სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას და ამის შემდგომ მივიღებთ ცივილიზებულ გადაწყვეტილებას" - რას წერს სალომე სამადაშვილი
"დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას და ამის შემდგომ მივიღებთ ცივილიზებულ გადაწყვეტილებას" - რას წერს სალომე სამადაშვილი

ამ ეტაპ­ზე, მე აღარ ვაგ­რძე­ლებ პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას ენმ-ის სა­ხე­ლით. რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ტი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ტო­ვე­ბის გა­ნა­ცხადს - ცხა­დია და­ვე­ლო­დე­ბი ჩემი მე­გობ­რის, ნიკა მე­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მექ­ნე­ბა მას­თან, რო­გორც პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს­თან, სა­უ­ბა­რი და ამის შემ­დგომ მი­ვი­ღებთ ოფი­ცი­ა­ლურ, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კო­სი სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც სა­მა­დაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რად­გან „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ მისი არ­გუ­მენ­ტე­ბი არ იქნა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, პი­რა­დად აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ხელი მო­ა­წე­რა დო­კუ­მენტს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩე­ულ­მა წევ­რმა, მისი ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

„ჩემ­თვის, რო­გორც ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც 8 წლის მან­ძილ­ზე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მი­სი­ას, პო­ლი­ტი­კო­სის­თვის, რომ­ლის­თვი­საც მთა­ვარ მი­ზანს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მა­ვა­ლის დაც­ვა და უზ­რუნ­ველ­ყო­ფა წარ­მო­ად­გენს, გა­დამ­წვე­ტი ფაქ­ტო­რი, ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმი­სას არის, ემ­სა­ხუ­რე­ბა თუ არა ეს ნა­ბი­ჯი აღ­ნიშ­ნულ მი­ზანს. არის თუ არა შე­თან­ხმე­ბა, რო­მელ­საც გუ­შინ ხელი მო­ა­წე­რეს ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა ამ თვალ­საზ­რი­სით უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დო­კუ­მენ­ტი? ყო­ველ­გვა­რი ეჭ­ვის გა­რე­შე. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გრძელ და რთულ პრო­ცეს­ში, ჩვენ მი­ვე­დით დას­კვნით ფა­ზას­თან - ანუ, შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი იყო სა­ბო­ლოო ვერ­სია, რო­მე­ლიც ცვლი­ლე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და. ამ პრო­ცეს­ში, მათ შო­რის ჩემი აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ვფიქ­რობ, რომ მი­ვაღ­წი­ეთ მაქ­სი­მუმს - პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რან­ტი­ას, ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ფორ­მუ­ლას და სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის რე­ფორ­მას, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, არაა იდე­ა­ლუ­რი, მაგ­რამ არის უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რან­ტია, რომ მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ვერ და არ ჩა­ტარ­დე­ბა ისე, რო­გორც უკა­ნას­კნე­ლი.

მი­მაჩ­ნდა რა, რომ წარ­მოდ­გე­ნილ დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რა არის უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ჩემი თხოვ­ნით, ენმ-მა მო­იწ­ვია პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს სხდო­მა. აღ­ნიშ­ნულ სხდო­მა­ზე გა­მო­იკ­ვე­თა შემ­დგო­მი - მი­უ­ხე­და­ვად შე­თან­ხმე­ბის ში­ნა­არ­სი­სა, ენმ-მა ხელი არ უნდა მო­ა­წე­როს დო­კუ­მენტს, სა­ნამ მე­ლი­ას არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ. პო­ლი­ტი­კურ საბ­ჭოს გა­ვა­ცა­ნი ჩემი არ­გუ­მენ­ტა­ცია, რა­ტომ იყო ეს პო­ზი­ცია და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი პარ­ტი­ის­თვის, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე, პირ­ველ რიგ­ში, რო­გორ აღიქ­ვამ­დნენ ამას სა­ხე­ში გარ­ტყმად ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი-ევ­რო­კავ­ში­რი და აშშ.

იქვე და­ვა­ფიქ­სი­რე ჩემი სურ­ვი­ლი, რომ ამ დო­კუ­მენტს მო­ვა­წე­რო ხელი, მე პი­რა­დად. ხაზ­გას­მით უნდა ავღ­ნიშ­ნო, რომ ამ დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რა ერ­თა­დერთ გზად და­ტო­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­დაც. არ­გუ­მენ­ტი, რომ ენმ ხელს არ აწერს დო­კუ­მენტს, რო­მე­ლიც მე­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რან­ტი­აა და ითხოვს მის უპი­რო­ბო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, არ აღ­მოჩ­ნდა და­მარ­წმუ­ნე­ბე­ლი, მე­ტიც, ვი­ტყო­დი, რომ გა­უ­გე­ბა­რია მე­დი­ა­ტო­რე­ბის­თვის. გა­მოვ­ხა­ტე ჩემი წუ­ხი­ლი, რომ ენმ-ის უარი ხელ­მო­წე­რა­ზე აღ­ქმუ­ლი იქ­ნე­ბო­და ოპო­ზი­ცი­ის და­ნა­წევ­რე­ბად და კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც ხელ­მომ­წე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­მარ­თე­ბო­და, და­ა­ზი­ა­ნებ­და ოპო­ზი­ცი­ურ ერ­თო­ბას. და­ა­ზი­ა­ნებ­და ენმ-საც, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუდ­მი­ვად ცდი­ლობს იზო­ლი­რე­ბა გა­უ­კე­თოს, რო­გორც „დესტრუქ­ცი­ულ“ ძა­ლას. რად­გან ჩემი არ­გუ­მენ­ტე­ბი არ იქნა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად მე, პი­რა­დად ავი­ღე ჩემს თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ხელი მო­ვა­წე­რე დო­კუ­მენტს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩე­ულ­მა წევ­რმა, მისი ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და ასე­ვე, სწო­რედ იმ მიზ­ნით, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ. იმე­დია, ყვე­ლას ეს­მის, რომ ნიკა მე­ლი­ას და გი­ორ­გი რუ­რუ­ას პა­ტიმ­რო­ბის დას­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, ამ ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და ჩვენს და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბის მიზ­ნით გა­და­იდ­გა სწო­რედ ეს ნა­ბი­ჯი. ნიშ­ნავს თუ არა ეს, რომ დავ­ტო­ვე ენმ? ამ ეტაპ­ზე, მე აღარ ვაგ­რძე­ლებ პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას ენმ-ის სა­ხე­ლით. რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ტი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ტო­ვე­ბის გა­ნა­ცხადს-ცხა­დია და­ვე­ლო­დე­ბი ჩემი მე­გობ­რის, ნიკა მე­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მექ­ნე­ბა მას­თან, რო­გორც პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს­თან, სა­უ­ბა­რი და ამის შემ­დგომ მი­ვი­ღებთ ოფი­ცი­ა­ლურ, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას“, - წერს სა­მა­დაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე - „სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის გზა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ნა­წილს შო­რის შე­თან­ხმე­ბა შედ­გა. დო­კუ­მენტს ხელი ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში მო­ე­წე­რა.

კერ­ძოდ, შე­თან­ხმე­ბის ტექსტს ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი­დან ხელი მო­ა­წე­რეს: „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ვა­შა­ძემ, „ლე­ლოს“ ლი­დე­რებ­მა - ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ, „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ თავ­მჯდო­მა­რე ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ, „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა და „გირ­ჩის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა. ასე­ვე დო­კუ­მენტზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხელ­მო­წე­რა და­ა­ფიქ­სი­რეს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა, პარ­ლა­მენ­ტის და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა წევ­რმა და­ვით ბაქ­რა­ძემ და „გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“ თავ­მჯდო­მა­რე ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ. დო­კუ­მენტს ამ ეტაპ­ზე არ შე­ერ­თე­ბია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“, შე­სა­ბა­მი­სად, შე­თან­ხმე­ბის ტექსტს არ აქვს მათი ხელ­მო­წე­რა. შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე - „სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის გზა“ თან­ხმო­ბა და­ა­ფიქ­სი­რა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბა­მაც“.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
65

მივასელმები სალომეს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება მის ყოფილ თანაპარტიელებს, რომლებიც სიტყვით დემოკრატიის და თავისუფალი არჩევანის აპოლოგეტები არიან, გუშინ ნათლად დაამტკიცეს საპირისპირო: იმავე წამს მოღალატის იარლიყი მიაკერეს ყველას, ვინც მათ ჭკუაზე არ გაიარა.

tina
93

სალომე ! კარგი გოგო ხართ,მინდა რომ სწორი გზით და ნაბიჯებით იაროთ,თქვენი განათლება გამოიყენეთ საქართველოს სამსახურში და არა ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას და ამის შემდგომ მივიღებთ ცივილიზებულ გადაწყვეტილებას" - რას წერს სალომე სამადაშვილი

"დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას და ამის შემდგომ მივიღებთ ცივილიზებულ გადაწყვეტილებას" - რას წერს სალომე სამადაშვილი

ამ ეტაპზე, მე აღარ ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას ენმ-ის სახელით. რაც შეეხება პარტიის ოფიციალურად დატოვების განაცხადს - ცხადია დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, მექნება მასთან, როგორც პარტიის თავმჯდომარესთან, საუბარი და ამის შემდგომ მივიღებთ ოფიციალურ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, რადგან „ნაციონალურ მოძრაობაში“ მისი არგუმენტები არ იქნა გათვალისწინებული, პირადად აიღო პასუხისმგებლობა და ხელი მოაწერა დოკუმენტს, როგორც საქართველოს პარლამენტის არჩეულმა წევრმა, მისი ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე.

„ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც 8 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ევროკავშირში საქართველოს მისიას, პოლიტიკოსისთვის, რომლისთვისაც მთავარ მიზანს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალის დაცვა და უზრუნველყოფა წარმოადგენს, გადამწვეტი ფაქტორი, ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმისას არის, ემსახურება თუ არა ეს ნაბიჯი აღნიშნულ მიზანს. არის თუ არა შეთანხმება, რომელსაც გუშინ ხელი მოაწერეს ოპოზიციურმა პარტიებმა ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი? ყოველგვარი ეჭვის გარეშე. მოლაპარაკებების გრძელ და რთულ პროცესში, ჩვენ მივედით დასკვნით ფაზასთან - ანუ, შემოთავაზებული დოკუმენტი იყო საბოლოო ვერსია, რომელიც ცვლილებას არ ექვემდებარებოდა. ამ პროცესში, მათ შორის ჩემი აქტიური მონაწილეობით, ვფიქრობ, რომ მივაღწიეთ მაქსიმუმს - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარანტიას, ვადამდელი არჩევნების ჩატარების ფორმულას და საარჩევნო სისტემის რეფორმას, რომელიც, შესაძლოა, არაა იდეალური, მაგრამ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი გარანტია, რომ მომავალი არჩევნები ვერ და არ ჩატარდება ისე, როგორც უკანასკნელი.

მიმაჩნდა რა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ჩემი თხოვნით, ენმ-მა მოიწვია პოლიტიკური საბჭოს სხდომა. აღნიშნულ სხდომაზე გამოიკვეთა შემდგომი - მიუხედავად შეთანხმების შინაარსისა, ენმ-მა ხელი არ უნდა მოაწეროს დოკუმენტს, სანამ მელიას არ გაათავისუფლებენ. პოლიტიკურ საბჭოს გავაცანი ჩემი არგუმენტაცია, რატომ იყო ეს პოზიცია დამაზიანებელი პარტიისთვის, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, პირველ რიგში, როგორ აღიქვამდნენ ამას სახეში გარტყმად ჩვენი პარტნიორები-ევროკავშირი და აშშ.

იქვე დავაფიქსირე ჩემი სურვილი, რომ ამ დოკუმენტს მოვაწერო ხელი, მე პირადად. ხაზგასმით უნდა ავღნიშნო, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერა ერთადერთ გზად დატოვა ხელისუფლებამ პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებადაც. არგუმენტი, რომ ენმ ხელს არ აწერს დოკუმენტს, რომელიც მელიას გათავისუფლების გარანტიაა და ითხოვს მის უპირობო გათავისუფლებას, არ აღმოჩნდა დამარწმუნებელი, მეტიც, ვიტყოდი, რომ გაუგებარია მედიატორებისთვის. გამოვხატე ჩემი წუხილი, რომ ენმ-ის უარი ხელმოწერაზე აღქმული იქნებოდა ოპოზიციის დანაწევრებად და კამპანია, რომელიც ხელმომწერების წინააღმდეგ გაიმართებოდა, დააზიანებდა ოპოზიციურ ერთობას. დააზიანებდა ენმ-საც, რომელსაც ხელისუფლება მუდმივად ცდილობს იზოლირება გაუკეთოს, როგორც „დესტრუქციულ“ ძალას. რადგან ჩემი არგუმენტები არ იქნა გათვალისწინებული, შესაბამისად მე, პირადად ავიღე ჩემს თავზე პასუხისმგებლობა და ხელი მოვაწერე დოკუმენტს, როგორც საქართველოს პარლამენტის არჩეულმა წევრმა, მისი ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე და ასევე, სწორედ იმ მიზნით, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ. იმედია, ყველას ესმის, რომ ნიკა მელიას და გიორგი რურუას პატიმრობის დასრულების მიზნით, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფის და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფრთხილების მიზნით გადაიდგა სწორედ ეს ნაბიჯი. ნიშნავს თუ არა ეს, რომ დავტოვე ენმ? ამ ეტაპზე, მე აღარ ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას ენმ-ის სახელით. რაც შეეხება პარტიის ოფიციალურად დატოვების განაცხადს-ცხადია დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, მექნება მასთან, როგორც პარტიის თავმჯდომარესთან, საუბარი და ამის შემდგომ მივიღებთ ოფიციალურ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებას“, - წერს სამადაშვილი.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა.

კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს: „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ. დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა. შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ თანხმობა დააფიქსირა „ქართულმა ოცნებამაც“.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დავუშვი ის არის, რომ მეგონა, "ნაცმოძრაობას" გავასწორებდი - არჩევნების მერე შემომთავაზეს, ისევ ვითანამშრომლოთო, კარგად იყავით, თავი დამანებეთ-მეთქი" - ვაშაძე

"ნაცმოძრაობა გადამგდებ ძალად ჩამოყალიბდა, ოპოზიციაში დომხალი მოაწყო" - რას ამბობს გიორგი ვაშაძე ნიკა მელიას მიერ პარტიის შესაძლო დატოვებაზე