Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რას ნიშნავს პროცესის ღალატი, მე ვიცი სამშობლოს ღალატი და მეუღლის ღალატი, არც ერთისთვის მიღალატია" - ვაშაძე დარწმუნებულია, რომ თაკო ჩარკვიანიც იქნება პარლამენტში
"რას ნიშნავს პროცესის ღალატი, მე ვიცი სამშობლოს ღალატი და მეუღლის ღალატი, არც ერთისთვის მიღალატია" - ვაშაძე დარწმუნებულია, რომ თაკო ჩარკვიანიც იქნება პარლამენტში

არ ვიცი, რას ნიშ­ნავს პრო­ცე­სის ღა­ლა­ტი - მე ვიცი სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი, ვიცი მე­უღ­ლის ღა­ლა­ტი. ამი­ტომ მე გულ­წრფე­ლი ვარ ჩემს სამ­შობ­ლოს­თან და მე­უღ­ლეს­თან. არც ერ­თის­თვის მი­ღა­ლა­ტია, არც მე­ო­რის­თვის და ვა­პი­რებ ბო­ლომ­დე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო ჩემი სინ­დი­სი, - ამის შე­სა­ხებ „სტარ­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა თაკო ჩარ­კვი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბას, რომ შარლ მი­შე­ლის ეგი­დით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რა „პრო­ცე­სის ღა­ლა­ტია“.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, გა­მო­ი­ყე­ნებს თუ არა „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლი“ პარ­ლა­მენ­ტში თაკო ჩარ­კვი­ა­ნის კვო­ტას, ვა­შა­ძე ამ­ბობს, რომ ამა­ზე ჯერ არ უფიქ­რია და მი­იჩ­ნევს, რომ სა­ბო­ლო­ოდ ჩარ­კვი­ა­ნი პარ­ლა­მენ­ტში შევა.

„ამა­ზე არ მი­ფიქ­რია, ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რუ­ლი სა­კი­თხი. მა­ინც მგო­ნია, რომ ყვე­ლა პარ­ტია შე­მო­ვა პარ­ლა­მენ­ტში მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, მგო­ნი ყვე­ლა ხვდე­ბა, რომ დი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ სვლაა, რა­საც ახლა აქვს ად­გი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა დო­კუ­მენტს, მი­თხა­რით პრე­ცე­დენ­ტი, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის აღი­ა­რე­ბა­ზე აქვს ხელი მო­წე­რი­ლი, მი­თხრან, რომ ამ დო­კუ­მენ­ტში არ წე­რია ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა. რო­დის ყო­ფი­ლა, რომ ოპო­ზი­ცი­ას სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­ში ამ­ხე­ლა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ჰქო­ნია, ასე­თი პრე­ცე­დენ­ტი არ ყო­ფი­ლა. ყვე­ლას სი­ტყვას აქვს თა­ვი­სი ფასი, ყვე­ლას პო­ზი­ცი­ას პა­ტივს ვცემ, ამი­ტომ თავს არა­ვის ვეს­ხმი, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თაკო ჩარ­კვი­ა­ნიც იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტში, რად­გან ნა­ხავს, რომ პრო­ცე­სი ასე მი­დის“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

გარ­და ამი­სა, ვა­შა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა შარლ მი­შე­ლის მიერ შედ­გე­ნილ დო­კუ­მენტზე „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რის, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის მიერ და­მო­უ­კი­დებ­ლად ხელ­მო­წე­რა­საც და აღ­ნიშ­ნა, რომ მან გამ­ბე­და­ო­ბა აჩ­ვე­ნა. ამას­თან ვა­შა­ძე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სა­ბო­ლო­ოდ ბო­ი­კოტ­ში მყო­ფი ოპო­ზი­ცი­ის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა პარ­ლა­მე­ნეტ­ში შევა.

„პა­ტივს ვცემ ყვე­ლას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მაგ­რამ ვი­მე­დოვ­ნებ, რომ კო­ლე­გე­ბი შე­იც­ვლი­ან აზრს და შე­მო­უ­ერ­თდე­ბი­ან სა­ერ­თო შე­თახ­მე­ბის დო­კუ­მენტს - ამის ყვე­ლა სიმპტო­მია. არ ვიცი, ეს მოხ­დე­ბა დღეს, ხვალ, თუ მას შემ­დეგ, რაც ნიკა მე­ლია გა­მო­ვა. ეს დო­კუ­მენ­ტი რომ არ გა­ფორ­მე­ბუ­ლი­ყო, ხომ გვეს­მის, რომ არც მე­ლია, არც რუ­რუა არ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და. კი ბა­ტო­ნო, სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის უნ­დათ რა­ღაც, ამის პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა პარ­ლა­მენ­ტში იქ­ნე­ბა და და­ვი­წყებთ ამ დო­კუ­მენ­ტის იმპლე­მენ­ტა­ცი­ას.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ჩემი აზ­რით, გამ­ბე­და­ო­ბა უნდა ჰქონ­დეს ადა­მი­ანს, რომ სა­დაც არის სი­მარ­თლე, ამ სი­მარ­თლის სა­სარ­გებ­ლოდ მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ვფიქ­რობ, მან ეს გამ­ბე­და­ო­ბა აჩ­ვე­ნა. მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, და­ვა­ფა­სოთ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­და­წყევ­ტი­ლე­ბა. ნუკი და­ვეს­ხმე­ბით ერ­თმა­ნეთს თავს, არა­მედ პა­ტი­ვი ვცეთ“,- გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
36

ეს ქალი მიყვარს და მომკალით თუ გინდა, უჭკვიანესი!!!!

მარი
1

კაი რა გიორგი,თუ კაცობა გაქვს გამოტყდი,რომ ფიქრებში მაინც უღალატებდი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"რას ნიშნავს პროცესის ღალატი, მე ვიცი სამშობლოს ღალატი და მეუღლის ღალატი, არც ერთისთვის მიღალატია" - ვაშაძე დარწმუნებულია, რომ თაკო ჩარკვიანიც იქნება პარლამენტში

"რას ნიშნავს პროცესის ღალატი, მე ვიცი სამშობლოს ღალატი და მეუღლის ღალატი, არც ერთისთვის მიღალატია" - ვაშაძე დარწმუნებულია, რომ თაკო ჩარკვიანიც იქნება პარლამენტში

არ ვიცი, რას ნიშნავს პროცესის ღალატი - მე ვიცი სამშობლოს ღალატი, ვიცი მეუღლის ღალატი. ამიტომ მე გულწრფელი ვარ ჩემს სამშობლოსთან და მეუღლესთან. არც ერთისთვის მიღალატია, არც მეორისთვის და ვაპირებ ბოლომდე შევინარჩუნო ჩემი სინდისი, - ამის შესახებ „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომ შარლ მიშელის ეგიდით გამოქვეყნებულ დოკუმენტზე ხელმოწერა „პროცესის ღალატია“.

რაც შეეხება იმას, გამოიყენებს თუ არა „სტრატეგია აღმაშენებლი“ პარლამენტში თაკო ჩარკვიანის კვოტას, ვაშაძე ამბობს, რომ ამაზე ჯერ არ უფიქრია და მიიჩნევს, რომ საბოლოოდ ჩარკვიანი პარლამენტში შევა.

„ამაზე არ მიფიქრია, ეს არის ჩვეულებრივი პროცედურული საკითხი. მაინც მგონია, რომ ყველა პარტია შემოვა პარლამენტში მარტივი მიზეზის გამო, მგონი ყველა ხვდება, რომ დინების საწინააღმდეგოდ სვლაა, რასაც ახლა აქვს ადგილი.

რაც შეეხება დოკუმენტს, მითხარით პრეცედენტი, როდესაც ხელისუფლებას საქართველოში პოლიტპატიმრების აღიარებაზე აქვს ხელი მოწერილი, მითხრან, რომ ამ დოკუმენტში არ წერია ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზა. როდის ყოფილა, რომ ოპოზიციას საარჩევნო კომისიებში ამხელა წარმომადგენლობა ჰქონია, ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა. ყველას სიტყვას აქვს თავისი ფასი, ყველას პოზიციას პატივს ვცემ, ამიტომ თავს არავის ვესხმი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თაკო ჩარკვიანიც იქნება პარლამენტში, რადგან ნახავს, რომ პროცესი ასე მიდის“, - განაცხადა ვაშაძემ.

გარდა ამისა, ვაშაძე გამოეხმაურა შარლ მიშელის მიერ შედგენილ დოკუმენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ დამოუკიდებლად ხელმოწერასაც და აღნიშნა, რომ მან გამბედაობა აჩვენა. ამასთან ვაშაძე დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენეტში შევა.

„პატივს ვცემ ყველას გადაწყვეტილებას, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ კოლეგები შეიცვლიან აზრს და შემოუერთდებიან საერთო შეთახმების დოკუმენტს - ამის ყველა სიმპტომია. არ ვიცი, ეს მოხდება დღეს, ხვალ, თუ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გამოვა. ეს დოკუმენტი რომ არ გაფორმებულიყო, ხომ გვესმის, რომ არც მელია, არც რურუა არ გათავისუფლდებოდა. კი ბატონო, სახის შენარჩუნებისთვის უნდათ რაღაც, ამის პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტში იქნება და დავიწყებთ ამ დოკუმენტის იმპლემენტაციას.

რაც შეეხება სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილებას, ჩემი აზრით, გამბედაობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ სადაც არის სიმართლე, ამ სიმართლის სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება, ვფიქრობ, მან ეს გამბედაობა აჩვენა. მოვუწოდებ ყველას, დავაფასოთ ყველა ადამიანის დამოუკიდებელი გადაწყევტილება. ნუკი დავესხმებით ერთმანეთს თავს, არამედ პატივი ვცეთ“,- განაცხადა ვაშაძემ.