ლატარიაში სენსაციური მოგებები გრძელდება. გუშინ ყოველდღიურ ლოტო ,,5/35 -ოქროს ბურთში’’ ამ გაზაფხულზე მესამე ჯეკპოტი 56 365 ლარი გათამაშდა. საქართველოს ლატარიის ისტორიაში პირველად უმაღლესი საპრიზო კატეგორია ორმა ბილეთმა გაინაწილა და თითოეულის მოგებამ 28 182 ლარი შეადგინა.
,,5/35 -ოქროს ბურთის’’ 911-ე ტირაჟის მომგებიანი კომბინაციაა: 4, 2, 34, 8, 29, ხოლო მოგებული ბილეთები შეძენილია ,,საქართველოს ფოსტის’’ ჯიხურებში ბათუმსა და ზუგდიდში.
,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ულოცავს ჯეკპოტის მოგებულებს.
შეგახსენებთ, რომ ამ გაზაფხულზე ლატარიაში უკვე მე-4-ე ჯეკპოტი მათ შორის 1 015 291 ლარი და ორი მეორე საპრიზო კატეგორია გათამაშდა, მხოლოდ მარტსა და აპრილში კი მოგების სახით გაცემულია 4 300 000 ლარი!
თქვენ კი შეგახსენებთ, რომ იგებს ის ვინც თამაშობს მოგება კი შეუძლია ყველას!
NS