აკრედიტაციის მიღების შემდეგ შეიცვლება.

"სინოფარმთან“ მიმართებაში ვიცით, რომ ის არის მოლოდინის ფურცელზე, სანამ მიიღებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას. თუმცა, რადგან "სინოფარმი“ წარმოადგენს ტრადიციულ მეთოდზე შექმნილ ვაქცინაც, მის მიმართ მოთხოვნა და სანდოობა არის საკმაოდ მაღალი. ის, რომ დღესდღეობით არის ბოლო პოზიციებზე, გამომდინარეობს იქედან, რომ მას არ აქვს ამ ეტაპისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაცია. დარწმუნებულები ვართ, მისი პოზიციები აკრედიტაციის მიღების შემდეგ დაწინაურდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი შეიქმნა.

წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, ცნობილი იყოს ინფორმაცია COVID-19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.

რეგისტრაციის დროს, მოქალაქეებს ეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას.

წინასწარი რეგისტრაციის ფორმაა - https://www.moh.gov.ge/covid-chart/register/welcome

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა

ჩხუბი მარტვილის ტაძარში - სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თუ ოპერაცია დროულად არ ჩატარდა, თომამ შეიძლება ვეღარ გაიაროს - 3 წლის ბიჭუნას დახმარება სჭირდება