მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა
არმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ოფის­ში, პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩე­ულ­მა წევ­რმა, არ­მაზ ახვლე­დი­ან­მა შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენტს ხელი მო­ა­წე­რა. რო­გორც ახვლე­დი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, იწყე­ბა ბრძო­ლის ახა­ლი ეტა­პი, რომ­ლის გა­რან­ტი ევ­რო­კავ­ში­რი და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბია.

"რაც აქამ­დე გა­ა­კე­თა ოპო­ზი­ცი­ურ­მა ერ­თო­ბამ, ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო რამ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. ჩვენ მი­ვი­ღეთ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბის დო­კუ­მენ­ტი შარლ მი­შე­ლის­გან, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ევ­რო­კავ­ში­რის მიერ. ახლა ეს გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას პო­ლი­ტი­კო­სებს, რომ სუ­ლის­კვე­თე­ბა რე­ა­ლიზ­დეს და რე­ა­ლიზ­დეს იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხვალ თუ არა ზეგ დას­რულ­დეს პო­ლი­ტი­კო­სე­ბის პარ­პა­ში. მე არ მინ­და ვიყო იმ პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის, ვინც პარ­პა­შობს, ვინც იქ მი­დის, რო­გორც ღუ­მელ­თან, ვი­საც უნდა ხე­ლის მოთ­ბო­ბა - არ მინ­და, მომ­ბეზ­რდა! მე ყვე­ლას­თან ერ­თად მივ­დი­ვარ იქ, რომ ამის­თვის ვიბ­რძო­ლო, მაგ­რამ არა ემო­ცი­ე­ბით, არა­მედ ცივი გო­ნე­ბით, რომ და­ვას­რუ­ლოთ ეს მა­რაზ­მი ქვე­ყა­ნა­ში. "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო", რომ­ლის სი­ი­თაც მე გა­ვე­დი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ დღეს თუ არა ხვალ შე­უ­ერ­თდე­ბა ამ ახა­ლი ტალ­ღის და­წყე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ რე­ა­ლო­ბა­ში, რა­ტომ? - იმი­ტომ, რომ ამას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია, იმი­ტომ რომ რაც აქამ­დე იყო, ის ბრძო­ლის ეტა­პი სრულ­დე­ბა და იწყე­ბა ახა­ლი, რომ­ლის გა­რან­ტია არის ევ­რო­პის კავ­ში­რი და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ახვლე­დი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ოფი­სი ღიაა პარ­ლა­მენ­ტის ყვე­ლა არ­ჩე­უ­ლი წევ­რის­თვის, რო­მელ­საც შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენტზე ხელი ჯერ კი­დევ არ მო­უ­წე­რია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე - „სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის გზა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ნა­წილს შო­რის შე­თან­ხმე­ბა შედ­გა. შე­თან­ხმე­ბის ტექსტს ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი­დან ხელი მო­ა­წე­რეს: „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ თავ­მჯდო­მა­რემ გი­ორ­გი ვა­შა­ძე, "ლე­ლოს“ ლი­დე­რებ­მა - ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ თავ­მჯდო­მა­რე ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ, „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა და „გირ­ჩის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა. ასე­ვე დო­კუ­მენტზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხელ­მო­წე­რა და­ა­ფიქ­სი­რეს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა, პარ­ლა­მენ­ტის და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა წევ­რმა და­ვით ბაქ­რა­ძემ და „გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“ თავ­მჯდო­მა­რე ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ. დო­კუ­მენტს ამ ეტაპ­ზე არ შე­ერ­თე­ბია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“, შე­სა­ბა­მი­სად, შე­თან­ხმე­ბის ტექსტს არ აქვს მათი ხელ­მო­წე­რა. შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე - „სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის გზა“ თან­ხმო­ბა და­ა­ფიქ­სი­რა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბა­მაც“.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
777
13

არმაზი ტყუილად ხელს არაფერს მოაწერდა. :) ცხადია, უპერსპექტივო პარტიასთან ერთად ქუჩაში სირბილს პარლამენტში ჯდომა არჩია. მაგ კაცს შესაშური პრაქტიკული ალღო აქვს, მაგრამ ბოლოს არ უმართლებს. მისი ამბიციები ჯერ ვერცერთმა პარტიამ დააკმაყოფილა, ამიტომ გადადის დაუსრულებლად პარტიიდან პარტიაში.

tngh
0

ერთ-ერტი ყველაზე დიდი დემაგოგი საქართველოს იტორიაში... ღრმად პატივცემული ბ-ნი არ. ახვლედიანი. "+" პოლიტ-თაღლითი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

არმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

არმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, პარლამენტის არჩეულმა წევრმა, არმაზ ახვლედიანმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა. როგორც ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იწყება ბრძოლის ახალი ეტაპი, რომლის გარანტი ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატებია.

"რაც აქამდე გააკეთა ოპოზიციურმა ერთობამ, ეს არის უპრეცედენტო რამ საქართველოს ისტორიაში. ჩვენ მივიღეთ წარმოუდგენელი სულისკვეთების დოკუმენტი შარლ მიშელისგან, დადასტურებული ევროკავშირის მიერ. ახლა ეს გვაძლევს შესაძლებლობას პოლიტიკოსებს, რომ სულისკვეთება რეალიზდეს და რეალიზდეს იმაში, რომ საქართველოში ხვალ თუ არა ზეგ დასრულდეს პოლიტიკოსების პარპაში. მე არ მინდა ვიყო იმ პოლიტიკოსებს შორის, ვინც პარპაშობს, ვინც იქ მიდის, როგორც ღუმელთან, ვისაც უნდა ხელის მოთბობა - არ მინდა, მომბეზრდა! მე ყველასთან ერთად მივდივარ იქ, რომ ამისთვის ვიბრძოლო, მაგრამ არა ემოციებით, არამედ ცივი გონებით, რომ დავასრულოთ ეს მარაზმი ქვეყანაში. "ევროპული საქართველო", რომლის სიითაც მე გავედი, დარწმუნებული ვარ დღეს თუ არა ხვალ შეუერთდება ამ ახალი ტალღის დაწყებას საქართველოს სახელმწიფოებრივ რეალობაში, რატომ? - იმიტომ, რომ ამას ალტერნატივა არ გააჩნია, იმიტომ რომ რაც აქამდე იყო, ის ბრძოლის ეტაპი სრულდება და იწყება ახალი, რომლის გარანტია არის ევროპის კავშირი და შეერთებული შტატები", - განაცხადა ახვლედიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ღიაა პარლამენტის ყველა არჩეული წევრისთვის, რომელსაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერია.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს: „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძე, "ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, "რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ. დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა. შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ თანხმობა დააფიქსირა „ქართულმა ოცნებამაც“.

როგორ ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის მიღწეულ შეთანხმებას?

"ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის გირაოს და მელიას შეეძლება ნებისმიერ მომენტში გამოვიდეს" - პაპუაშვილი

"მელიასთან დაკავშირებით არსებობს  გირაოს უზრუნველყოფა, შემდეგი ნაბიჯი კი არის ამნისტიის პროექტი" - არჩილ თალაკვაძე