"შემოდგომაზე რეფერენდუმი იქნება, რომელიც ადგილობრივი არჩევნების პარალელურად უნდა მოვიგოთ - ამ რეფერენდუმის წინ წინასწარ ჩამოვალ საქართველოში", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნები მოპარულად მიაჩნია, პარლამენტში უნდა შევიდეს.
"შემოდგომაზე რეფერენდუმი იქნება, რომელიც ადგილობრივი არჩევნების პარალელურად უნდა მოვიგოთ. ჩვენ იმ პარლამენტში უნდა შევიდეთ, რომელიც მოპარულად მიგვაჩნია და ეს ინსტრუმენტიც უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ასევე, დემოკრატიის ფარგლებში ყველა სხვა ბრძოლის ფორმა უნდა გამოვიყენოთ.
მეც, მიხეილ სააკაშვილიც ამ რეფერენდუმის წინ, წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, წინასწარ ვიქნები თქვენთან ერთად! რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს ჩემთვის, ამ პროცესის უშუალო მონაწილე ვიქნები. ყველას ერთიანობისკენ მოგიწოდებთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
რეებს ბოდავს ეს კაცი იქნებ გააჩეროთ ვინმემ, სულ არა ვარ ოცნების მხარდამჭერი, მაგრამ ამ კაცმა და მისმა სისულელეებმა უკვე დამღალა რა. ჩამოვა თურმე ეს, მერამდენედ ამბობ შე კაცო ამას, განა თავად არა გრცხვენია????
წინასწარ გაგვაგებინე და დაგხვდებით ცოცხებით ხელში.